მსოფლიო საფეხბურთო ჩემპიონატი 1930: განსხვავება გადახედვებს შორის
[შემოწმებული ვერსია] | [შემოწმებული ვერსია] |
Luckas-bot (განხილვა | წვლილი) მ r2.7.1) (ბოტის დამატება: hy:Ֆուտբոլի աշխարհի առաջնություն 1930 |
No edit summary |
||
ხაზი 266: | ხაზი 266: | ||
* {{flagicon|YUG}} [[დორდე ვუიადინოვიჩი]] |
* {{flagicon|YUG}} [[დორდე ვუიადინოვიჩი]] |
||
</div> |
</div> |
||
⚫ | |||
⚫ | |||
{{დაიწყე დაფა}} |
{{დაიწყე დაფა}} |
||
{{მემკვიდრეობის ყუთი|ტიტული=[[ფიფას მსოფლიო საფეხბურთო ჩემპიონატი|ფეხბურთის მსოფლიო ჩემპიონატი]]||წინამორბედი= — |შემდეგი=[[ფეხბურთის მსოფლიო ჩემპიონატი 1934|1934]] |წლები='''1930'''}} |
{{მემკვიდრეობის ყუთი|ტიტული=[[ფიფას მსოფლიო საფეხბურთო ჩემპიონატი|ფეხბურთის მსოფლიო ჩემპიონატი]]||წინამორბედი= — |შემდეგი=[[ფეხბურთის მსოფლიო ჩემპიონატი 1934|1934]] |წლები='''1930'''}} |
||
{{დაასრულე დაფა}} |
{{დაასრულე დაფა}} |
||
⚫ | |||
⚫ | |||
{{fb start}} |
{{fb start}} |
09:18, 27 აგვისტო 2011-ის ვერსია
მსოფლიო საფეხბურთო ჩემპიონატი 1930 1er Campeonato Mundial de Futbol | |
---|---|
მსოფლიო საფეხბურთო ჩემპიონატი 1930 | |
ტურნირის დეტალები | |
ადგილი | ურუგვაი |
ქალაქები | 1 |
სტადიონები | 3 |
ტურნირის ვადები | 13 ივლისი - 30 ივლისი |
მონაწილე | 13 |
საპრიზო ადგილები | |
ჩემპიონი | ურუგვაი |
მეორე ადგილი | არგენტინა |
მესამე ადგილი | აშშ |
მეოთხე ადგილი | იუგოსლავია |
ტურნირის სტატისტიკა | |
დასწრება | 434 500 (24 139 თამაშზე) |
მატჩები | 18 |
გოლები | 70 (3.89 თამაშში) |
ბომბარდირ(ებ)ი | გილიერმო სტაბილე (8 გოლი) |
პირველი მსოფლიო ჩემპიონატი ფეხბურთში ურუგვაიში 1930 წელს გაიმართა. ფიფამ მასპინძლად ეს სამხრეთამერიკული ქვეყანა იმიტომ აირჩია, რომ ისინი ფეხბურთში მოქმედი ოლიმპიური ჩემპიონები იყვნენ. ამასთანავე, აღინიშნებოდა მათი დამოუკიდებლობის ასი წლისთავი და მსოფლიო ჩემპიონატის ამ ქვეყანაში ჩატარება ზეიმის ელფერს მიიღებდა. ამ გადაწყვეტილებას კი შეეწინააღმდეგნენ ევროპული ქვეყნები. ისინი ამბობდნენ, რომ ურუგვაელები ვერ შეძლებდნენ მსოფლიო ჩემპიონატის ღირსეულად მასპინძლობას, თანაც, შეუძლებელი იყო მსაჯები ექსპანსიური ურუგვაელი გულშემატკივრის წნეხის ქვეშ არ მოჰყოლოდნენ, ეს კი იმას ნიშნავდა, რომ ევროპელები განწირული იყვნენ. ამის მიუხედავად, ფიფას პრეზიდენტმა ჟიულ რიმემ გადაწყვეტილება არ შეცვალა.
