აღმოსავლეთი კავკასიონი: განსხვავება გადახედვებს შორის

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
No edit summary
ხაზი 8: ხაზი 8:
[[გეოლოგია|გეოლოგიური]] თვალსაზრისით, აღმოსავლეთი კავკასიონი შედგება [[მეზოზოური ჯგუფი|მეზოზოური]] და [[კაინოზოური ჯგუფი|კაინოზოური]] ასაკის ქანებით. გუდამაყრის, ქართლისა და კახეთის ქედების სექტორი აგებულია იურული (ლიასის, დოგერის), ცარცული და პალეოგენური ნალექი ქანებით — ქვიშაქვებით, თიხაფიქლებითა და კირქვებით. მთავარი ქედის სამხრეთით არის მერგელები, გლაუკონიტური ქვიშაქვები და დოლომიტები. გვხვდება აგრეთვე ფიქლები და პორფირიტები.

სამხრეთ-აღმოსავლეთ დაბოლოებაზე [[კავკასიონი]] სწრაფად დაბლდება (200-500 მ), სადაც მას გარს ეკვრის დაბალი, ტყიანი მთისწინეთი, წინა ქედები და ვაკეები. აღმოსავლეთი კავკასიონი თავისი უკიდურესი აღმოსავლეთი ბოლოთი მთავრდება [[კასპიის ზღვა|კასპიის ზღვის]] სანაპიროსთან ([[აფშერონის ნახევარკუნძული]]ს დასავლეთით), მდინარე სუმგაითის შესართავთან ახლოს, ილხიდაღის (327 მ) ბორცვით.

აღმოსავლეთ კავკასიონზე გაბატონებულია მთა-მდელოს, მთა-ტყის (უმეტესად სამხრეთ ფერდობზე), მდელო-სტეპისა და სტეპის ლანდშაფტები.
აღმოსავლეთ კავკასიონზე გაბატონებულია მთა-მდელოს, მთა-ტყის (უმეტესად სამხრეთ ფერდობზე), მდელო-სტეპისა და სტეპის [[ლანდშაფტი|ლანდშაფტები]].

კალთებზე განვითარებულია მთა-მდელოს, მთა-ტყის (უმთავრესად სამხრეთ კალთაზე), მდელო-სტეპის და სტეპის ლანდშაფტები.

==ლიტერატურა==
==ლიტერატურა==
* ქსე, ტ. 2, გვ. 52, თბ., 1977
*{{ქსე|2|52|}}

[[კატეგორია:კავკასიონის მთები]]
[[კატეგორია:კავკასიონის მთები]]

08:56, 27 სექტემბერი 2011-ის ვერსია

აღმოსავლეთი კავკასიონიკავკასიონის მთიანეთის აღმოსავლეთი ნაწილი. გაწოლილია მწვერვალ მყინვარწვერსა და ილხიდაღს შორის. ჩრდილოეთ ოსეთის, ჩეჩნეთის, ინგუშეთის, დაღესტნის, საქართველოსა და აზერბაიჯანის ფარგლებში. უდიდესი სიგანე 160 კმ. სიმაღლე 350-4000 მ-მდე, მაქსიმალური 4492 მ. აღმოსავლეთ კავკასიონზე ნაკლებად არის გამოხატული ალპური რელიეფი და დამახასიათებელია სუსტი გამყინვარება. ჩრდილოეთ კალთა მნიშვნელოვნად არის გაგანიერებული ვიდრე სამხრეთი. სამხრეთ განშტოებებიდან მნიშვნელოვანია — გუდამაყრის, ქართლისა და კახეთის ქედები. ჩრდილოეთ კალთაზე გაწოლილია პირიქითი ქედი; მისგან სამხრეთ-აღმოსავლეთით - ანდის, ბოღოზის, ნუკატლის, სამურის, სალათაუს, გიმრის, კაბიაკისა და გვერდითი ქედები. აღმოსავლეთი კავკასიონის უმაღლესი წერტილია ტებულოსმთა (4493 მ). მნიშვნელოვანია ასევე დიკლოსმთა (4285 მ), ადალა-შუხგელმერი (4151 მ), ნუკატლი (3903), დიულთიდაღი (4127 მ), დეავგაი (4016 მ), შალბუზდაღი (4142 მ), ტუფანდაღი (4191 მ), შაჰდაღი (4243 მ), ბაზარდუზუ (4466 მ), ბაბადაღი (3629 მ).

არის თანადროული მყინვარები, მ.შ. პატარა მყინვარები არის დიკლოსმთაზე, შაჰდაღზე და სხვ. აღმოსავლეთ კავკასიონზე გაბატონებულია ძვ. მყინვარული, მყინვარული და ეროზიული რელიეფის ფორმები. ჰიდროგრაფიული ქსელი წარმოდგენილია მრავალი წყალუხვი მდინარით, რომლებიც კასპიის ზღვის აუზს განეკუთვნებიან. მდინარეთა დიდი ნაწილი მაღალმთიან ზონაში გაედინება, სიგრძეზე გასდევენ რა, წყალგამყოფ ქედებს, სულ ქვემო დინებებში ზღვისპირა დაბლობზე იშლებიან, სადაც წყლის ნელი დინება ახასიათებთ. მთავარი ქედის ჩრდილო კალთიდან სათავეს იღებენ მნიშვნელოვანი მდინარეები: სუნჯა (სიგრძე 278 კმ), ასა (სიგრძე 133 კმ), არღუნი (სიგრძე 148 კმ), ანდის ყოისუ (სიგრძე 203 კმ), სამური (სიგრძე 213 კმ). შედარებით უმნიშვნელოა: ფორტანგი, მართანი, შაროარღუნი, გამრიოზენი, ულუჩაი, რუბასი, გიულგერიჩაი, გუსარჩაი, გუდიალჩაი, ყარაჩაი, ათაჩაი და ა.შ. მთავარი ქედის სამხრეთი კალთიდან მოედინება — იორი, ალაზანი, დურუჯი, კაბალი, ალინჯაჩაი, გოქჩაი, გირდიმანჩაი, ფირსაათი და სხვ.

გეოლოგიური თვალსაზრისით, აღმოსავლეთი კავკასიონი შედგება მეზოზოური და კაინოზოური ასაკის ქანებით. გუდამაყრის, ქართლისა და კახეთის ქედების სექტორი აგებულია იურული (ლიასის, დოგერის), ცარცული და პალეოგენური ნალექი ქანებით — ქვიშაქვებით, თიხაფიქლებითა და კირქვებით. მთავარი ქედის სამხრეთით არის მერგელები, გლაუკონიტური ქვიშაქვები და დოლომიტები. გვხვდება აგრეთვე ფიქლები და პორფირიტები. სამხრეთ-აღმოსავლეთ დაბოლოებაზე კავკასიონი სწრაფად დაბლდება (200-500 მ), სადაც მას გარს ეკვრის დაბალი, ტყიანი მთისწინეთი, წინა ქედები და ვაკეები. აღმოსავლეთი კავკასიონი თავისი უკიდურესი აღმოსავლეთი ბოლოთი მთავრდება კასპიის ზღვის სანაპიროსთან (აფშერონის ნახევარკუნძულის დასავლეთით), მდინარე სუმგაითის შესართავთან ახლოს, ილხიდაღის (327 მ) ბორცვით. აღმოსავლეთ კავკასიონზე გაბატონებულია მთა-მდელოს, მთა-ტყის (უმეტესად სამხრეთ ფერდობზე), მდელო-სტეპისა და სტეპის ლანდშაფტები.

ლიტერატურა