ტარია ჰალონენი: განსხვავება გადახედვებს შორის
[შემოწმებული ვერსია] | [შემოწმებული ვერსია] |
Louperibot (განხილვა | წვლილი) მ r2.5.2) (ბოტის დამატება: br:Tarja Halonen |
Luckas-bot (განხილვა | წვლილი) მ r2.7.1) (ბოტის დამატება: sco:Tarja Halonen |
||
ხაზი 101: | ხაზი 101: | ||
[[ro:Tarja Halonen]] |
[[ro:Tarja Halonen]] |
||
[[ru:Халонен, Тарья]] |
[[ru:Халонен, Тарья]] |
||
[[sco:Tarja Halonen]] |
|||
[[se:Tarja Halonen]] |
[[se:Tarja Halonen]] |
||
[[simple:Tarja Halonen]] |
[[simple:Tarja Halonen]] |
23:57, 9 სექტემბერი 2011-ის ვერსია
ტარია კაარინა ჰალონენი | |
ფინეთის პრეზიდენტი | |
---|---|
ამჟამინდელი თანამდებობა | |
დაიკავა | 1 მარტი 2000 |
წინამორბედი | მარტი აჰთისაარი |
დაბადებული | 24 დეკემბერი 1943 ჰელსინკი ფინეთი |
რელიგია | პროტესტანტი |
ტარია კაარინა ჰალონენი (დ. 24 დეკემბერი, 1943, ქალაქი ჰელსინკი, ფინეთი), ფინეთის პირველი ქალი პრეზიდენტი. პროფესიით ადვოკატი. მშობლიური ფინურის გარდა ფლობს შვედურ, ინგლისურ და გერმანულ ენებს.
კარიერა
- 1971 წლიდან ფინეთის სოციალ-დემოკრატიული პარტიის წევრი.
- 1974-1975 პრემიერ-მინისტრ კალევი სოისას საპარლამენტო მდივანი.
- 1977 - აირჩიეს ჰელსინკის მუნიციპალური საბჭოს წევრად.
- 1979 - აირჩიეს ფინეთის პარლამენტის, ედუსკუნტას, წევრად.
- 1984-1987 სოციალურ საკითხთა საპარლამენტო კომიტეტის თავჯდომარე.
- 1987-1990 კონსერვატორი ჰარი ჰოლკერის მთავრობის ჯანდაცვისა და სოციალურ საკითხთა მინისტრი.
- 1990-1991 კონსერვატორი ჰარი ჰოლკერის მთავრობის იუსტიციის მინისტრი.
- 1991-1995 ესკო აჰოს მთავრობის იუსტიციის მინისტრი.
- 1995-2000 სოციალ-დემოკრატი პაავო ლიპონენის მთავრობის საგარეო საქმეთა მინისტრი.
საპრეზიდენტო კარიერა
ფინეთის სოციალ-დემოკრატიულმა პარტიამ 2000 წლის 16 იანვრის საპრეზიდენტო არჩევნებზე წამოაყენა ტარია ჰალონენის კანდიდტურა. არჩევნების პირველ ტურში, რომლის 7 კანდიდატიდან 4 ქალი იყო, ტარიამ მიიღო ხმების 40 %, ხოლო მისმა უახლოესმა კონკურენტმა ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა ესკო აჰომ 34,4 %. 6 თებერვლის მეორე ტურში კი ქალბატონმა ტარიამ მიიღო ხმების 51,6 %. 2006 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში კვლავ მიიღო მონაწილეობა და კვლავ მეორე ტურის საშუალებით (ხმათა 51,6 %) დაამარცხა საულ ნიინისტო. 2005 წელს ოფიციალური ვიზიტით იმყოფებოდა საქართველოში.
ოჯახი
ქალბატონი ტარია მეორედაა გათხოვილი. მისი მეუღლეა მასზე 5 წლით უმცროსი პენტი არაიარვი. პირველი ქორწინებიდან ჰყავს ქალიშვილი - ანა, რომელიც სწავლობს საერთაშორისო პოლიტიკას კენტის უნივერსიტეტში (დიდი ბრიტანეთი) და ცხოვრობს მამამისთან.
რესურსები ინტერნეტში
- ტარია ჰალონენის ბიოგრაფია cidob.org-ზე
- Halonen, Tarja Kaarina
- Tarja Halonen & SETA
- Social-democratic party of Finland
წინამორბედი: მარტი აჰტისაარი |
ფინეთის პრეზიდენტი 2000 – დღემდე |
შემდეგი: |