ვიკიპედია:მოქმედება რამდენიმე ანგარიშით: განსხვავება გადახედვებს შორის

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
No edit summary
ხაზი 19: ხაზი 19:
*'''მხარდაჭერის ილუზიის შექმნა''': ალტერნატიული ანგარიშები არ უნდა იქნას გამოყენებული იმაზე მეტი მხარდაჭერის ილუზიის შესაქმნელად ერთ-ერთი მოსაზრებისთვის, ვიდრე ეს სინამდვილეშია.
*'''მხარდაჭერის ილუზიის შექმნა''': ალტერნატიული ანგარიშები არ უნდა იქნას გამოყენებული იმაზე მეტი მხარდაჭერის ილუზიის შესაქმნელად ერთ-ერთი მოსაზრებისთვის, ვიდრე ეს სინამდვილეშია.
*'''პროექტის სივრცის რედაქტირება''': დაუხურავ ალტერნატიულ ანგარიშებს აკრძალული აქვთ: ვიკიპედიის პოლიტიკის, სახელმძღვანელოებისა და საკუთარი განხილვის გვერდების რედაქტირება; კომენტირება არბიტრაჟის პროცედურებზე; ხმის მიცემა [[ვიკიპედია:ადმინისტრატორების არჩევნები|ადმინისტრატორების არჩევნებში]], ასევე სხვა სახის ნებისმიერ არჩევნებში.<ref>იხილეთ [[:en:Wikipedia:Requests for arbitration/Privatemusings#Sockpuppetry]].</ref>
*'''პროექტის სივრცის რედაქტირება''': დაუხურავ ალტერნატიულ ანგარიშებს აკრძალული აქვთ: ვიკიპედიის პოლიტიკის, სახელმძღვანელოებისა და საკუთარი განხილვის გვერდების რედაქტირება; კომენტირება არბიტრაჟის პროცედურებზე; ხმის მიცემა [[ვიკიპედია:ადმინისტრატორების არჩევნები|ადმინისტრატორების არჩევნებში]], ასევე სხვა სახის ნებისმიერ არჩევნებში.<ref>იხილეთ [[:en:Wikipedia:Requests for arbitration/Privatemusings#Sockpuppetry]].</ref>
*'''პოლიტიკისა ან სანქციებისგან თავის არიდება''': ვიკიპედიის პოლიტიკა მოქმედებს პიროვნებების და არა მათი ანგარიშების მიხედვით. მეორე ანგარიშის გამოყენება პოლიტიკის დასარღვევად გამოიწვევს სანქციებს როგორც მეორე, ასევე მომხმარებლის ძირითად ანგარიშზეც, ხოლო ამ ანგარიშისთვის უკვე არსებული დროებითი აკრძალვების ან ბლოკირების შემთხვევაში — მათ გახანგრძლივებას. იხილეთ ასევე [[ვიკიპედია:ბლოკირება|ვიკიპედიის პოლიტიკა ბლოკირების შესახებ]].


== სქოლიო ==
== სქოლიო ==

16:49, 4 აგვისტო 2011-ის ვერსია

იმის გასაგებად, თუ როგორ უნდა განათავსოთ თხოვნა რამდენიმე ანგარიშით მოქმედი მომხმარებელის შესახებ, მოინახულეთ ეს გვერდი.

როგორც წესი, ვიკიპედიის მომხმარებლები უნდა იყენებდნენ მხოლოდ ერთ ანგარიშს (სასურველია, რეგისტრირებულს). ერთი ანგარიშის გამოყენება უზრუნველყოფს რედაქტირების უწყვეტობას, ამაღლებს ანგარიშვალდებულების შეგრძნებას და აყალიბებს საზოგადოების ნდობას ერთმანეთისადმი, რაც ენციკლოპედიისთვის გრძელვადიანი სტაბილურობის წინაპირობაა. მიუხედავად იმისა, რომ არსებობს რამდენიმე ანგარიშის გამოყენების კანონიერი მიზეზები, მათი გამოყენება სხვა მომხმარებელთა შეცდომაში შეყვანის, დაპირისპირებათა გამწვავების, მოტყუების, დისკუსიათა ჩაშლის, კონსენსუსის მიღწევისთვის ხელის შეშლის ან სანქციების თავიდან აცილების მიზნით, დიდი მხარდაჭერის ილუზიის შესაქმნელად ერთ-ერთი მოსაზრებისთვის ან, ზოგადად, საზოგადოებაში დამკვიდრებული სტანდარტების დასარღვევად — მოქმედება რამდენიმე ანგარიშით — აკრძალულია. ასეთ ანგარიშებს უწოდებენ ვირტუალებს, თოჯინებს, კლონებს ან მარიონეტებს.

