ოდესა: განსხვავება გადახედვებს შორის

Jump to navigation Jump to search
არ არის რედაქტირების რეზიუმე
(r2.6.4) (ბოტის დამატება: mhr:Одесса)
}}
 
'''ოდესა''' (უკრ.: Одеса, Odesa; რუს.: Одесса) ქალაქია— ქალაქი სამხრეთ-დასავლეთ [[უკრაინა|უკრაინაში]], უმნიშვნელოვანესი პორტი [[შავი ზღვა|შავ ზღვაზე]] და ოდესის ოლქის ადმინისტრაციული ცენტრი. ქალაქის მოსახლეობა 2004 წლის მონაცემებით იყო 1.012.500 ადამიანი.
 
ოდესა 1819-1858 წლებში თავისუფალი პორტი (პორტო ფრანკო) იყო. საბჭოთა პერიოდში სსრკ-ის უმნიშვნელოვანესი სავაჭრო პორტი და სამხედრო სანაოსნო ბაზა გახდა. 2000 წლის 1 იანვარს ოდესის სავაჭრო პორტის კარანტინის მისადგომი თავისუფალ პორტად და თავისუფალ სავაჭრო ზონად გამოცხადდა 25 წლის ვადით.
ოდესა თბილ წყალზე მდებარეობს, თუმცა მისი სამხედრო მნიშვნელობა საკმაოდ შეზღუდულია. [[თურქეთი|თურქეთის]] მიერ [[დარდანელის სრუტე|დარდანელის სრუტესა]] და [[ბოსფორი|ბოსფორზე]] კონტროლის დაწესებამ [[ნატო (ორგანიზაცია)|ნატოს]] შესაძლებლობა მისცა ოდესიდან [[ხმელთაშუა ზღვა|ხმელთაშუა ზღვაზე]] მიმოსვლა შეეზღუდა. ქალაქს ორი მნიშვნელოვანი პორტი აქვს: თავად ოდესა და ''იუჟნი'' (საერთაშორისო მნიშვნელობის ნავთობ ტერმინალი), რომელიც ქალაქის გარეუბანში მდებარეობს. კიდევ ერთი მნიშვნელოვანი პორტი, ''ილიჩევსკი'', იმავე ობლასტში მდებარეობს, ოდესის სამხრეთ-დასავლეთით. ერთობლიობაში ეს სამი პორტი და სარკინიგზო სისტემა მნიშვნელოვან სატრანსპორტო კვანძს წარმოადგენს. ოდესის ნავთობ და ქიმიურ-გადამმუშავებელი ქარხნები რუსეთისა და ევროპის ქსელებთან სტრატეგიული მნიშვნელობის სადენებით არის დაკავშირებული.
 
ოდესა სიდიდით მეხუთე ქალაქია უკრაინაში და ასევე მისი ყველაზე მნიშვნელოვანი სავაჭრო ცენტრი. მე-19 საუკუნეში ის იყო იმპერიული რუსეთის მესამე ქალაქი [[მოსკოვი|მოსკოვისა]] და [[სანკტ-პეტერბურგი|სანკტ-პეტერბურგის]] შემდეგ. ქალაქის ისტორიულ არქიტექტურას უფრო ხმელთაშუა იერი დაჰკრავს ვინემვიდრე რუსული, ფრანგული და იტალიური მიმდინარეობების გავლენით. ოდესისთვის ყოველთვის იყო დამახასიათებელი თავისუფალი ნება და იუმორი, შესაძლოა მისი მდებარეობისა და მულტიკულტურიზმის წყალობით.
 
== რესურსები ინტერნეტში ==
* [http://www.odessa.ua ოფიციალური ვებ-გვერდი]
{{უკრაინის ადმინისტრაციული განყოფილებები}}
 
{{უკრაინა}}
 
[[კატეგორია:ოდესა|*]]

სანავიგაციო მენიუ