პროტესტანტიზმი: განსხვავება გადახედვებს შორის

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
[შემოწმებული ვერსია][შეუმოწმებელი ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
r2.7.1) (ბოტის შეცვლა: id:Protestanisme
ხაზი 97: ხაზი 97:
* [[ბენი ჰინი]] - ამერიკელი მახარებელი და ტელეევანგელისტი.
* [[ბენი ჰინი]] - ამერიკელი მახარებელი და ტელეევანგელისტი.
* [[ქენეთ კოპლანდი]] - ამერიკელი ტელეევანგელისტი.
* [[ქენეთ კოპლანდი]] - ამერიკელი ტელეევანგელისტი.
* [[ანდრეი შაპოვალოვი]] - რუსული წარმოშობის ამერიკელი რეფორმატორი.


== იხილეთ აგრეთვე ==
== იხილეთ აგრეთვე ==

11:26, 11 დეკემბერი 2011-ის ვერსია

მარტინ ლუთერი

პროტესტანტიზმი (ლათ. protestans, ნათესაობითი ბრუნვა protestantis - ის, ვინც საჯაროდ ამტკიცებს) ქრისტიანობის სამი მთავარი განშტოებიდან ერთ-ერთია და წარმოადგენს რამდენიმე მსხვილი მიმდინარეობის და ბევრი დამოუკიდებელი ეკლესიის ერთობლიობას, რომლებიც წარმოშობით დაკავშირებულნი არიან რეფორმაციასთან - XVI საუკუნის ანტიკათოლიკურ მოძრაობასთან რომლის ერთერთი ხელმძღვანელი და სულისჩამდგმელი გერმანელი ბერი მარტინ ლუთერი იყო (1483―1546).

ამჟამად მსოფლიოში 600 მილიონამდე პროტესტანტია, აქედან 350 მილიონი აფრიკაში, 120 მილიონი ევროპაში, 80 მილიონი ლათინურ ამერიკაში, 65 მილიონი აზიაში და 10 მილიონი ავსტრალიასა და მიმდებარე კუნძულებზე.

სახელწოდების წარმოშობა და აღიარება

პროტესტანტიზმი
რეფორმაცია

რეფორმაციამდელი მოძრაობები

ჰუსიტები  • ლოლარდები  • ვალდენსები  • ჩეხი ძმები


რეფორმაციის მოძრაობები

ანგლიკანიზმი • კალვინიზმი • ლუთერანობა • ცვინგლიანობა • ჰუგენოტები


ახალი რეფორმაციული მოძრაობები

ანაბაპტიზმი • ახალსამოციქულო ეკლესია • ბაპტიზმი • კონგრეგაციონალიზმი • პიეტიზმი • პურიტანები • მეთოდიზმი • მენონიტები • ამიშები • კვაკერები • პრესვიტერიანობა


XX საუკუნის პროტესტანტული მოძრაობები

პენტეკოსტალიზმი • რევივალიზმი • ევანგელიკალიზმი • ფილიპინების დამოუკიდებელი ეკლესია


ქრისტიანობა
წმინდა წერილი
ძველი აღთქმა
ახალი აღთქმა (სახარება)
ისტორია
მოციქულების ეპოქა
ეკლესიის დევნის პერიოდი
ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადება
მსოფლიო საკლესიო კრებები
დიდი სქიზმა
კიდევ...
მიმდინარეობები
მართლმადიდებლობა
კათოლიციზმი
მონოფიზიტობა
პროტესტანტიზმი
კიდევ...
ღვთისმეტყველება
შობა
ჯვარცმა
ამაღლება
ანტიქრისტე
კიდევ...
სხვადასხვა
ქრისტიანობა
პორტალი
დაფა: იხ.  განხ.  რედ.

1526 წელს ლუთერის მომხრე გერმანელი თავადების შპეერის რაიხსტაგმა შეაჩერა ლუთერის საწინააღმდეგო ვორმსის ედიქტის მოქმედება. თუმცა 1529 წელს მეორე რაიხსტაგმა გააუქმა ეს დადგენილება, რასაც 5 საიმპერიო თავადის და რამდენიმე გერმანული ქალაქის პროტესტი მოჰყვა, რაც ხმამაღლა და უკომპრომისოდ განაცხადეს კათოლიკებთან გამართული თეოლოგიური დისპუტისას. აქედან წარმოსდგა ტერმინი ”პროტესტანტი”.

