ლინოზა: განსხვავება გადახედვებს შორის
[შემოწმებული ვერსია] | [შემოწმებული ვერსია] |
მ added Category:იტალიის კუნძულები using HotCat |
მ added Category:იტალიის ვულკანები using HotCat |
||
ხაზი 13: | ხაზი 13: | ||
[[კატეგორია:იტალიის კუნძულები]] |
[[კატეგორია:იტალიის კუნძულები]] |
||
[[კატეგორია:იტალიის ვულკანები]] |
20:14, 7 ნოემბერი 2011-ის ვერსია
ლინოზა (სიც. Linusa) — კუნძული ხმელთაშუა ზღვაში, პელაგის კუნძულებში, სიცილიის არხში. ადმინისტრაციულად შედის აგრიჯენტოს პროვინციის შემადგენლობაში (სიცილიის რეგიონი). მისი მოსახლეობა 450 ადამიანია.
კუნძული ვულკანური წარმოშობისაა და მისი ფართობი 5,45 კმ²-ია. შედგება კრატერების სერიისიგან, რომელთა შორის ყველაზე მნიშვნელოვანია 195 მეტრი სიმაღლის მონტე-ვულკანო. უახლოესი მიწაა კუნძული ლამპადუზა, რომელიც 43 კმ-ით სამხრეთით მდებარეობს. თავად ლინოზა კი მალტის კუნძულ გოცოსგან დაშორებულია 119 კმ-ით დასავლეთით, სიცილიისგან 163 კმ-ით სამხრეთით და ტუნისის მაჰინდის კონცხიდან 165 კმ-ით აღმოსავლეთით.
ანტიკურ ხანაში და შემდეგ შუა საუკუნეებში, სხვადასხვა პერიოდში, კუნძული კოლონიზებული იყო ბერძნების, რომაელების და არაბების მიერ.
ლინოსას მოსახლეობა თავზაობის, მიწათმოქმედებისა და ტურიზმისგან მიღებული შემოსავლებით არსებობს.