უდაბნო: განსხვავება გადახედვებს შორის

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
r2.6.3) (ბოტის დამატება: sn:Gwenga
ხაზი 135: ხაზი 135:
[[sk:Púšť]]
[[sk:Púšť]]
[[sl:Puščava]]
[[sl:Puščava]]
[[sn:Gwenga]]
[[sq:Shkretëtira]]
[[sq:Shkretëtira]]
[[sr:Пустиња]]
[[sr:Пустиња]]

12:09, 14 ოქტომბერი 2011-ის ვერსია

ტერმინს „უდაბნო“ აქვს სხვა მნიშვნელობებიც, იხილეთ უდაბნო.
უდაბნო

უდაბნოლანდშაფტის ტიპი, რომელიც წარმოიქმენა მუდმივად ან სეზონურად ცხელჰავიან მხარეებში; იგი უდაბურს, უკაცრიელს ნიშნავს.

ახასიათებს ძალზე მეჩხერი და ღარიბი ფიტოცენოზები, ნიადაგისა და გრუნტის ხასიათის მიხედვით განასხვავებენ უდაბნოს შემდეგ სახეობებს:

  • ქვიშიანს — განვითარებულს ძველი ალუვიური ვაკეების ფხვიერ ნალექებზე;
  • კენჭნარსა და ქვიშნარ-კენჭიანს — გათაბაშირებულ სტრუქტურულ პლატოებსა და მთისძირა ვაკეებზე;
  • ღორღიან-გათაბაშირებულსპლატოებსა და ახალგაზრდა მთისძირის ვაკეებზე;
  • ქვიანს — დაბალმთიანეთსა და წვრილგორაკებზე;
  • თიხნარს — სუსტად კარბონატულ საფრულ თიხნარებზე;
  • ლიოსურს — მთისძირა ვაკეებზე;
  • თიხიანთაყირულს — მთისძირა ვაკეებსა და მდინარეთა ძველ დელტებზე;
  • თიხიან-ბედლენდურს — დაბალმთიანეთში, რომელიც აგებულია მარილების შემცველი მერგელებითა და თიხებით;
  • მლაშობს — დამლაშებულ დეპრესიებსა და ზღვის სანაპიროებზე.

უდაბნოს ძირითადად ახასიათებს ქვიშიანი ან ქვა-ღორღიანი რელიეფის ზედაპირი, ზაფხულის მაღალი ტემპერატურა, ნალექების უმნიშვნელო რაოდენობა, დროებითი მდინარეები და ტბები, ღარიბი ნიადაგი და მცენარეულობა.

უდაბნოები (მშრალი ტერიტორიები) 3 ტიპისაა:

1. ძალიან მშრალი (ექსტრა-არიდული) უდაბნოები, სადაც ნალექების რაოდენობა 100 მმ-ზე ნაკლებია.

2. მშრალი (არიდული) უდაბნოები. წლის განმავლობაში მოდის 100 - 250 მმ ნალექი.

3. ნახევრად მშრალი (სემიარიდული) ტერიტორიები ანუ ნახევრადუდაბნოები. აქ ნალექების რაოდენობა შეადგენს 250-400 მმ-ს.

რესურსები ინტერნეტში