თრუსოს ხეობა: განსხვავება გადახედვებს შორის

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
[შეუმოწმებელი ვერსია][შეუმოწმებელი ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
{{commonscat|Truso valley}}
ხაზი 6: ხაზი 6:


==ლიტერატურა==
==ლიტერატურა==
{{commonscat|Truso valley}}
* ''მარუაშვილი ლ.,'' ქსე, ტ. 4, გვ. 701, თბ., 1979
* ''მარუაშვილი ლ.,'' ქსე, ტ. 4, გვ. 701, თბ., 1979



15:17, 8 ნოემბერი 2011-ის ვერსია

თრუსოს ხეობის ფოტოსურათი

თრუსოს ხეობა, მდინარე თერგის ხეობა კავკასიონის ჩრდილოეთ კალთაზე, კავკასიონის მთავარ წყალგამყოფ ქედსა და ხოხის ქედს შორის, უღელტეხილ თრუსოდან სოფ. კობამდე (სიგრძე 25 კმ).

ხეობის უდაბლესი ნაწილი 2000 მ-ზეა (სოფ. კობთან). თრუსოს ხეობა აგებულია ქვედა- და შუათურული ფიქალ-ქვიშაქვების ძლიერ დანაოჭებული შრეებით, ზედაიურული კარბონატული წყებებით. ხოხის ქედზე გაშიშვლებულია დიორიტის ინტრუზივები. ფართოდაა გავრცელებული ზედაპლიოცენ-პლეისტოცენ-ჰოლოცენური ეფუზივები (ანდეზიტები და სხვა), მინერალური წყლებიდან გამოკექილი ტრავერიტინები, მყინვარული და მდინარეული ნაფენები. გარშემო ქედებზე თანამედროვე მყინვარებია (დასავლეთი, შუა და აღმოსავლეთი სუათისი, მნა, რესი და სხვა). კარგადაა გამოხატული ძველი გამყინვარების ტროგები, ცირკები, მორენები; ვულკანური კონუსები და ლავური ღვარები. თრუსოს ხეობა მდიდარია ჰიდროკარბონატული მინერალური წყლებით. დიდდებიტიანი წყაროებია ქეთერისი და აბანო. ხეობაში თითქმის არ არის ხემცენარეულობა. შემოსილია სუბალპური და ალპური ბალახეულით.

ლიტერატურა

ვიკისაწყობში არის გვერდი თემაზე:
  • მარუაშვილი ლ., ქსე, ტ. 4, გვ. 701, თბ., 1979