ახალმა მიმდინარეობამ სწრაფად მოიცვა ევროპის ჩრდილოეთ ნაწილი და საფრანგეთი. შეშფოთებულმა კათოლიკურმა ეკლესიამ საფრანგეთში იარაღი გამოიყენა ახალი მიმდინარეობის წინააღმდეგ, რასაც თან დინასტიური ინტრიგები დაერთო, 1562-1598 წლებში მიმდინარეობდა ომი რომელიც ისტორიაში ”ჰუგენოტების ომის” სახელით შევიდა. შედეგად ჰუგენოტებმა მიიღეს სამხრეთ საფრანგეთში ცხოვრების უფლება, თუმცა მათი გავლენა საფრანგეთში მკვეთრად შემცირდა.

რომის ეკლესიამ რეფორმაციასთან საბრძოლველად შექმნა ”კათოლიკური ლიგა”. პროტესტანტებმა ’’ევანგელისტური კავშირის’’ შექმნით უპასუხეს. შეიარაღებული დაპირისპირება საერთოევროპულ, ე.წ. ”30 წლიან” (1618-1648 წლები) ომში გადაიზარდა, რომელიც დასრულდა ვესტფალიის სამშვიდობო შეთანხმებით. შედეგად კათოლიკეები, პროტესტანტები და კალვინისტები უფლებრივად გათანაბრდნენ.

პროტესტანტული ევანგელისტური მოძღვრება

საქართველოს ევანგელურ-პროტესტანტული ეკლესია აღიარებს ისტორიულ მსოფლიო საეკლესიო კრებებზე მიღებულ რწმენის სიმბოლოებს: რწმენის სიმბოლოები რწმენის სიმბილო ეწოდება დოკუმენტს, რომელიც მოკლედ გამოხატავს და აყალიბებს ეკლესიის ძირითად ფუნდამენტურ აღმსარებლობას. სარწმუნოების სიმბოლოებს შეიმუშავებდნენ და ამტკიცებდნენ, რომელიმე საეკლესიო კრებაზე. ქართულ საეკლესიო კულტურაში ამ დოკუმენტს სხვანაირად მრწამსადაც მოიხსენიებენ. მრწამსი-სარწმუნოების მოკლე აღსარება-გამოხატვა. ქრისტიანულ სამყაროში არსებობს ძალიან ბევრი ეგრეთწოდებული რწმენის სიმბოლო, მაგრამ მათგან ზოგიერთს არ აღიარებს მართლმადიდებელი ეკლესია, ზოგს არ აღიარებს კათოლიკური ეკლესია და შესაბამისად, ზოგს არ აღიარებს მსოფლიო ეკლესიის პროტესტანტული ფრთა. რწმენის სიმბოლოებს შორის ერთ-ერთი ყველაზე ძველი იტორიული დოკუმენტია, ცნობილი როგორც მოციქულთა რწმენის სიმბოლო. არსებობს IV საუკუნის გადმოცემა, რომ რწმენის ეს სიმბოლო შედგენილია თვით 12 მოციქულის მიერ, თითქოს თითოეულმა მოციქულმა დაწერა თითო წინადადება, თუმცა რწმენის სიმბოლო არ შეიცავს 12 წინადადებას. მოციქულთა რწმენის სიმბოლო შედეგია დასავლური რწმენის სიმბოლოს განვითარებისა, ხოლო ორივე რწმენის სიმბოლოს საწყისია ძველი რომის სიმბოლო, რომელიც თარიღდება II საუკუნის დასასრულით და რომელსაც დროთაგანმავლობაში ემატებოდა ახალი წინადადებები, ან იცვლებოდა სიტყვათა წყობა. თანამედროვე ვერსია მიეკუთვნება VI ან VIII საუკუნეებს. მოციქულთა რწმენის სიმბოლო გახდა საფუძველი ნიკეის რწმენის სიბოლოსი, ამიტომ ნიკეის, კონსტანტინეპოლის და ათანასეს რწმენის სინბოლოების გვერდით შემოგთავაზებთ მოციქულთა რწმენია სიმბოლოსაც: მიუხედავად იმისა, რომ მსოფლიოს 7 საეკლესიო კრების ზოგ გადაწყვეტილებას არ ეთანხმება ქრისტიანული ეკლესიის პროტესტანტული ფრთა, მაგალითად 787 წელს მსოფლიო მე-7-ე საეკლესიო კრების გადაწყვეტილებას, რომელიც გაიმართა ნიკეაში, ამ კრებაზე დაკანონდა, სავალდებულო გახდა ხატთთაყვანისცემა და ამ გადაწყვეტილების ირგვლივ კამათი დღემდე არ წყდება. ძირითადად 7 საეკლესიო კრებებზე მიღებულ რწმენის სიმბოლოებს სცნობს მსოფლიო ქრისტიანული ეკლესიის სამივე ძირითადი აღმსარებლობა: როგორც მათლმადიდებლობა, კათოლიციზმი, ასევე პროტესტანტული ეკლესიები. 7 მსოფლიო საეკლესიო კრებებზე ძირითდად მიღებულ იქნა რწმენის ორი სიმბოლო: ნიკეის რწმენის სიმბოლო 325 წელი ქალაქი ნიკეა და კონსტანტინეპოლის რწმენის სიბოლო, რომელიც ასევე მოიხსენიება, როგორც ნიკეა-კონსტანტინეპოლის რწმენის სიმბოლოდ. ქ. კონსტანტინეპოლი 381 წელი. მოგვიანებით გამოჩნდა რწმენის სიმბოლო, რომელიც დღეს ცნობილია, როგორც ათანასეს რწმენის სიმბოლო. ეს დოკუმენტი რომელიმე მსოფლიო საეკლესიო კრებაზე არ დაუმტკიცებიათ, მაგრამ იგი ფართოდ არის გავცელებული. არსებობს აზრი, რომ ათანასეს რწმენის სიმბოლო არ იყო დაწერილი ცნობილი კაპადუკიელი საეკლესიო მამის ათანასეს მიერ და რომ ის საერთოდ არ იყო რწმენის სიმბოლო. ეჭვს არ იწვევს, რომ რწმენის სიმბოლო დაწერილია არა ათანასეს მიერ, არამედ როგორც ბევრი მკვლევარი ამტკიცებს, ის მას მიაწერეს VIII საუკუნეში, ალბათ იმიტომ, რომ ათანასე ითვლება სამების შესახებ ორთოდოქსული დოქტრინის მამად. რწმენის სიმბოლოს წარმომავლობაზე მკვლევარებს შორის არ არის ერთი აზრი, თუმცა არსებობს ბევრი მტკიცება, რომ ათანასეს რწმენის სიმბოლო დაწერილი იქნა 500 წელს სამხრეთ გალიაში(თანამედროვე საფრანგეთი). დასავლეთის ეკლესიები აღნიშნულ რწმენის სიმბოლოს აღიარებდნენ ნიკეის და კონსტანტინეპოლის რწმენის სიმბოლოების გვერდით, როგორც ერთ-ერთ რწმენის სიმბოლოთაგანს. ის ფართოდ იყო მიღებული პროტესტანტულ ეკლესიებშიც. აღმოსავლეთის ეკლესიები ან არ სცნობდნენ ათანასეს ავტორობას, ან სიტყვას ”ფილოკვე Filoque”-ძისაგან, რომელიც ამტკიცებდა, რომ სულიწმინდა გამოდის როგორც მამისაგან ასევე ძისაგან, თვლიდნენ გვიან ჩამატებულად.

