ზღვის ხალხები: განსხვავება გადახედვებს შორის

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
r2.7.1) (ბოტის დამატება: be:Народы мора
r2.7.1) (ბოტის დამატება: be-x-old:Народы мора
ხაზი 64: ხაზი 64:
[[arz:شعوب البحر]]
[[arz:شعوب البحر]]
[[be:Народы мора]]
[[be:Народы мора]]
[[be-x-old:Народы мора]]
[[ca:Pobles de la mar]]
[[ca:Pobles de la mar]]
[[cs:Mořské národy]]
[[cs:Mořské národy]]

08:22, 6 სექტემბერი 2011-ის ვერსია

ზღვის ხალხები (nȝ ḫȝt.w n pȝ ym)
იეროგლიფებში
N35
G1
N25
X1 Z1 Z1 Z1
N35
G40
M17M17Aa15
D36
N35AN36
N21

ზღვის ხალხებიხმელთაშუაზღვისპირელი ხალხის ჯგუფი, რომლებიც ძვ.წ.აღ. XIII საუკუნეში დაიძრნენ ეგვიპტისა და ხეთების სახელმწიფოსკენ. მათ სავარაუდო სამშობლოდ ეგეოსის ზღვის აუზს მიიჩნევენ (მცირე აზია, ბალკანეთი). მათი მიგრაციის ეთნოგრაფიულ კვალად მიაჩნიათ გარამანტები, სიკულები, ფილისტიმელები, ფრიგიელები და ეტრუსკები. ტროას ომიც ხალხთა გადასახლების ეპიზოდად არის მიჩნეული.

კონტექსტი

ზღვის ხალხების სამშობლოდ ხშირად მიკენური ცივილიზაციის რეგიონს მიიჩნევენ, რომელიც იმდროს დორიელთა შემოტევებისგან ღაფავდა სულს.

ამგვარად, XIII—XII საუკუნეების მიჯნაზე მიკენურმა ცივილიზაციამ საშინელი დარტყმა გადაიტანა, რის შემდეგაც ფეხზე ვეღარ წამოიმართა.

ისტორია

ობელისკი ბიბლოსში
ფაილი:111605main image feature 294 deltanilo.jpg
ნილოსის დელტა

ზღვის ხალხებმა ეგვიპტის საზღვრებს პირველად ძვ. წ. აღ. 1243 წელს - ფარაონ მერნეპტაჰის მეფობისას - მიაღწიეს. მათ შორის იყვნენ შერდანები, შაკალაშები, ტურშები და აქაიავაშები (აქაველები?). ზღვის ხალხები ლიბიელებთან შევიდნენ კავშირში და დაეხმარნენ კიდეც 1219 წელს დელტაზე თავდასხმის დროს, თუმცა, მოხუცებულმა ფარაონმა მიგდოლის კონცხთან ისინი უკუაქცია.

უგარითის ნანგრევები

ძვ. წ. დაახლოებით 1200 წელს ზღვის ხალხებმა პირისაგან მიწისა აღგავეს უგარითი. 1190 წლისთვის კი ხეთების ახლადშექმნილი სახელმწიფო დააქციეს.

ძვ. წ. 1173 წელს ფარაონ რამზეს III-ის მიერ საზღვაო და სახმელეთო ბრძოლებში დარბეული ზღვის ხალხები ტომებად დაიშალნენ და ხმელთაშუაზღვისპირეთის აუთვისებელ ტერიტორიებზე დასახლდნენ. PLST (პელასგებისა თუ ფილისტიმელების) ტომი, რომელიც ომის ხელოვნებით იყო ცნობილი, ხმელთაშუაზღვის აღმოსავლეთ სანაპიროზე, ქანაანში, სავარაუდოდ, ფარაონის ნებართვით, დასახლდა და ტერიტორიას (ტომის სახელისგან) პალესტინა ეწოდა. ისინი დიდი ხნის მანძილზე ვაჭრობდნენ რკინით და ფარაონებთან დაქირავებულ მებრძოლებად მსახურობდნენ, სანამ ისრაელმა რეგიონზე კონტროლი არ დაამყარა. პელასგების ნაწილი ეგეოსის რეგიონში დარჩა, სადაც ბერძნებთან მოუხდათ ასიმილირება არაუგვიანეს 5 საუკუნისა ჩვენს ერამდე. პელასგთა უკანასკნელი სამოსახლოები არსებობდა ლემნოსზე, თუმცაღა, ძველბერძენი ისტორიკოსების გადმოცემით, წინათ ისინი მთელ საბერძნეთში სახლობდნენ, საიდანაც კრეტასა და მცირე აზიაში გადადიოდნენ.