დათქმული დროისათვის ევროპიდან არც ერთი განაცხადი არ იყო შესული. ჟიულ რიმეს თავისი ავტორიტეტის გამოყენება დასჭირდა, რათა საფრანგეთის, ბელგიის, იუგოსლავიისა და რუმინეთის გუნდებს გათამაშებაში მონაწილეობა მიეღოთ. ფიფამ პირველი მსოფლიო ჩემპიონატის წინ მიიღო კანონი, რომლის მიხედვითაც ეროვნულ ნაკრებში მხოლოდ ამ ქვეყნის მოქალაქეებს უნდა ეთამაშათ.
ტურნირში მონაწილეობა მიიღო ცამეტი ქვეყნის გუნდმა, აქედან ცხრა ევროპიდან, ხოლო ოთხი ევროპიდან იყო. მსოფლიო ჩემპიონატის ფავორიტად მასპინძელ ურუგვაისთან ერთად არგენტინა და ბრაზილია მიიჩნეოდნენ. შეჯიბრება შერეული წესით ჩატარდა: ქვეჯგუფებში მატჩები წრიული, ხოლო შემდეგ ოლიმპიური სისტემით იმართებოდა.
ტურნირის მიმდინარეობა
I ჯგუფი
ამ ჯგუფში კენჭისყრით არგენტინა, საფრანგეთი, მექსიკა და ჩილე მოხვდნენ. არგენტინელებმა გაამართლეს ფავორიტის სტატუსი. ფრანგები ბევრს ეცადნენ, დიდი წინააღმდეგობა გაუწიეს არგენტინელებს, მაგრამ დამარცხდნენ მინიმალური ანგარიშით 1:0. თვითმხილველები მსაჯის არაობიექტურობასაც აღნიშნავენ. მატჩის 84–ე წუთზე ფრანგი ფეხბურთელი მეკარესთან პირისპირ გავიდა და ამ დროს მსაჯმა საფინალო სასტვენის ნიშანი მისცა.[1] ამ მატჩამდე საფრანგეთი მექსიკის ნაკრებს შეხვდა. ეს მატჩი კი იმითაა აღსანიშნავი, რომ ფრანგმა ლუსიენ ლორანმა მსოფლიო ჩემპიონატების ისტორიაში პირველი გოლი გაიტანა, მისმა ნაკრებმა კი ანგარიშით 4:1 იმარჯვა. არგენტინას მსაჯმა დახმარება მექსიკასთანაც გაუწია. მან არგენტინის კარში პენალტი ორჯერ დანიშნა, თუმცა, რადგანაც მაშინ ნაბიჯებით ზომავდნენ საპენალტე ადგილს, აღმოჩნდა, რომ მექსიკელებს ორივე დარტყმა 15 მეტრიდან შეუსრულებიათ.[2] მექსიკელებმა ხსენებული ეპიზოდების გამოყენება ვერ შეძლეს, საბოლოოდ კი 6:3 დამარცხდნენ. არგენტინელებმა მესამე მატჩშიც დაამარცხეს ჩილე და ნახევარფინალისკენ გზა გაიკაფეს.
II ჯგუფი
ამ ჯგუფში სამი გუნდი ეცილებოდა პირველობას: ბრაზილია, იუგოსლავია და ბოლივია. ბრაზილიელები მოულოდნელად დამარცხდნენ სლავებთან. ევროპელებმა მეორე მატჩიც იოლად მოუგეს ბოლივიის სუსტ გუნდს და ნახევარფინალში გავიდნენ. როგორც შემდგომ აღმოჩნდა, იუგოსლავია ერთადერთი გუნდი აღმოჩნდა, რომელმაც ტურნირის ამ ეტაპზე გააღწია.
III ჯგუფი
როგორც მოსალოდნელი იყო, ურუგვაის უპრობლემოდ ხვდა პირველი ადგილი მესამე ჯგუფში. მათ ზედმეტი გსართულების გარეშე მოუგეს რუმინეთს (4:0) და პერუს (1:0).