პროტესტანტების მრწამსი

მწამს მამა ღმერთი, ყოვლისშემძლე, შემომქმედი ცისა და მიწისა, და უფალი იესო ქრისტე, მხოლოდ შობილი ძე ღმერთისა, უფალი ჩვენი, ჩასახული სულიწმინდისაგან, დაბადებული ქალწულ მარიამისაგან, ნაწამები პონტოელი პილატეს დროს, ჯვარცმული, მომკვდარი და დამარხული, ჩასული ჯოჯოხეთში, მკვდრეთით აღმდგარი მესამე დღეს, ამაღლებული ზეცაში და ყოვლისშემძლე მამა ღმერთის დიდებაში მჯდომი, საიდანაც ის მოვა ცოცხალთა და მკვდართა გასასამართლებლად. მწამს სულიწმინდა, ერთი წმინდა ქრისტიანული ეკლესია, წმინდანთა მოზიარეობა, ცოდვების პატიება, მკვდრეთით აღდგომა და საუკუნე სიცოცხლე ამინ. ” მოციქულთა რწმენის სიმბოლოს დიდ ნაწილს აქვს საკმაოდ ძველი წარმომავლობა, თუმცა ზოგიერთი გამოთქმა გაჩნდა IV-V საუკუნეებში, მაგალითად “ჩასული ჯოჯოხეთში”, ეს ფრაზა არ იყო დასავლურ რწმენის სიმბოლოში.

