ჯამბატისტა ვიკო: განსხვავება გადახედვებს შორის

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
[შეუმოწმებელი ვერსია][შეუმოწმებელი ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
ხაზი 36: ხაზი 36:
უდიდესი ნაწილი წარმოადგენს სახელმწიფოს კანონიერ ძალას ... და იქცევა სახალხო
უდიდესი ნაწილი წარმოადგენს სახელმწიფოს კანონიერ ძალას ... და იქცევა სახალხო
თავისუფლების ბატონად”.
თავისუფლების ბატონად”.
== ლიტერატურა ==
== სქოლიო ==
*მარინა გარიშვილი, ეკა ხოფერია: რომის სამართლის საფუძვლები, ლექციების კურსი
{{სქოლიო}}
მარინა გარიშვილი, ეკა ხოფერია: რომის სამართლის საფუძვლები, ლექციების კურსი

06:27, 20 დეკემბერი 2011-ის ვერსია

ჯამბატისტა ვიკო

ჯამბატისტა ვიკო

ჯამბატისტა ვიკო (1668-1744) _ იყო ერთ-ერთი პირველი მოაზროვნე, რომლის იდეებმა, რამდენიმე მიმართულებით, წინ გაუსწრო მეცნიერული სოციოლოგიის განვითარებას. ის ისტორიას განიხილავდა, როგორც ობიექტურ კანონზომიერ პროცესს, რომელიც ციკლურად მიმდინარეობდა (“მუდმივი იდეალური ისტორია, რომლის თანახმად, დროის გარკვეულ მონაკვეთში, ხდება ყველაფერი, ყველა ერის ისტორიაში”). ვიკოსათვის _ ისტორია არის ადამიანთა ქცევების უსასრულო ჯაჭვი. ვიკოს დამსახურება იმაში მდგომარეობს, რომ მან თავის მთავარ ნაშრომში “ახალი მეცნიერების საფუძვლები ერის საერთოო ბუნების შესახებ” (1725), მან განახორციელა მცდელობა, გამოეყენებინა ისტორიულ-შედარებითი მეთოდი და დეტერმინული მიდგომა სახელმწოფო-სამართლებრივი ინსტიტუტების ასახსნელად. ისტორიის მიერ განვლილი ციკლი შეიცავს სამ ფაზას: საწყისი სტადიაა _ ღვთაებრივი, ღმერთების ეპოქა, რომლის დროს არ არსებობდა სახელმწიფოებრიობა და იურიდიული კანონები. კანონების როლს ასრულებდნენ მისტერიები და ორაკულთა წინასწარმეტყველება, რომლებიც გადასცემდნენ ადამიანებს ღმერთების ნებას. ვინაიდან ამ ეპოქაში სასამართლო ეფუძნებოდა ზნეობრივ ავტორიტეტს, ვიკოს აზრით, დაუშვებელია რაიმე სახის რაციონალური ახსნა-განმარტება. საზოგადოებას მართავენ ქურუმები. მატერიალური მოთხოვნები, საპირისპირო მიმდევრობების ბრძოლა ამზადებს კანონებისა და სახელმწიფოს წარმოშობას. ანუ ეს იურიდიულ-საზოგადოებრივი მოვლენები იქმნება არა ინდივიდის სუბიექტური ნებით, არამედ ობიექტური აუცილებლობით. ვიკო მკაცრად და ზედმიწევნით ზუსტად აკრიტიკებდა, ბუნებით-სამართლებრივი სკოლის წმინდა ხელოვნურ დებულებებს (სახელმწიფოსა და სამართლის წარმოშობის სახელშეკრულებო კონცეფცია). ვიკო არ აკავშირებს სახელმწიფოს წარმოშობას ხელშეკრულებას. თითოეული მმართველობის ფორმას ვიკომ მოუძებნა საკუთარი საფუძველი და წარმოშობის საკუთარი მიზეზი. ისტორიული ციკლის მეორე ფაზაზე, გმირების ეპოქაში, სახელმწიფო ხელისუფლების სათავეში იკვე დგას არისტოკრატია, რომელიც საკუთარ ანგარებიან სამართლის ნორმებს კარნახობს საზოგადოებას და მკაცრად თრგუნავს პლებეებს. ამ ფაზაზე სამართალი არის უხეში ძალის სამართალი. ისტორიული ციკლის მესამე ფაზა არის ადამიანთა ეპოქა, რომელსაც ახასიათებს რესპუბლიკურ-დემოკრატიული მოწყობა, ან წარმომადგენლობითი მონარქიები, როდესაც მოქმედებენ, ადამიანის ღირსების შესაბამისი უფლებები და თავისუფლებები, რომლებიც უზრუნველყოფენ სახალხო სუვერენიტეტს. ამ პერიოდში კანონი ბრძნულად და მოქნილად ითვალისწინებს როგორც კერძო, ისე საყოველთაო ინტერესსა და თანასწორობას ამყარებს ადამიანებს შორის (რასაკვირველია, იურიდიული თანასწორობა). ვიკოს სიმპათია მთლიანად “თავისუფალი სახალხო სახელმწიფოს მხარეს არის, სადაც ყველა ადამიანი ან მათი უდიდესი ნაწილი წარმოადგენს სახელმწიფოს კანონიერ ძალას ... და იქცევა სახალხო თავისუფლების ბატონად”.

ლიტერატურა

  • მარინა გარიშვილი, ეკა ხოფერია: რომის სამართლის საფუძვლები, ლექციების კურსი