სხალტბის ტაძარი: განსხვავება გადახედვებს შორის

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
წაიშალა კატეგორია [[:კატეგორია:საქართველოს ხუროთმოძღვრების ძეგლები|საქართველოს ხუროთმოძღვრ
ხაზი 10: ხაზი 10:
*{{ქსე|9|628}}
*{{ქსე|9|628}}


[[კატეგორია:საქართველოს ხუროთმოძღვრების ძეგლები]]
[[კატეგორია:მცხეთის მუნიციპალიტეტის ტაძრები]]
[[კატეგორია:მცხეთის მუნიციპალიტეტის ტაძრები]]
[[კატეგორია:მცხეთა-მთიანეთის მხარის ხუროთმოძღვრების ძეგლები]]

16:13, 21 სექტემბერი 2011-ის ვერსია

სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ სხალტბა.

სხალტბა – ქართული ხუროთმოძღვრების ძეგლი - აგურით ნაგები ერთნავიანი ეკლესია, რომელიც დგას მცხეთის მუნიციპალიტეტის სოფ. სხალტბის დასავლეთით. სამხრეთი კარის თავზე მოთავსებული წარწერის თანახმად, ეკლესია 1669 აუშენებია ივანე ზედგინიძის ძეს სახლთუხუცეს შიოშსა და მის მეუღლეს თამარს. სამხრეთ კარიბჭის ერთ-ერთი სვეტის წარწერაში მოხსენიებულია ოსტატი სარქარი მელქან ფურცხვანიძე. ეკლესიის სამხრეთით ფასადის მხარეს მიშენებული აქვს 4 ისრული თაღით გახსნილი კარიბჭე, რომლის 3 რვაწახნაგა ბოძი შემკულია ჩუქურთმებით და ჯვრებით. მოჩუქურთმებულია აგრეთვე ლავგარდანიც. ეკლესია შიგნით სადაა, თაღები და გადამხური კამარა ისრული ფორმისაა, რაც გვიანდელი ფეოდალური ხანის ხუროთმოძღვრების ერთ-ერთი დამახასიათებელი ნიშანია. თამარ მეფის დროს (1202) სხალტბიდან შიომღვიმის მონასტრისათვის გაიყვანეს წყალსადენი, რომელიც იმ დროისათვის რთულ ჰიდროტექნიკის ნაგებობას წარმოადგენდა.

რესურსები ინტერნეტში

ლიტერატურა