თავშავა: განსხვავება გადახედვებს შორის

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
[შეუმოწმებელი ვერსია][შეუმოწმებელი ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
ბოტის დამატება: sr:Origanum; cosmetic changes
r2.6.4) (ბოტის დამატება: tl:Origanum
ხაზი 33: ხაზი 33:
[[sr:Origanum]]
[[sr:Origanum]]
[[sv:Mejramsläktet]]
[[sv:Mejramsläktet]]
[[tl:Origanum]]
[[uk:Орігано]]
[[uk:Орігано]]
[[zh:牛至属]]
[[zh:牛至属]]

18:08, 15 აგვისტო 2011-ის ვერსია

Origanum vulgare

თავშავა (Origanum), მრავალწლოვან ბალახოვან მცენარეთა გვარი ტუჩოსანთა ოჯახისა. წვრილი მოვარდისფრო-მეწამული ყვავილები შეკრებილია ფარისებრ ყვავილედებად. 20-ზე მეტი სახეობა ევროპაში (უმთავრესად ხმელთაშუაზღვისპირეთის ქვეყნებში) და დასავლეთ აზიაშია გავრცელებული. საქართველოში ფართოდ არის გავრცელებული Origanum vulgare. იზრდება მშრალ მდელოებზე, ველებზე, ნათელ ტყეებში, ბუჩქნარებში. თაფლოვანი და ეთერზეთოვანია. შეიცავს აგრეთვე მთრიმლავ ნივთიერებებს და ასკორბინის მჟავას. გახმობილი ყვავილებისა და ფოთლების ნახარშს ხმარობენ ნაწლავების ატონიის დროს, ამოსახველებელ საშუალებად. ფოთლებს იყენებენ კულინარიაში, ლიქიორისა და არყის წარმოებაში.

ლიტერატურა

  • ქსე, ტ. 4, გვ. 570-571, თბ., 1979