ვეგეტარიანელობა: განსხვავება გადახედვებს შორის
[შემოწმებული ვერსია] | [შემოწმებული ვერსია] |
მ r2.7.2) (ბოტის შეცვლა: it:Vegetarianismo |
მ Bot: eo:Vegetarismo is a good article |
||
ხაზი 46: | ხაზი 46: | ||
[[კატეგორია:საკვები]] |
[[კატეგორია:საკვები]] |
||
{{Link GA|eo}} |
|||
[[ar:النباتية]] |
[[ar:النباتية]] |
14:11, 22 ნოემბერი 2011-ის ვერსია
ვეგეტარიანელობა — ცხოვრების წესი, ხასიათდება უპირველეს ყოვლისა კვებით, რომელიც გამორიცხავს ნებისმიერი ცხოველის ხორცს (ასევე ფრინველის, თევზის და ა.შ.). ვეგეტარიანელობაში არსებობს იგივე მოძრაობა — ვეგანობა, რომლის მიმდევრებიც უარს იძახიან ცხოველური წარმოშობის პროდუქტზე როგორც კვებაში (ძუძუმწოვრების რძეზე, კვერცხზე), ასევე საოჯახო ნივთებზეც (ბეწვი, ტყავი, და ა.შ.).
ეტიმოლოგია
ოქსფორდი ლექსიკონის თანახმად, ტერმინი vegetarian (ვეგეტარიანელი) მოდის ინგლისური სიტყვიდან – vegetable (მცენარე, ბოსტნეული). ლექსიკონში აღნიშნულია, რომ სიტყვა მხოლოდ 1847 წელს, ვეგეტარიანული საზოგადოების შექმის შემდეგ გახდა პოპულარული. თუმცა არსებობს ტერმინის მოხმარების უფრო ადრინდელი შემთხვევებიც.
ვეგეტარიანული საზოგადოება, რომელსაც მიეწერება შექმნა ტერმინის „ვეგეტარიანელი“ თავისთვის, ამტკიცებს, რომ იგი ჩამოყალიბდა ლათინური სიტყვისგან vegetus (მხნე, ნედლი,ცოცხალი).
საერთო ცნობები
ვეგეტარიანელები არ ხმარობენ საკვებში ხორცს, ფრინველს, თევზს და ცხოველური წარმოშობის ზღვის პროდუქტებს. რძის პროდუქტებს და კვერცხს ვეგეტარიანელების მხოლოდ ნაწილი იგნორირებს. სადავო პროდუქტებს ასევე ეკუთვნის თაფლიც. სოკო ტრადიციულად ეკუთვნის მცენარეულობის საკვებს, თუმცა თანამედროვე მეცნიერება გამოყოფს მათ ცალკე სამეფოში.
ზოგი ვეგეტარიანელი, კვების პროდუქტების გარდა, ასევე იგნორირებს:
- ტანსაცმელს და სხვა პროდუქციას, რომლის ნაწილებიც ბეწვის ან ტყავისგან არის დამზადებული.
1 ოქტომბერი – ვეგეტარიანელობის მსოფლიო დღე
1 ნოემბერი – ვეგანის საერთაშორისო დღე
ვეგეტარიანელობის სახეობები
ხორცი (ანუ თევზი და ზვის პროდუქტები) | კვერცხი | რძე | თაფლი | |
---|---|---|---|---|
ლაკტო-ოვო-ვეგეტარიანელობა | დიახ | დიახ | დიახ | |
ლაკტო-ვეგეტარიანელობა | არა | დიახ | დიახ | |
ოვო-ვეგეტარიანელობა | დიახ | არა | დიახ | |
ვეგანობა | არა | არა | იშვიათად |