ნუგზარ შატაიძე: განსხვავება გადახედვებს შორის

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
[შეუმოწმებელი ვერსია][შეუმოწმებელი ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
ხაზი 27: ხაზი 27:
==ბიოგრაფია==
==ბიოგრაფია==

ნუგზარ შატაიძე დაიბადა 1944 წლის 9 მარტს, თბილისში. მისი მშობლები სახელოვანი გვარის წარმომავლები იყვნენ, განსაკუთრებით დედა — ელენე, სახელგანთქმული ხიზამბარელების ოჯახიდან; მამა — ვახტანგ შატაიძე, ყველასთვის პატივსაცემი პიროვნება ყოფილა.
ნუგზარ შატაიძე დაიბადა 1944 წლის 9 მარტს, თბილისში. მისი მშობლები სახელოვანი გვარის წარმომავლები იყვნენ, განსაკუთრებით დედა — ელენე, სახელგანთქმული ხიზამბარელების ოჯახიდან; მამა — ვახტანგ შატაიძე, ყველასთვის პატივსაცემი პიროვნება ყოფილა. მეუღლე — ელისაბედ ყვავილაშვილი. შვილები — ლალი, თამუნა, ნინო, ვახტანგი.

ნუგზარ შატაიძე სწავლობდა თბილისის ყოფილი ვაჟთა მე-20 სკოლაში (დღევანდელი 31-ე). დაამთავრა გრიგოლ ონიანის 62-ე სკოლა. სწავლობდა ჯერ სახელმწიფო უნივერსიტეტში, შემდეგ პოლიტექნიკურ ინსტიტუტში, ფიზიკის ფაკულტეტზე. სპეციალობით თბოენერგეტიკოსია.

მუშაობდა თბილისის თბოელექტროცენტრალში ტურბინის მემანქანედ, საქართველოს ენერგოსისტემაში - ინჟინრად, გაზეთ „[[ლელო]]“-ს რედაქციის განყოფილების უფროსად, გამომცემლობა „მერანი“-ს პროზის განყოფილების გამგედ, ჟურნალ „ომეგა“-ს რედაქციის განყოფილების უფროსად.

დაინტერესება ქართული მწერლობით ადრეულ ასაკში გამოავლინა. გაიტაცა [[ინანიშვილი, რევაზ |რევაზ ინანიშვილის]], [[რჩეულიშვილი, გურამ|გურამ რჩეულიშვილისა]] და სხვათა შემოქმედებამ, უფრო გაუძლიერა და გაუღვივა ინტერესი და სიყვარული მწერლობისადმი.

ხაზი 37: ხაზი 39:
[[1979]] წელს გამოსცა მოთხრობების პირველი კრებული „მოთხრობები“.
[[1979]] წელს გამოსცა მოთხრობების პირველი კრებული „მოთხრობები“.

არის ტელესერიალ ''ცხელი ძაღლის'' სცენარის თანაავტორი [[კოტე ჯანდიერი | კოტე ჯანდიერთან]] ერთად.
არის მრავალი მხატვრული და დოკუმენტური ფილმის სცენარის ავტორი, ასევე ტელესერიალ ''ცხელი ძაღლის'' სცენარის თანაავტორი [[კოტე ჯანდიერი | კოტე ჯანდიერთან]] ერთად.

==გამოცემული წიგნები==
==გამოცემული წიგნები==

06:51, 22 სექტემბერი 2011-ის ვერსია

ნუგზარ შატაიძე
ფაილი:Nugza Shataidze.jpg
დაბადების თარიღი 9 მარტი, 1944
დაბადების ადგილი თბილისი
გარდაცვალების თარიღი 10 თებერვალი, 2009
გარდაცვალების ადგილი თბილისი
საქმიანობა მწერალი, დრამატურგი, ესეისტი
ეროვნება საქართველო
მოქალაქეობა  სსრკ
 საქართველო
პერიოდი 1968 — 2008
ჟანრი ეპიკური
თემატიკა ქართული სოფელი
მიმდინარეობა რეალიზმი
დებიუტი „თეთრი ყვავილები“ , 1968
Magnum opus “პურის მოთხრობა”, 2005.
ჯილდოები ღირსების ორდენი, საქართველოს მწერალთა კავშირის პრემია, საქართველოს სახელმწიფო პრემია და პრემია „საბა“
მეუღლე ელისაბედ ყვავილაშვილი

ნუგზარ შატაიძე (* 9 მარტი, 1944, თბილისი, საქართველო — გ. 10 თებერვალი, 2009,თბილისი, საქართველო), ქართველი მწერალი, დრამატურგი, ესეისტი.

ბიოგრაფია

ნუგზარ შატაიძე დაიბადა 1944 წლის 9 მარტს, თბილისში. მისი მშობლები სახელოვანი გვარის წარმომავლები იყვნენ, განსაკუთრებით დედა — ელენე, სახელგანთქმული ხიზამბარელების ოჯახიდან; მამა — ვახტანგ შატაიძე, ყველასთვის პატივსაცემი პიროვნება ყოფილა. მეუღლე — ელისაბედ ყვავილაშვილი. შვილები — ლალი, თამუნა, ნინო, ვახტანგი.

ნუგზარ შატაიძე სწავლობდა თბილისის ყოფილი ვაჟთა მე-20 სკოლაში (დღევანდელი 31-ე). დაამთავრა გრიგოლ ონიანის 62-ე სკოლა. სწავლობდა ჯერ სახელმწიფო უნივერსიტეტში, შემდეგ პოლიტექნიკურ ინსტიტუტში, ფიზიკის ფაკულტეტზე. სპეციალობით თბოენერგეტიკოსია.

მუშაობდა თბილისის თბოელექტროცენტრალში ტურბინის მემანქანედ, საქართველოს ენერგოსისტემაში - ინჟინრად, გაზეთ „ლელო“-ს რედაქციის განყოფილების უფროსად, გამომცემლობა „მერანი“-ს პროზის განყოფილების გამგედ, ჟურნალ „ომეგა“-ს რედაქციის განყოფილების უფროსად.

დაინტერესება ქართული მწერლობით ადრეულ ასაკში გამოავლინა. გაიტაცა რევაზ ინანიშვილის, გურამ რჩეულიშვილისა და სხვათა შემოქმედებამ, უფრო გაუძლიერა და გაუღვივა ინტერესი და სიყვარული მწერლობისადმი.

მისი პირველი მოთხრობა თეთრი ყვავილები დაიბეჭდა 1968 წელს ჟურნალ „ცისკარში“.

1979 წელს გამოსცა მოთხრობების პირველი კრებული „მოთხრობები“.

არის მრავალი მხატვრული და დოკუმენტური ფილმის სცენარის ავტორი, ასევე ტელესერიალ ცხელი ძაღლის სცენარის თანაავტორი კოტე ჯანდიერთან ერთად.

გამოცემული წიგნები

  • მოთხრობები, 1979
  • მოლხინო, 1986
  • სოფლის ძველი სახლი, 1990
  • მიწა თავისას მოითხოვს, 1994
  • ელიქარი, 1996
  • ხელეური, 1998
  • ევროპაში რა მინდოდა, 2004
  • პურის მოთხრობა, 2005
  • ტრამვაი №7, 2005
  • შეხვედრა, 2010

სცენარის ავტორია ფილმების:

რადიოდადგმები

  • მეკვლე
  • დაჭრილი წერო
  • დაბრუნება

გადაღებულია ფილმებში:

  • შუშის ნამსხვრევი (2003)
  • პეიტარი (1988)
  • ხარება და გოგია (1987)

პრიზები და ჯილდოები

რესურსები ინტერნეტში