სტოკჰოლმის სინდრომი: განსხვავება გადახედვებს შორის

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
r2.7.2) (ბოტის დამატება: sq:SINDROMI I STOKHOLMIT; cosmetic changes
ბოტის შეცვლა: sq:Sindromi i stokholmit
ხაზი 54: ხაზი 54:
[[ru:Стокгольмский синдром]]
[[ru:Стокгольмский синдром]]
[[simple:Stockholm syndrome]]
[[simple:Stockholm syndrome]]
[[sq:SINDROMI I STOKHOLMIT]]
[[sq:Sindromi i stokholmit]]
[[sr:Стокхолмски синдром]]
[[sr:Стокхолмски синдром]]
[[sv:Stockholmssyndromet]]
[[sv:Stockholmssyndromet]]

15:31, 7 სექტემბერი 2011-ის ვერსია

სტოკჰოლმის სინდრომი წარმოადგენს სიმპათიისა და მიზიდულობის პარადოქსალურ რეაქციას, რომელიც მსხვერპლს აგრესორის მიმართ ახასიათებს.

მოცემულმა მოვლენამ თავისი სახელწოდება მიიღო რეალურ ფაქტთან დაკავშირებით, რომელიც 1973 წლის 23 აგვისტოს მოხდა. ამ დღეს, სტოკჰოლმის ერთ-ერთ ცენტრალურ მოედანზე შეიარაღებული დამნაშავეები, რომლებიც ციხიდან გამოიქცნენ -- 32 წლის იან-ერიკ ოლსონი და 26 წლის კლარკ ოლაფსონი -- ბანკის შენობაში შეიჭრა ოთხ მძევალთან ერთად. მათ შორის სამი ქალი იყო -- 33 წლის ქერათმიანი ლამაზმანი ბრიგიტონ ლუნდბერგი, 26 წლის კრისტინა ენმარკი და 21 წლის ელიზაბეთ ოლდგრენი, მორცხვი, ქერა გოგონა. მათთან ერთად კი კიდევ ერთი მამაკაცი იყო -- ბანკის მენეჯერი სვენ სეფსტრემომი.

მომდევნო ექვსი დღის მანძილზე ისინი გამუდმებით ერთად იყვნენ ბანკის ბრონირებულ საცავში, საიდანაც დამნაშავეები ტელეფონით მოითხოვდნენ 3 მილიონ კრონს, ორ პისტოლეტსა და მანქანას. ამ ხნის განმავლობაში ტყვეებმა ბევრი რამ გადაიტანეს. ჯერ კისერზე თოკჩაბმულებმა გაატარეს რამოდენიმე ხანი, ორი დღის მანძილზე არ აძლევდნენ საჭმელს და მოკვლითაც კი ემუქრებოდნენ, თუმცა ნელ-ნელა გამტაცებლებს და მძევლებს შორის უჩვეულო კავშირი გაჩნდა. ბრიგიტას შეეძლო გათავისუფლება, მაგრამ რატომღაც ამ შანსზე უარი თქვა, კრისტინამ ჯერ პოლიციისთვის ინფორმაციის გადაცემა შეძლო, მაგრამ შემდეგ გამტაცებლებთან თავისი გამყიდველობა აღიარა. მეოთხე დღეს მან ტელეფონით მოითხოვა მიეცათ მძევლებისთვის უფლება თან გაჰყოლოდნენ გამტაცებლებს, რადგან ძალიან კარგი დამოკიდებულება ჰქონდათ ერთმანეთთან. სვენი გათავისუფლების შემდეგ ირწმუნებოდა, რომ გამტაცებლები იყვნენ საოცრად კეთილი და კარგი ადამიანები, უკლებლივ ყველა მძევალი კი ბოლომდე ცდილობდა მათ დაცვას. მოგვიანებით, ქალებმა აღიარეს, რომ ინტიმური კავშირი ჰქონდათ გამტაცებლებთან და პოლიციას მტრადაც კი თვლიდნენ. ცოტა ხნის შემდეგ, მათ ციხეში მიაკითხეს დამნაშავეებს და დაინიშნენ კიდეც.

მოცემული მოვლენა, რომელსაც სტოკჰოლმის სინდრომი ეწოდა, მსოფლიოს არაერთ ქვეყანაში სხვადასხვა ვითარებაში განმეორდა. მისი ფსიქოლოგიური განმარტება წინააღმდეგობრივია, თუმცა მოცემულ მოვლენას ხსნიან როგორც დაცვის მექანიზმს. ამ მექანიზმს ანა ფროიდმა აგრესორთან იდენტიფიკაცია უწოდა. ადამიანებს ეს ირაციონალური რეაქცია შეიძლება აღმოაჩნდეთ გადარჩენის სიტუაციაში, როდესაც რაციონალური რეაქციები არაეფექტური და უიმედოა. აგრესორთან გაუცნობიერებელი სოლიდარობით ადამიანს იმედი აქვს, რომ აგრესორი თავისნაირს ზიანს არ მიაყენებს. ამ ირაციონალური პოზიციის გასამყარებლად მოძალადე აღიქმება როგორც სიმპათიური და კარგი ადამიანი, რადგან სხვანაირად მასთან იდენტიფიცირება გაძნელდებოდა.

უკანასკნელ ხანებში ამ ფენომენის ცოდნა გამიზნულად იხმარება ტერორისტების მხრიდან მძევლების აბსოლუტური დამორჩილების მიზნით. ამის გამო, მძევლების გათავისუფლების შემდეგ აუცილებელია ფსიქოლოგთა ჩარევა, რომელთაც შეუძლიათ ადეკვატურად შეაფასონ არა მხოლოდ დამნაშავეების, არამედ მათი მსხვერპლთა ქცევაც.

რესურსები ინტერნეტში

იხილეთ ასევე