ნიკეის რწმენის სიბოლო

მიღებული იქნა ნიკეის საეკლესიო კრებაზე 325 წელს გვწამს ერთი ღმერთი - მამა ყოვლისმპყრობელი, შემომქმედი ყოველი ხილულისა და უხილავისა. და ერთი უფალი იესო ქრისტე, ძე ღმერთისა, დაბადებული მამისაგან, ანუ მისი არსისაგან. ღმერთი - ღმერთისაგან, ნათელი - ნათლისაგან, ღმერთი ჭეშმარიტი - ჭეშმარიტი ღმერთისაგან, დაბადებული არა შექმნილი, მამის თანაარსი, (ჰომოუსიოს), რომლისგანაც წარმოიშვა ყოველივე, როგორც ზეცაში, ასევე მიწაზე. ჩვენთვის და ჩვენი დახსნისათვის მოვლენილი. ხორცშესხმული და განკაცებული, დატანჯული და მესამე დღეს აღმდგარი. ამაღლებული ზეცაში და მომავალი, ცოცხლებისა და მკვდრების გასასამართლებლად. და სულიწმინდა. წმინდა კათოლიკე და სამოციქულო ეკლესია გადასცემს ანათემას (შეჩვენებას), ყველას, ვინც იტყვის: იყო დრო, როცა ის არ იყო (ლაპარაკია იესოზე) და ის არ იყო მანმადე, სანამ დაიბადებოდა. და მათ ვინც დაიწყებს მტკიცებას, რომ ის მამის თანააარსი არ არის, ან, რომ ის არ არის მუდმივი და ცვალებადია.”

ნიკეა-კონსტანტინეპოლის რწმენის სიბოლო მიღებული იქნა კონსტანტინეპოლის I საეკლესიო კრებაზე- 381 წ. გვწამს ერთი უფალი იესო ქრისტე, მხოლოდშობილი მამისაგან საუკუნეთა უწინ, ნათელი - ნათლისაგან, ღმერთი ჭეშმარიტი - ჭეშმარიტი ღმერთისაგან, დაბადებული არა შექმნილი, მამასთან თანაარსი, (ჰომოოუსიოს), მისგან წარმოიშვა ყოველივე. ჩვენთვის და ჩვენი ხსნისათვის ჩამოვიდა იგი ზეციდან, ხორცი შეისხა სულიწმინდისაგან და ქალწულ მარიამისაგან და გახდა კაცი, პონტოელი პილატეს დროს იქნა ჯვარცმული ჩვენი გულისათვის, იტანჯა და დამარხული იქნა. მესამე დღეს ის აღდგა წერილის მიხედვით და ამაღლდა ზეცაში. ის ზის მამის მარჯვნივ და მოვა კვლავ დიდებით, რომ გაასამართლოს ცოცხლები და მკვდრები, მის მეფობას არ ექნება დასასრული. და სულიწმინდა უფალი მაცოცხლებელი, გამომავალი მამისაგან (და ძისაგან დასვლეთის ეკლესიები). მამასთან და ძესთან ერთად ის ღირსია თაყვანისცემისა და ქებადიდებისა. ის ლაპარაკობს წინასწარმეტყველების მეშვეობით; და მხოლოდ ერთ, წმინდა კათოლიკე სამოციქულო ეკლესიაში. ჩვენ ვაღიარებთ ერთ ნათლობას ცოდვების მისატევებლად, ჩვენ ველოდებით მკვდრეთით აღდგომას და საუკუნო სიცოცხლის დადგომას. ამინ.”

