ანგელოზი: განსხვავება გადახედვებს შორის

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
[შეუმოწმებელი ვერსია][შეუმოწმებელი ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
r2.7.1) (ბოტის დამატება: th:ทูตสวรรค์
r2.7.2) (ბოტის დამატება: bar:Engl (Religión)
ხაზი 53: ხაზი 53:
[[av:Малаик]]
[[av:Малаик]]
[[az:Mələk]]
[[az:Mələk]]
[[bar:Engl (Religión)]]
[[bat-smg:Aniuols]]
[[bat-smg:Aniuols]]
[[be:Анёл]]
[[be:Анёл]]

18:20, 20 სექტემბერი 2011-ის ვერსია

ხატი მთავარანგელოზთა გამოსახულებით. XIX ს.

ანგელოზი (ბერძ. ἄγγελος „ანგელოს“ — მაცნე) — სულიერი გონიერი არსება, გამოხატავს ღვთის ნებას და აქვს არაადამიანური შესაძლებლობა და გონიერება.

ქრისტიანობა

ბიბლიაში მოხსენებული ანგელოზთა 9 დასი, რომლებიც 3 იერარქიად იყოფიან:

სერაბიმნი, ქერუბიმნი , საყდარნი
უფლებანი, ძალნი, ხელმწიფებანი
მთავრობანი (საწყისნი), მთავარანგელოზნი და ანგელოზნი.

მთავარანგელოზი მიქაელი ამარცხებს სატანას. რომი, სანტა მარია დელა კონცეზიონე

მთავარანგელოზები:

მიქაელ მთავარანგელოზი - დადგენილია ანგელოზთა დასის მთავრად. მისი სახელი ებრაულად ნიშნავს: „რომელი ვითარცა ღმერთი“ - მძლეველი ყველა მტრული ძალისა. მიქაელ მთავარანგელოზისადმი ლოცულობენ დემონურ ცთუნებათა დროს.

გაბრიელ მთავარანგელოზი - სიმტკიცე (ძალი) ღვთისა (დან. 8, 16; ლკ. 1, 26) - ღვთის საიდუმლოს კეთილი მაცნე, უფლის ყოვლადძლიერების მახარებელი და მსახურია. ხატებზე გაბრიელ მთავარანგელოზს გამოსახავენ სამოთხის რტოთი, რომელიც ყოვლადწმიდა ქალწულს მიართვა, ხშირად მას ცეცხლოვანი ლამპარი უჭირავს ხელში.

რაფაელ მთავარანგელოზი - ღვთიური მკურნალი (ტობ. 3, 16; 12, 15), სნეულებათაგან ადამიანთა დამხსნელია.

იეგუდიელ მთავარანგელოზი - ღვთის დიდებას ნიშნავს.ის ადიდებს უფალს, განამტკიცებს და შუამდგომლობს მოღვაწეებს.

სელაფიელ მთავარანგელოზი - მლოცველს ნიშნავს. იგი ადამიანებს უხილავად შეეწევა ლოცვისას.

ურიელ მთავარანგელოზი - ღვთაებრივი ცეცხლი და ნათელი, განმანათლებელი (3 ეზრ. 5, 20)

ვარახიელ მთავარანგელოზი - კურთხევის ანგელოზს ნიშნავს. ადამიანებისთვის ღვთიური მოწყალების გამომთხოველია.

იერომიელ მთავარანგელოზი - ნიშნავს ღვთისკენ ამაღლებას (3 ეზრ. 4, 36). იგი საღვთო სიყვარულის აღმძვრელია. ხატებზე გამოისახება სასწორით ხელში.


იუდაიზმი

ისლამი

სხვა რელიგიებში

ლიტერატურა

„წმიდანთა ცხოვრება“, ტომი IV, თბილისი, 2003 წ.