პეტრე I (კათოლიკოსი): განსხვავება გადახედვებს შორის

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
[შეუმოწმებელი ვერსია][შეუმოწმებელი ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
No edit summary
ხაზი 10: ხაზი 10:


წმინდა პეტრე, წმინდა ვახტანგ გორგასალთან ერთად იყო სპარსელებთან ომის დროს. როცა ბრძოლაში სასიკვდილოდ დაჭრილმა ვახტანგ მეფემ „შეიტყო სიკვდილი თავისა თვისისა, მოუწოდა კათოლიკოსსა, ცოლსა თვისსა და ძეთა და ყოველთა წარჩინებულთა“. წმინდა პეტრემ მიიღო წმინდა მეფის ბოლო აღსარება, მეფედ აკურთხა წმინდა ვახტანგ გორგასლის შვილი [[დაჩი_(ქართლის_მეფე)|დაჩი]] და სიცოცხლის ბოლომდე ბრძნულად განაგებდა საქართველოს სამოციქულო ავტოკეფალურ ეკლესიას.
წმინდა პეტრე, წმინდა ვახტანგ გორგასალთან ერთად იყო სპარსელებთან ომის დროს. როცა ბრძოლაში სასიკვდილოდ დაჭრილმა ვახტანგ მეფემ „შეიტყო სიკვდილი თავისა თვისისა, მოუწოდა კათოლიკოსსა, ცოლსა თვისსა და ძეთა და ყოველთა წარჩინებულთა“. წმინდა პეტრემ მიიღო წმინდა მეფის ბოლო აღსარება, მეფედ აკურთხა წმინდა ვახტანგ გორგასლის შვილი [[დაჩი_(ქართლის_მეფე)|დაჩი]] და სიცოცხლის ბოლომდე ბრძნულად განაგებდა საქართველოს სამოციქულო ავტოკეფალურ ეკლესიას.

== იხილეთ აგრეთვე ==
* [[საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის მეთაურები]]


==ლიტერატურა==
==ლიტერატურა==

12:48, 27 სექტემბერი 2011-ის ვერსია

პეტრე I

წმინდა პეტრე Iქართლის პირველი კათოლიკოსი. ქართული მართლმადიდებელი ეკლესიის წმინდანი, ხსენების დღე არის ძველი სტილით 30 ნოემბერი, ახალი სტილით - 13 დეკემბერი. იგი 467-474 წწ. განგებდა საქართველოს სამოციქულო ეკლესიას. ღვთის განგებით მან სათავე დაუდო საქართველოში კათოლიკოსთა დინასტიას.

წმინდა მეფის ვახტანგ გორგასლის ცხოვრების აღმწერელი ჯუანშერი მოგვითხრობს, რომ ვახტანგ მეფემ ბიზანტიაში ლაშქრობის დროს გაიცნო და დაიახლოვა „პეტრე მღვდელი მოწაფეთაგან გრიგოლ ღვთისმეტყველისათა“ და მონაზონი სამოელი. წმინდა მეფისა და წმინდა მამების სულიერმა სიახლოვემ და შემდგომში მათმა ბრძნულმა და შეთანხმებულმა მოღვაწეობამ დიდად შეუწყო ხელი საქართველოსა და ბიზანტიას შორის მშვიდობიანი ურთიერთობების დამყარებასა და საქართველოს სამოციქულო ეკლესიის ავტოკეფალიას.

ლაშქრობის შემდეგ ქართლში მომავალმა ვახტანგ მეფემ ბიზანტიაში „წარავლინა მოციქული წარმოყვანებად ცოლისა მისისა და პეტრესთვის კათალიკოსისა და სამოელ ეპისკოპოსისა“ და თან შეუთვალა, რომ „კათოლიკოსი და თორმეტნი ეპისკოპოსნი სწრაფვით წარმოავლინენ“. კონსტანტინეპოლის პატრიარქი დათანხმდა ქართლში კათოლიკოსის დადგენას და რადგანაც იმ პერიოდისთვის ქართლის წმინდა ეკლესია ანტიოქიის საპატრიარქოს ეკუთვნოდა, წმინდა პეტრე და წმინდა სამუელი ანტიოქიაში წარავლინა, რათა თვითონ ანტიოქიის პატრიარქს ეკურთხებინა პეტრე კათალიკოსად და სამოელი ეპისკოპოსად. ხელდასხმის შემდეგ კათოლიკოსი და ეპისკოპოსები ქართლში ჩამოვიდნენ და ამ პერიოდიდან იწყება საქართველოს სამოციქულო ეკლესიის თვითმმართველობა (ავტოკეფალია).

წმინდა პეტრე კათოლიკოსმა ავტოკეფალური ეკლესიის პრინციპით მოაწყო ეკლესიის მართვა-გამგეობა და ჩამოაყალიბა თვითმმართველობის ის ფორმა, რომელმაც შემდგომში კიდევ უფრო განამტკიცა საქართველოს სამოციქულო ეკლესიის ავტორიტეტი მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის ეკლესიებს შორის. წმინდა კათოლიკოსისა და წმინდა მეფის ურთიერთპატივისცემამ და შეთანხმებული ქმედებებით სარწმუნოებრივ-ეროვნულ ინტერესებზე ზრუნვამ საფუძველი დაუდო საერო და სასულიერო ხელისუფლების ჰარმონიული ურთიერთობების ისეთ ფორმას, რომელიც განსაზღვრავს ეკლესიის ავტორიტეტს ქვეყანაში და ხალხის მიერ ღვთივკურთხეული საერო ხელისუფლების სიყვარულსა და ერთგულებას.

წმინდა პეტრე, წმინდა ვახტანგ გორგასალთან ერთად იყო სპარსელებთან ომის დროს. როცა ბრძოლაში სასიკვდილოდ დაჭრილმა ვახტანგ მეფემ „შეიტყო სიკვდილი თავისა თვისისა, მოუწოდა კათოლიკოსსა, ცოლსა თვისსა და ძეთა და ყოველთა წარჩინებულთა“. წმინდა პეტრემ მიიღო წმინდა მეფის ბოლო აღსარება, მეფედ აკურთხა წმინდა ვახტანგ გორგასლის შვილი დაჩი და სიცოცხლის ბოლომდე ბრძნულად განაგებდა საქართველოს სამოციქულო ავტოკეფალურ ეკლესიას.

იხილეთ აგრეთვე

ლიტერატურა

  • საქართველოს კათოლიკოს–პატრიარქები, რ. მეტრეველის რედაქციით, "ნეკერი", თბ., 2000
  • „ქართველ წმიდანთა ცხოვრებანი“, თბილისი, 2004 წ.
წინამორბედი:
მიქაელ I
ქართლის კათოლიკოსი
დაახ. V ს-ის 60-იანი წლებიდან
შემდეგი:
სამოელ I