IV ჯგუფი
ყველაზე დიდი მოულოდნელობა ნახევარფინალში აშშ–ის გასვლა იყო. როგორც გაირკვა, მათ გუნდში ინგლისელი პროფესიონალები ჰყოლიათ, რომლებიც ამერიკის მოქალაქეები იყვნენ. ცრდილოამერიკელებმა ერთნაირი ანგარიშით – 3:0 დაამარცხეს ბელგიელები და პარაგვაელები.
ნახევარფინალი
ნახევარფინალში არგენტინელები ამერიკელებს, ხოლო ურუგვაელები იუგოსლავიელებს დაუპირისპირდნენ. ორივე მატჩი სამხრეთამერიკელების გამარჯვებით დასრულდა ანგარიშით 6:1. ევროპელებიც მსაჯმა დაჩაგრა. მან აშკარა წესის დარღვევით გატანილი გოლები ჩაუთვალა მასპინძლებს (ერთ–ერთ მომენტში ურუგვაელს საგოლე გადაცემა პირით ხაზს იქით მდგარმა პოლიციელმა (!) გაუკეთა. ამასთანავე, სტუმრებს გოლი არ ჩაუთვალა.[3]
ფინალი
ფინალში ერთმანეთის პირისპირ ურუგვაელი და არგენტინელი ფეხბურთელები წარდგნენ. პირველ ტაიმში უპირატესობა არგენტინელებს ჰქონიათ, მართალია, თავიდან ურუგვაელები დაწინაურდნენ დორადოს გოლით, მაგრამ შესაბამისად, 35–ე და 37–ე წუთებზე პესელიმ და სტაბილემ წინ გაიყვანეს არგენტინის ნაკრები.
შესვენების შემდეგ ურუგვაელებმა თავბრუდამხვევი ტემპი შესთავაზეს სტუმრებს და ანგარიში სეას გოლით გაათანაბრეს, ხოლო ირიარტემ და კასტრომ კიდევ შეაგდეს თითო ბურთი და წინ გავიდნენ. მსაჯის საფინალო სასტვენმა პირველი მსოფლიო ჩემპიონი გამოავლინა – ურუგვაი!
ამ გამარჯვებამ ეროვნული დღესასწაულის სახე მიიღო. მონტევიდეოში ხალხი გამარჯვებას ზეიმობდა. თურმე ფინალური მატჩის დროს ურუგვაიში მიმდინარეობდა საპარლამენტო სხდომა, მაგრამ ურუგვაის საკანონმდებლო ორგანომ ვერ შეძლო სახელმწიფო საქმეებისათვის ყურადღება დაეთმო: ისინი ფიქრით და გონებით სტადიონზე იმყოფებოდნენ და როდესაც მათ თანამემამულეთა გამარჯვების ამბავი მოახსენეს, მაშინვე სრული შემადგენლობით სტადიონისკენ გაემართნენ, სადაც ფეხბურთელებს წარმატება მიულოცეს. ამ დროისათვის არგენტინაში საპირისპირო განწყობა სუფევდა. გულშემატკივრებმა ჯავრი მათ ქვეყანაში მცხოვრებ ურუგვაელებზე იყარეს და გული მოიოხეს.
აღსანიშნავია ისიც, რომ ურუგვაელები მეტად სერიოზულად ეკიდებოდნენ ამ შეჯიბრებას. გუნდი ჩემპიონატის დაწყებამდე ორი თვით ადრე შეიკრიბა. ნაკრებში რკინის დისციპლინა სუფევდა, ასევე იყო ქანცგამომცლელი ვარჯიშები. თურმე მათ მწვრთნელს, ალბერტო სუპიჩს მათი მეკარის მასალის დამსახურება არად ჩაუგდია (იგი 1924 და 1928 წლების ოლიმპიადების გმირი იყო) და ბაზის დატოვების გამო ნაკრებიდან გაუთავისუფლებია.
გუნდის ძირითად ბირთვს 1928 წლის ოლიმპიადის მომგები ფეხბურთელები წარმოადგენდნენ. ყოველი მატჩის წინ მწვრთნელი საკუთარ შეგირდებს ეუბნებოდა: „მე ყველაფერი გავაკეთე, რაც ჩემზე იყო დამოკიდებული, დანარჩენი თქვენ იცით, გადით მოედანზე და გააკეთეთ ის, რაც აქამდე გისწავლიათ“.
