ასო (ნიშანი): განსხვავება გადახედვებს შორის
[შეუმოწმებელი ვერსია] | [შეუმოწმებელი ვერსია] |
No edit summary |
მNo edit summary |
||
ხაზი 7: | ხაზი 7: | ||
არის შემთხვევები, როდესაც ასო იხმარება მეზობელი ბგერის თვისების აღსანიშნმად(მაგალითად ь რუსულში არბილებს მომდევნო თანხმოვანს). ზოგიერთ შემთხვევაში ასოებს დაკარგული აქვს პირვანდელი ფუნქცია და მხოლოდ ტრადიციით არის შენახული ორთოგრაფიაში. მაგალითად, ფრანგულში pomme(=/pom/) ბოლოკიდური e არ იკითხება, ინგლისურში duke(=/dju:k/) ბოლო e არ იკითხება და სხვა<ref name="ქსე" />. |
არის შემთხვევები, როდესაც ასო იხმარება მეზობელი ბგერის თვისების აღსანიშნმად(მაგალითად ь რუსულში არბილებს მომდევნო თანხმოვანს). ზოგიერთ შემთხვევაში ასოებს დაკარგული აქვს პირვანდელი ფუნქცია და მხოლოდ ტრადიციით არის შენახული ორთოგრაფიაში. მაგალითად, ფრანგულში pomme(=/pom/) ბოლოკიდური e არ იკითხება, ინგლისურში duke(=/dju:k/) ბოლო e არ იკითხება და სხვა<ref name="ქსე" />. |
||
ზოგიერთ დამწერლობათა სისტემაში, იმის მიხედვით, თუ რა ადგილი უჭირავს ასოს სიტყვაში, მას აქვს ვარიანტები(ალოგრაფები), ე.ი. ერთი და იგივე ასო სხვადასხვაგვარად იწერება. მაგალითად, არაბული |
ზოგიერთ დამწერლობათა სისტემაში, იმის მიხედვით, თუ რა ადგილი უჭირავს ასოს სიტყვაში, მას აქვს ვარიანტები(ალოგრაფები), ე.ი. ერთი და იგივე ასო სხვადასხვაგვარად იწერება. მაგალითად, [[არაბული დამწერლობა|არაბული]] ق(იზოლირებული), ـقـ(შუაში) გადმოსცემენ კ-ს და სხვა. |
||
== ასოები სხვადასხვა დამწერლობებში== |
== ასოები სხვადასხვა დამწერლობებში== |
19:12, 29 აგვისტო 2011-ის ვერსია
ენათმეცნიერება |
თეორიული ენათმეცნიერება |
---|
მორფოლოგია |
სემასიოლოგია |
ენათმეცნიერული ტიპოლოგია |
გამოყენებითი და ექსერიმენტალური ენათმეცნიერება |
ინტერნეტ ენათმეცნიერება |
ფსიქოლინგვისტიკა |
დაკავშირებული სტატიები |
ენათმეცნიერების სია |
ენათმეცნიერების ისტორია გადაუჭრელი პრობლემები ენათმეცნიერებაში |
ასო არის ანბანური დამწერლობის სისტემის შემადგენელი ნაწილი და წერილობითი ნიშანი, გრაფემა, რომელიც სხვა ნიშნებთან ერთად, ან ცალკე, იხმარება ფონემის, მისი ძირითადი ვარიანტის ან მათს თანამიმდევრობათა გადმოსაცემად[1]. ისეთ სრულყოფილ დამწერლობებში, როგორიცაა ქართული, თითოეული ასო გადმოსცემს მხოლოდ ერთ ფონემას. თუმცა, ზოგჯერ, ერთი ასო გადმოსცემს ორ (ან მეტ) ფონემას(მაგ., ლათინურში x=/ks/, ბერძნულში Ψ=/ps/) და პირიქით — ერთზე მეტი ასო აღნიშნავს ერთ ფონემას(მაგ., ინგლისური sh=/š/, გერმანული sch=/š/, ფრანგული eau=/o/, პოლონური sz=/š/, cr=/č'/ და სხვა).
ერთი და იგივე ასო, ზოგჯერ, იმისდა მიხედვით, თუ რა გარემოცვაში იხმარება, გამოყენებულია სხვადასხვა ფონემის აღსანიშნად. მაგალითად, ინგლისური o იხმარება /ow/, /a/, /ə/, /ɔ/-ს გადმოსაცემად, s გადმოსცემს s-სა და z-ს; რუსული o a-სა და o-ს და სხვა.
არის შემთხვევები, როდესაც ასო იხმარება მეზობელი ბგერის თვისების აღსანიშნმად(მაგალითად ь რუსულში არბილებს მომდევნო თანხმოვანს). ზოგიერთ შემთხვევაში ასოებს დაკარგული აქვს პირვანდელი ფუნქცია და მხოლოდ ტრადიციით არის შენახული ორთოგრაფიაში. მაგალითად, ფრანგულში pomme(=/pom/) ბოლოკიდური e არ იკითხება, ინგლისურში duke(=/dju:k/) ბოლო e არ იკითხება და სხვა[1].
ზოგიერთ დამწერლობათა სისტემაში, იმის მიხედვით, თუ რა ადგილი უჭირავს ასოს სიტყვაში, მას აქვს ვარიანტები(ალოგრაფები), ე.ი. ერთი და იგივე ასო სხვადასხვაგვარად იწერება. მაგალითად, არაბული ق(იზოლირებული), ـقـ(შუაში) გადმოსცემენ კ-ს და სხვა.
ასოები სხვადასხვა დამწერლობებში
ბერძნული ანბანი: Α, Β, Γ, Δ, Ε, Ζ, Η, Θ, Ι, Κ, Λ, Μ, Ν, Ξ, Ο, Π, Ρ, Σ, Τ, Υ, Φ, Χ, Ψ, Ω
ქართული ანბანი: ა, ბ, გ, დ, ე, ვ, ზ, თ, ი, კ, ლ, მ, ნ, ო, პ, ჟ, რ, ს, ტ, უ, ფ, ქ, ღ, ყ, შ, ჩ, ც, ძ, წ, ჭ, ხ, ჯ, ჰ
იხილეთ აგრეთვე
სქოლიო
- ↑ 1.0 1.1 ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 1, თბ., 1975. — გვ. 637.