რენე დეკარტი: განსხვავება გადახედვებს შორის

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
[შეუმოწმებელი ვერსია][შეუმოწმებელი ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
r2.7.1) (ბოტის შეცვლა: hi:रेने देकार्त
r2.7.2) (ბოტის დამატება: bo:རོས་ནེ་དེ་ཁར་ཏེ།
ხაზი 40: ხაზი 40:
[[bg:Рене Декарт]]
[[bg:Рене Декарт]]
[[bn:রনে দেকার্ত]]
[[bn:রনে দেকার্ত]]
[[bo:རོས་ནེ་དེ་ཁར་ཏེ།]]
[[br:René Descartes]]
[[br:René Descartes]]
[[bs:René Descartes]]
[[bs:René Descartes]]

19:55, 4 ნოემბერი 2011-ის ვერსია

რენე დეკარტი

რენე დეკარტი (René Descartes); (დ. 31 მარტი, 1596, ლაე (ტურენი) ― გ. 11 თებერვალი, 1650, სტოკჰოლმი), ასევე ცნობილი როგორც კარტესიუსი — ფრანგი ფილოსოფოსი, მათემატიკოსი და მეცნიერი. სოყოველთაოდ აღიარებული, როგორც თანამედროვე ფილოსფიის ფუძემდებელი და „თანამედროვე მათემატიკის მამა“. დეკარტმა შექმნა ანალიზური გეომეტრიის საფუძვლები, შემოიღო ცვლადი სიდიდის ცნება, დაამუშავა კოორდინატთა მეთოდი და აგრეთვე, დაამყარა კავშირი ალგებრასა და გეომეტრიას შორის.

ბიოგრაფია


რენე დეკარტი დაიბადა საფრანგეთის ქალაქ ლაეში 1596 წელს. მისი ლათინიზირებული სახელია რენატუს კარტეზიუსი. მომავალ მათემატიკოსს, ფიზიკოსსა და ფიზიოლოგს ლოგიკური მსჯელობისადმი სიყვარულის გამო ჯერ კიდევ ბავშვობიდან შეარქვეს პატარა ფილოსოსფოსი. 1604-1612 წლებში სწავლობდა ლა ფლეშის სკოლაში. იგი სწრაფად და იოლად ასრულებდა საშინაო დავალებებს ყველა საგანში, განსაკუთრებით კი მათემატიკა უყვარდა. სკოლის დამთავრების შემდეგ ჩაირიცხა ქალაქ პუატიეს უნივერსიტეტის იურიდიულ ფაკულტეტზე, რომელიც წარჩინებით დაამთავრა.

ახალგაზრდა დეკარტე გატაცებით ეუფლებოდა მეცნიერების საფუძვლებს და თანაც წარმატებით. მისი ინტერესები მხოლოდ მათემატიკით არ შემოიფარგლებოდა. აინტერესებდა მექანიკა, ოპტიკა, ბიოლოგია, ფილოსოფია. ამ დროს დეკარტე უკვე პარიზში ცხოვრობდა. ზოგჯერ საქმე პარიზის ქუჩებში დუელამდეც მიდიოდა; ეს იყო მუშკეტერების დაუვიწყარი ეპოქა, რომელსაც ასე კარგად ვიცნობთ ალექსანდრე დიუმას სამი მუშკეტერის წყალობით.

1618 წელს რენე დეკარტე მოხალისე მუშკეტერად ჩაეწერა ესპანეთის წინააღმდეგ მებრძოლთა რიგებში, მაგრამ ბრძოლებში მონაწილეობა არ მიუღია. სანამ მოხალისე მუშკეტერების არმია ქალაქ ბრედში იდგა, უსაქმურობისაგან გაბრაზებული ახალგაზრდა მეცნიერები იმით ერთობოდნენ, რომ თავსატეხ ამოცანებს იგონებდნენ, ქალაქის ქუჩებში აკრავდნენ და ყველას იწვევდნენ მათ ამოსახსნელად. ასეთ შეჯიბრებებში რენე დეკარტეც მონაწილეობდა და ამ გზით მალე გაეცნო ადგილობრივ მეცნიერებს. ერთხელ, ეს იყო 1619 წლის 10 ნოემბერი, შთაგონების წუთებში მეცნიერს მოეჩვენა, რომ აღმოაჩინა უნივერსალური მეთოდი_ კოორდინატთა მეთოდი. ამ აღმოჩენამ მასზე უდიდესი შთაბეჭდილება მოახდინა, 1621 წელს დეკარტმა არმიაში სამსახური მიატოვა და მთელი სიცოცხლე მხოლოდ მათემატიკის პრობლემებზე მუშაობას მიუძღვნა.

სახელგანთქმული ფრანგი სწავლული შვედეთის დედოფალმა მიიწვია, რომელსაც სურდა მისი ხელმძღვანელობით მეცნიერებას დაუფლებოდა გარდა ამისა, იგი შვედეთის მეცნიერებათა აკადემიის შექმნასაც აპირებდა და ამ საქმეში დეკარტის დახმარების იმედი ჰქონდა. დეკარტი 1629-49 წლებში ცხოვრობდა სტოკჰოლმში, სადაც 1649 წელს დასტამბული გეომეტრია გამოსცა.

ვიკიციტატაში არის გვერდი თემაზე:


თარგი:Link FA