ათანასეს რწმენის სიმბოლო

ვისაც სურს გადარჩენა, უპირველეს ყოვლისა უნდა ჩაეჭიდოს კათოლიკურ რწმენას, თუ ვინმე არ შეინახავს რწმენის მთლიანობასა და განუყოფლობას, დაიღუპება საუკუნოდ. ეს საყოველთაო რწმენა კი მდგომარეობს მასში, რომ ჩვენ გვწამს ერთი ღმერთი სამებაში და სამება ერთში, პიროვნების აურევლად და არსებათა განუყოფლად, რადგან სხვა პიროვნებაა მამა, სხვაა ძე, სხვაა სულიწმინდა. მაგრამ მამისაც, ძისაც და სულიწმინდის ღვთაებრივობა ერთია, დიდება თანასწორი და დიდებულება მარადიული. როგორიცაა მამა, ისეთივეა ძე. როგორიცაა ძე, ისეთივეა სულიწმინდა. მამა არ შექმნილა, ძეც არ შექმნილა და არც სულიწმინდა. მამა უსასრულოა, ძეც უსასრულოა და უსასრულო და მარადიულია სულიწმინდაც. თუმცა არა სამი მარადიული, არამედ ერთი მარადიული. ისევე, როგორც არა სამი შეუქმნელი და სამი უსასრულო, არამედ ერთი შეუქმნელი, ერთი უსასრულო. ამის მსგავსად მამა ყოვლისმპყრობელია, ძეც ყოვლისმპყრობელია, სულიწმინდაც ყოვლისმპყრობელია, თუმცა არა სამი ყოვლისმპყრობელი, არამედ ერთი ყოვლისმპყრობელი. ისე როგორც მამაა-ღმერთი, ძეა-ღმერთი, სულიწმინდაა-ღმერთი. თუმცა არა სამი ღმერთი, არამედ ერთი ღმერთი. ასევე მამაა-უფალი, ძეა-უფალი, სულიწმინდაა-უფალი, თუმცა არა სამი უფალი, არამედ ერთი უფალი. რადგან ისე, როგორც ქრისტიანული ჭეშმარიტება აგვძრავს ჩვენ თითოეული იპოსტასი ცალ-ცალკე ვაღიაროთ ღმერთად და უფლად, ასევე საყოველთაო კეთილგონიერება გვიკრძალავს ვილაპარაკოთ, რომ სამია ღმერთი ან სამია უფალი. მამა არავისგან არ შექმნილა, არ დაბადებულა. ძე ერთი მამისაგან არ შექმნილა, მაგრამ დაიბადა. სულიწმინდა მამისაგან არ შექმნილა, არ დაბადებულა, მაგრამ გამომავალია (მამისგან და ძისგან. დასავლეთის ეკლესიები). ამრიგად, ერთი მამა და არა სამი მამა, ერთი ძე და არა სამი ძე, ერთი სულიწმინდა და არა სამი სულიწმინდა და მთელ სამებაში არ არის პირველი და უკანასკნელი, არ არის დიდი ან მცირე, არამედ სამი იპოსტასი, ერთი მეორესთან სრულყოფილად შერწყმული და თანასწორი. ისე , რომ ადრე ნათქვამის მიხედვით ყველაფერში უნდა მივუძღვნათ თაყვანისცემა სამებას ერთში და ერთს სამებაში. თუმცა საუკუნო გადარჩენისათვის აუცილებელია ღრმად გვწამდეს ჩვენი უფლის იესო ქრისტეს განსხეულება, რადგან მართალი რწმენა ესაა რწმენა და აღიარება იმისა, რომ ჩვენი უფალი იესო ქრისტე არის სრულყოფილი ღმერთი და ადამიანი. ის არის ღმერთი დაბადებული მამის არსებიდან საუკუნეთა უწინ. ის არის ადამიანი დაბადებული დედის არსებიდან. ის არის სრულყოფილი ღმერთი და სრულყოფილი ადამიანი გონებით, სამშვინველით და ადამიანური სხეულით. ის თანასწორია მამისა, როგორც ღმერთი, ასევე მცირეა მამაზე, როგორც ადამიანი. მიუხედავად იმისა, რომ იგი არის ღმერთიც და ადამიანიც, ის არ არის ორი, არამედ ერთი ქრისტე. ერთია ის, თუმცა არა ღვთაების ადამიანის სხეულად გადაქცევით, არამედ თავისი ადამიანური ბუნების ღვთიურში შერწყმით. ის ჭეშმარიტად ერთია, მაგრამ არა ბუნების აღრევით, არამედ პიროვნების ერთობა. ისე, როგორც გონიერი მშვინვა და სხეული შეადგენს ერთ ადამიანს, ასევე ღმერთი და ადამიანი გახდა ქრისტე. ის ეწამა ჩვენი გადარჩენისათვის, ჩავიდა ჯოჯოხეთში, აღსდგა მკვდრეთით, ამაღლდა ზეცაში და დაჯდა მამის დიდებაში. ის მოვა ზეციდან, რათა გაასამართლოს ცოცხლები და მკვდრები. როცა ის მოვა, ყველა ადამიანი აღდგება სხეულში და ანგარიშს ჩააბარებენ თავისი ნამოქმედარისთვის. ისინი, ვინც კეთილს იქმოდა, წავლენ საუკუნო სიცოცხლეში, ისინი კი, ვინც ბოროტებას იქმოდა, საუკუნო ცეცხლში. ეს არის არსი საყოველთაო რწმენისა. ვისაც არ სწმას მისი მიძღვნილად და მტკიცედ, ვერ გადარჩება ”

