ხელოვნური თანამგზავრი: განსხვავება გადახედვებს შორის

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
[შეუმოწმებელი ვერსია][შეუმოწმებელი ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
188.123.137.142-ის რედაქტირებები გაუქმდა; აღდგა ბოლოს EmausBot-ის მიერ რედაქტირებული ვე�
Bot: fr:Satellite artificiel is a good article
ხაზი 18: ხაზი 18:


{{Link FA|yi}}
{{Link FA|yi}}
{{Link GA|fr}}


[[af:Satelliet]]
[[af:Satelliet]]

10:14, 24 ნოემბერი 2011-ის ვერსია

ფაილი:Navstar-2.jpg
ნავსტარ-2

ხელოვნური თანამგზავრი — უპილოტო კოსმოსური აპარატი, რომელიც მოძრაობს დედამიწის ირგვლივ ორბიტაზე. დედამიწის ირგვლივ ორბიტაზე მოძრაობისათვის აპარატმა უნდა განავითაროს პირველი კოსმოსური სიჩქარე ან მასზე მეტი (მაგრამ არა უმეტეს 1,4-ჯერ მეტი). როგორც წესი, თანამგზავრებს კოსმოსში უშვებენ მრავალსაფეხურიანი რაკეტა-მატარებლით დედამიწის ზედაპირიდან არანაკლებ 150 კილომეტრის სიმაღლიდან რათა თავიდან აიცილონ თანამგზავრის ატმოსფეროში ნაადრევად შესვლა და მისი ფუნქციონირების შეწყვეტა.

პირველი თანამგზავრი („სპუტნიკ–1“) გაშვებულ იქნა 1957 წლის 4 ოქტომბერს საბჭოთა კავშირში არსებული კოსმოდრომ ტიურა–ტამიდან (მას მოგვიანებით ეწოდა „ბაიკონური“). მას შემდეგ სხვადასხვა სახელმწიფოს მიერ გაშვებულ იქნა რამდენიმე ათასი სხვადასხვა დანიშნულების თანამგზავრი.

თანამგზავრები არსებობს მრავალი დანიშნულების როგორიცა: სანავიგაციო, სადაზვერვო, კავშირგაბმულობის, მეტეოროლოგიური, ორბიტალური სადგური და სხვა.

თანამგზავრები განსხვავდებიან აგრეთვე მათი ორბიტის მიხედვით. ორბიტა შეიძლება იყოს:

  • დედამიწასთან ახლო მდებარე (200—2000 კმ),
  • საშუალო ორბიტა (2000-35286 კმ),
  • გეოსტაციონარული (35786 კმ) და სხვა.

საქართველოს პირველ თანამგზავრად შეიძლება ჩაითვალოს 1999 წელს კოსმოსურ სადგურ „მირზე“ გაშლილი „რეფლექტორი“

თარგი:Link FA თარგი:Link GA