მოქმედება რამდენიმე ანგარიშით, შესაძლოა, სხვადასხვა ფორმით გამოვლინდეს:

  • ახალი ანგარიშების შექმნა დეტექტირების თავიდან აცილების მიზნით;
  • სისტემიდან გასვლა პრობლემატური რედაქტირებების გასაკეთებლად IP მისამართიდან;
  • ძველი გამოუყენებელი ანგარიშების გააქტიურება და მათი სხვადასხვა მომხმარებლად წარმოდგენა;
  • მეგობრების დარწმუნება ანგარიშების შექმნაში ერთ-ერთი მოსაზრების მხარდასაჭერად.

რამდენიმე ანგარიშის არასწორად გამოყენება საზოგადოების ნდობის სერიოზულ დარღვევად ითვლება, რასაც საბოლოოდ ყველა ამ ანგარიშისა და IP მისამართის ბლოკირება მოჰყვება შედეგად როგორც ვიკიპედიაში, ასევე მის დობილ პროექტებში. პოტენციურად შესაძლებელია ასევე რამდენიმე ანგარიშით მოქმედებას შედეგად მოჰყვეს პიროვნების „რეალური“ საქმიანობისა და პირადი ინფორმაციის საჯაროდ გამოვლენა, თუ კი ეს მიიჩნევა მომავალში მსგავსი ქმედების თავიდან აცილებისათვის საჭიროდ.[1]

მომხმარებლებმა, რომელთაც სურთ გამოიყენონ რამდენიმე ანგარიში დაშვებული მიზეზების გამო, უნდა უზრუნველყონ ბმულები ამ ანგარიშებსა და შესაბამის მომხმარებლის გვერდებს შორის (იხილეთ ქვემოთ), თითოეული ასეთი ანგარიშის დანიშნულებისა და ურთიერთკავშირის ახსნა-განმარტებით. ასეთ შემთხვევაში, სასურველია მომხმარებლისა და მისი განხილვის გვერდის გადამისამართება შესაბამის მომხმარებელსა და განხილვის გვერდზე. მომხმარებლებმა, რომლებიც იყენებენ ანგარიშებს ბმულების გარეშე ან ცალკე IP მისამართებს, უნდა ძალიან იფრთხილონ, რადგან ისეთი უბრალო მოქმედებაც კი, როგორებიცაა ვიკიფიცირება, ენათშორისი თუ შიდა ბმულების ჩასმა, შესაძლოა, მიჩნეული იქნას მოქმედებად რამდენიმე ანგარიშით, წესების დარღვევად, და ასეთ შემთხვევაში, ჩვეულებრივ, კეთილისმსურველი მიზნები სანქციების თავიდან აცილების მიზეზი ვერ გახდება.

ალტერნატიული ანგარიშების არასწორი გამოყენება
მალხმობა:
ვპ:არასწორი

ალტერნატიული ანგარიშების არასწორი გამოყენება მოიცავს, მაგრამ არ ამოიწურება ქვემოთ წარმოდგენილი შემთხვევებით:

  • მხარდაჭერის ილუზიის შექმნა: ალტერნატიული ანგარიშები არ უნდა იქნას გამოყენებული იმაზე მეტი მხარდაჭერის ილუზიის შესაქმნელად ერთ-ერთი მოსაზრებისთვის, ვიდრე ეს სინამდვილეშია.
  • პროექტის სივრცის რედაქტირება: დაუხურავ ალტერნატიულ ანგარიშებს აკრძალული აქვთ: ვიკიპედიის პოლიტიკის, სახელმძღვანელოებისა და საკუთარი განხილვის გვერდების რედაქტირება; კომენტირება არბიტრაჟის პროცედურებზე; ხმის მიცემა ადმინისტრატორების არჩევნებში, ასევე სხვა სახის ნებისმიერ არჩევნებში.[2]
  • პოლიტიკისა ან სანქციებისგან თავის არიდება: ვიკიპედიის პოლიტიკა მოქმედებს პიროვნებების და არა მათი ანგარიშების მიხედვით. მეორე ანგარიშის გამოყენება პოლიტიკის დასარღვევად გამოიწვევს სანქციებს როგორც მეორე, ასევე მომხმარებლის ძირითად ანგარიშზეც, ხოლო ამ ანგარიშისთვის უკვე არსებული დროებითი აკრძალვების ან ბლოკირების შემთხვევაში — მათ გახანგრძლივებას. იხილეთ ასევე ვიკიპედიის პოლიტიკა ბლოკირების შესახებ.

სქოლიო