გურანდუხტი (X საუკუნე): განსხვავება გადახედვებს შორის

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
[შეუმოწმებელი ვერსია][შეუმოწმებელი ვერსია]
No edit summary
 
გურანდუხტი, X ს. moved to გურანდუხტი (X ს.)
(განსხვავება არ არის)

12:07, 19 სექტემბერი 2005-ის ვერსია

გურანდუხტი, X საუკუნის I ნახევრის პოლიტიკური მოღვაწე გიორგი II აფხაზთა მეფის (922-957) ასული, გურგენ მეფეთა მეფის (994-1008) მეუღლე, ბაგრატ III-ის (975-1014) დედა. 975 საქართველოს გაერთიანების მოწინააღმდეგე დიდებული აზნაურები დაუკავშირდნენ კახეთის სამეფოს, გურანდუხტი ქმარშვილიანად შეიპყრეს და კახეთში წაიყვანეს. ამის საპასუხოდ ბაგრატ III-ის მამობილი დავით III დიდი კურაპალატი ქართლში შეიჭრა, კახეთის ლაშქარი განდევნა და გურანდუხტი და სხვა ტყვეები გაათავისუფლა. 70-იანი წლების ბოლოსა და 80 წლრბის დასაწყისში, ბაგრატ III-ის დასავლეთ საქართველოში ყოფნის დროს, გურანდუხტი განაგებდა ქართლს, რომლის პოლიტიკური ცენტრი უფლისციხე იყო.