წესჩვეულებები და ღვთისმსახურება

საეკლესიო საიდუმლოებებიდან დატოვებულია მხოლოდ წყლით ნათლობა და ზიარება (როგორც ახალ აღთქმაშია). გარდა ამისა, პროტესტანტები არ ლოცულობენ გარდაცვლილი ადამიანებისთვის, არ სცემენ თაყვანს წმინდანებს, მათ ნეშტებს, ხატებს და არ აღნიშნავენ მათდამი მიძღვნილ დღესასწაულებს. პროტესტანტების სამლოცველო სახლები, როგორც წესი, სადაა, არ გააჩნია მდიდრული ატრიბუტიკა, ხატები და ქანდაკებები. რადგან მიაჩნიათ რომ ასეთი დეკორაციების აუცილებლობა არ არის. ეკლესიის შენობად შეიძლება გამოიყენებოდეს ნებისმიერი შენობა, რომელსაც ქირაობენ, ან ყიდულობენ. ღვთისმსახურება ორიენტირებულია ქადაგებაზე, ლოცვაზე და საგალობლების შესრულებაზე. ღვთისმსახურების დაუქორწინებლობა, ისევე როგორც დაქორწინება არანაირად არ რეგლამენტირდება და ხუცესების (პასტორი, პრესვიტერი) პირადი გადასაწყვეტია. პროტესტანტიზმმა უარყო რომის პაპის ავტორიტეტი და გააუქმა ბერ-მონაზვნური სისტემა, როგორც სულის ხსნისთვის საჭირო განსაკუთრებული ღვაწლი. ამასთან არსებობენ მონასტრის ტიპის დაწესებულებებიც მაგ.: ნარკომანთა რეაბილიტაციის ცენტრები. საყოველთაო სიწმინდის პრინციპმა საფუძველი დაუდო ეკლესიების დემოკრატიულ მოწყობას (მრევლის და ღვთსმსახურთა თანაბრობა, არჩევითობა, ანგარიშვალდებულება და ა.შ.) იერარქია, იქნება ეს ფორმალური თუ არაფორმალური, არსებობს წესრიგის შესანარჩუნებლად და მას განსაკუთრებული დატვირთვა არა აქვს.

ისტორია

ამ მიმდინარეობების უმეტესობა ”სულიერი აღორძინების” ეგიდით ფორმირდებოდა, რათა ეკლესია პირველი საუკუნის ეკლესიის იდეალებს და რეფორმაციის არსს დაბრუნებოდა. ამ მიმდინარეობების განმასხვავებელი ნიშანი თავისუფალი ქადაგება და აქტიური მისიონერული მოღვაწეობაა.

პროტესტანტობის გავრცელება

დღევანდელ დღეს პროტესტანტიზმი წამყვან პოზიციებზეა სკანდინავიის ქვეყნებში (შვედეთი, ნორვეგია, ფინეთი), აშშ-ში, გერმანიასა და დიდი ბრიტანეთში, მოიცავს ჰოლანდის, დანიას, ისლანდიას, კანადს, შვეიცარიას, ავსტრალიას, ახალ ზელანდიას და ზოგადად ოკეანიის რეგიონს. პროტესტანტული ქვეყნები გამოირჩევიან სოციალურად სამართლიანი სისტემით, ძლიერი სახელმწიფო წყობილებით და ცხოვრების მაღალი დონით.

პროტესტანტიზმი ერთერთი იმ მცირერიცხოვან რელიგიათა შორისაა, რომლებიც დღევანდელ დღესაც სწრაფად იზრდება რაოდენობაში. მაგალითად: უკანასკნელი 30 წლის განმავლობაში ბრაზილიის მოსახლეობის 20%, ჩილეს მოსახლეობის 25%, გვატემალის 30% და სამხრეთ კორეის 35% გახდა პროტესტანტი. ევრაზიის ისლამური საბჭოს წევრის საბრი ხაზმეთლის ცნობით უკანასკნელი 15 წლის განმავლობაში პროტესტანტობაში გადავიდა შუა აზიის 500.000 მაცხოვრებელი. საქართველოში პროტესტანტების საერთო ჯამური რიცხვი დაახლ. 15-20.000 ადამიანია.

დამაარსებლები და ცნობილი პროტესტანტი ღვთისმსახურები

იხილეთ აგრეთვე

რესურსები ინტერნეტში