სუსი: განსხვავება გადახედვებს შორის

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
კატეგორიის ჩამატება ტუნისის ქალაქები (HotCat-ის გამოყენებით)
კატეგორიის ჩამატება ძველი რომის ქალაქები (HotCat-ის გამოყენები
ხაზი 78: ხაზი 78:


[[კატეგორია:ტუნისის ქალაქები]]
[[კატეგორია:ტუნისის ქალაქები]]
[[კატეგორია:ძველი რომის ქალაქები]]

21:23, 18 სექტემბერი 2011-ის ვერსია

ქალაქი
სუსი
سوسة
დროშა გერბი

ქვეყანა ტუნისის დროშა ტუნისი
ვილაიეთი სუსი
კოორდინატები 35°50′00″ ჩ. გ. 10°38′00″ ა. გ. / 35.83333° ჩ. გ. 10.63333° ა. გ. / 35.83333; 10.63333
ფართობი 45 კმ²
ცენტრის სიმაღლე 2 მეტრი
მოსახლეობა 173 047 კაცი (2004)
სასაათო სარტყელი UTC+1, ზაფხულში UTC+2
საფოსტო ინდექსი 4000
ოფიციალური საიტი http://www.commune-sousse.gov.tn
სუსი — ტუნისი
სუსი

სუსი (არაბ. سوسة ; ბერბერ. Susa) — ქალაქი ტუნისში. მდებარეობს დედაქალაქ ტუნისიდან 140 კმ-ით სამხრეთით, ქვეყნის ცენტრალურ-აღმოსავლეთ ნაწილში, ჰამამეტის ყურესთან, ხმელთაშუა ზღვის სანაპიროზე. 2004 წლის მონაცემებით მისი მოსახლეობა 173 047 ადამიანს შეადგენს. სახელი შესაძლოა ბერბერული წარმოშობის იყოს: იგივე სახელის ქალაქები არსებობს ლიბიასა და სამხრეთ მაროკოში (ბილად-ალ-სუსი). სუსი სუსის ვილაიეთის დედაქალაქია. მისი ეკონომიკა ეფუძნება სატრანსპორტო აღწურვილობას, კვების მრეწველობას, ზეითუნის ზეთს, რექსტილსა და ტურიზმს. ქალაქში მდებარეობს სუსის უნივერსიტეტი.

ძვ. წ. XI საუკუნეში ფინიკიელებმა ქალაქი ადრამეტუმი დააარსეს. პუნიკური ომების დროს, იგი თავად შევიდა რომაელებთან კავშირში, რითაც გარდაუვალი დანგრევა აიცილა თავიდან, მომდევნო 700 წელიწადს ის რომთან კავშირში მშვიდობას ინარჩუნებდა. როგორც ლივიუსი აღნიშნავს, მეორე პუნიკური ომის დროს ქალაქი სციპიონის არმიის დასაბანაკებელ ადგილს წარმოადგენდა. ახ. წ. 434 წელს, ადრამეტუმი მონაწილეობას იღებდა ბონიფაცის აჯანყებაში კონსტანტინოპოლის წინააღმდეგ, რა დროსაც ქალაქში ვანდალები შეიჭრნენ, აიღეს და მას ახალი სახელი — ჰუნეკროპოლისი უწოდეს. ვანდალური ომების დროს, 534 წელს, იუსტინიანემ ქალაქი აიღო და რომაული სახელი დაუბრუნა.

VII საუკუნეში თანამედროვე ტუნისის ტერიტორია არაბებმა დაიპყრეს და სწრაფად გაავრცელეს არაბული კულტურა მანამდე სრულიად რომანიზებულ და ქრისტიანიზებულ არეალში. მათ ქალაქი რომაულ კედლებს მიღმა გააფართოვეს, მაგრამ შეუნარჩუნეს მისი „მეობა“. შემდეგ მათ ქალაქს სახელი გადაარქვეს და უწოდეს სუსა. მომდევნო დეკადებში სუსას სტატუსი საგრძნობლად გაიზარდა და ის აღლაბიდების დინასტიის მთავარი საზღვაო პორტის ფუნქციებს ასრულებდა. როცა აღლაბიდებმა 827 წელს სიცილია დაიპყრეს, სუსა მათი მთავარი დასაყრდენი იყო.

მომდევნო საუკუნეებში, როცა ევროპამ ტექნოლოგიური წინსვლა და ისლამის შევიწროვება იწყო, სუსა ნორმანებმა დაიპყრეს, XII საუკუნეში. ნორმანები შემდეგ ესპანელებმა შეცვალეს, XVIII საუკუნეში კი ქალქი ვენეციელებისა და ფრანგების ბრძოლის არენად იქცა. ფრანგებმა მას სუსი უწოდეს (ფრანგ. Sousse).

მიუხედავად მის თავს დატეხილი არაერთი უბედურებისა, სუსმა საგრძნობი არაბული იერსახე შეინარჩუნა, რაც ისეთ შთაბეჭდილებას ტოვებს, თითქოს არაბების შემდგომი დაპყრობების დროს ქალაქს ეძინა. დღეისათვის ის მიიჩნევა არაბების მიერ აშენებული საზღვაო გამაგრებული ქალაქის ერთ-ერთ საუკეთესო მაგალითად.

სუსი ინარჩუნებს შუა საუკუნეების ხანის გულს, ვიწრო ქუჩებით, კასბათი, მედინათი, საფორტიფიკაციო ნაგებობებითა თუ ზღვისპირა გრძელი კედლებით. ამ ყოველივეს კი გარს თანამედროვე ქალაქი აკრავს, დიდი ქუჩებითა და კიდევ უფრო დიდი შენობებით.

1988 წელს, სუსის მედინა იუნესკომ მსოფლიო მემკვიდრეობის სიაში შეიტანა, როგორც თანამედროვე განვითარებისგან საგრძნობლად დაცული ადგილი.

იხილეთ აგრეთვე

რესურსები ინტერნეტში

მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/w/index.php?title=სუსი&oldid=1674267“-დან