იმდროინდელ ფეხბურთს კარგად ასახავდა დევიზი:„გამარჯვების მისაღწევად ყველა საშუალება კარგია“. ეს კარგად გამოჩნდა ამ და შემდეგ მსოფლიო ჩემპიონატზე.
ქალაქები და სტადიონები
1930 წელს ყველა მატჩი ჩატარდა მონტევიდეოში.
შედეგები
ჯგუფი А
გუნდი | 1 | 2 | 3 | 4 | მ | ფ | წ | ბურთები | ქულა |
---|---|---|---|---|---|---|---|---|---|
1. არგენტინა | 3:1 | 1:0 | 6:3 | 3 | 0 | 0 | 10−4 | 6 | |
2. ჩილე | 1:3 | 1:0 | 3:0 | 2 | 0 | 1 | 5−3 | 4 | |
3. საფრანგეთი | 0:1 | 0:1 | 4:1 | 1 | 0 | 2 | 4−3 | 2 | |
4. მექსიკა | 3:6 | 0:3 | 1:4 | 0 | 0 | 3 | 4−13 | 0 |
ჯგუფი B
გუნდი | 1 | 2 | 3 | მ | ფ | წ | ბურთები | ქულა |
---|---|---|---|---|---|---|---|---|
1. იუგოსლავია | 2:1 | 4:0 | 2 | 0 | 0 | 6−1 | 4 | |
2. ბრაზილია | 1:2 | 4:0 | 1 | 0 | 1 | 5−2 | 2 | |
3. ბოლივია | 0:4 | 0:4 | 0 | 0 | 2 | 0−8 | 0 |
ჯგუფი C
გუნდი | 1 | 2 | 3 | მ | ფ | წ | ბურთები | ქულა |
---|---|---|---|---|---|---|---|---|
1. ურუგვაი | 4:0 | 1:0 | 2 | 0 | 0 | 5−0 | 4 | |
2. რუმინეთი | 0:4 | 3:1 | 1 | 0 | 1 | 3-5 | 2 | |
3. პერუ | 0:1 | 1:3 | 0 | 0 | 2 | 1−4 | 0 |
ჯგუფი D
გუნდი | 1 | 2 | 3 | მ | ფ | წ | ბურთები | ქულა |
---|---|---|---|---|---|---|---|---|
1. აშშ | 3:0 | 3:0 | 2 | 0 | 0 | 6−0 | 4 | |
2. პარაგვაი | 0:3 | 1:0 | 1 | 0 | 1 | 1−3 | 2 | |
3. ბელგია | 0:3 | 0:1 | 0 | 0 | 2 | 0−4 | 0 |
1/2 ფინალი
არგენტინა — აშშ 6:1
ურუგვაი — იუგოსლავია 6:1
ფინალი
მსოფლიო ჩემპიონატის გამარჯვებული |
---|
ურუგვაი პირველი წოდება |
ბომბარდირები
8 ბურთი
5 ბურთი
4 ბურთი
3 ბურთი
2 ბურთი
1 ბურთი
- მარიო ევარისტო
- ალეხანდრო სკოპელი
- ფრანცისკო ვარალო
- კარლოს ვიდალი
- მარსელ ლანჟიე
- ლუსიენ ლორანი
- ხუან კარენიო
- რობერტო გაიონი
- ლუის ვარგას პენა
- ლუის სოუზა ფერეირა
- შტეფან ბარბუ
- ადალბერტ დესუ
- კონსტანტინ სტანციუ
- ჯიმ ბრაუნი
- ჰექტორ სკარონე
- ბლაგოე მარიანოვიჩი
- ბრანისლავ სეკულიჩი
- ალექსანდარ ტირნანიჩი
- დორდე ვუიადინოვიჩი
წინამორბედი: — |
ფეხბურთის მსოფლიო ჩემპიონატი 1930 |
შემდეგი: 1934 |
სქოლიო
|