ტომი TKR (ჩეკერები ან ზეკერები, ტევკრები?) ქარმელის მთამდე მივიდა და ქალაქ დერში დასახლდა (მოკლე ხანში კი ფილისტიმელებთან მოახდინა ასიმილირება), მეორე ნაწილი კი კვიპროსზე დასახლდა.

ტომი SKLS (შეკელეშები) სიკულებთან იგივდება, რომლებიც ელიმელებთან ერთად სიცილიაზე ჩვენს ერამდე 13 საუკუნეში ჩავიდნენ. ხსენებული ხალხების ტროულ წარმომავლობაზე თუკიდიდე და ვერგილიუსი მიუთითებენ.

SRDN (შედრენები) მცირე ხნის განმავლობაში ეგვიპტელი ფარაონების პირად გვარდიას აყალიბებდნენ. ისინი იმ ხალხთან იგივდებიან, რომლებიც ჩვენს ერამდე 14-13 საუკუნეებში სიციალიაზე ჩავიდა და ნურაგთა მშენებლების კულტურა ჩამოაყალიბა.

ტომი TRS ასოცირდება ხან ტირსენებთან, ხან ტროელებთან (არც ერთი ვერსია ურთიერთგამომრიცხავი არ არის). თანამედროვე ისტორიკოსთა აზრით, ტირსენები მარდი ზღვაოსნები იყვნენ; ისინი იტალიის ჩრდილოეთ და ცენტრალურ სანაპიროებამდე იოლად აღწევდნენ, სადაც ეტრუსკების ტომს მისცეს დასაბამი, რომლებიც ჩვენს ერამდე 510/509 წწ რომი|რომს ფლობდნენ. ეტრუსკებმა მაღალგანვითარებული ცივილიზაციის არაერთი კვალი დატოვეს (მათს ქალაქებში იყო კანალიზაცია) და სავარაუდებელია, რომ საკმაო ბაზისი ჰქონდათ ასეთი კულტურის შესაქმნელად.

ეთნიკური და ენობრივი კუთვნილება

ზღვის ხალხების ეთნიკური კუთვნილება ჩვენს დროშიც კი არ არის სარწმუნოდ დაზუსტებული. ზღვის ხალხების ჩამონათვალში ეგვიპტური წარწერების თანახმად:

  • PLST (პელასგები=ფილისტიმელები?);
  • KWS (აქაველები?);
  • RK (ლუკა-ლიკიელები?);
  • SRDN (შერდანები (შარდანები)=სადრები?);
  • TKR (ტევკრები+ტროელები?);
  • TRS (ტირსენები=ეტრუსკები?);
  • SKLS (შეკელეშები=სიკულები?);
  • DNWN (დანაელები?), WSS (?).

ზღვის ხალხების უმეტეს ნაწილს მცირე აზიის სამხრეთ-დასავლეთის ძველი, ინდოევროპელებამდელი მოსახლეობა და ასევე მათი ბერძენი მოკავშირეები (აქაველები, მოგვიანო წყაროებში დანაელებად წოდებულნი) წარმოადგენდნენ.

ზოგიერთი ისტორიკოსის ვარაუდით, ზღვის ხალხები მეტწილად ბალკანეთის ნახევარკუნძულის პროტოთრაკიული ტომების მონათესავე ხალხებია.

გერმანელმა ისტორიკოსმა და ლინგვისტმა ჰ. რიქსმა წამოაყენა ჰიპოთეზა ტირენული ჯგუფის ახლომონათესავე ენებზე. ჰიპოთეზა იმითაა საინტერესო, რომ მასში მოხსენიებული ყველა ტომი (პელასგები, ეტრუსკები, ეთეოკვიპროსელები) ასე თუ ისე იგივდება ზღვის ხალხებთან და მცირე აზიის დასავლეთის ინდოევროპელებამდელი მოსახლეობის თვალსაზრისით არის განხილული. ძველი სარდინიის მკვიდრთ (ნურაგების მშენებელთ) წერილობითი ძეგლები არ დაუტოვებიათ, მაგრამ, მათი კულტურის ეტრუსკულთან მსგავსების გამო ისინი ზღვის ხალხების მსგავს ლიკიელებად შეიძლება მოიაზრებოდნენ, ანდაც აღნიშნული რეგიონის ინდოევროპოლებამდელ მოსახლეობად (რამდენადაც ეტრუსკები ლიდიიდან ჩასულ ინდოევროპელებამდელ ტომებს წარმოადგენდნენ).

ინტერნეტრესურსი