პრატიბა პატილი: განსხვავება გადახედვებს შორის
[შეუმოწმებელი ვერსია] | [შეუმოწმებელი ვერსია] |
მ r2.7.1) (ბოტის დამატება: tr:Pratibha Patil |
Luckas-bot (განხილვა | წვლილი) მ r2.7.1) (ბოტის დამატება: br:Pratibha Patil |
||
ხაზი 63: | ხაზი 63: | ||
[[bn:প্রতিভা দেবীসিংহ পাটিল]] |
[[bn:প্রতিভা দেবীসিংহ পাটিল]] |
||
[[bpy:প্রতিভা পাতিল]] |
[[bpy:প্রতিভা পাতিল]] |
||
[[br:Pratibha Patil]] |
|||
[[cs:Pratibha Pátilová]] |
[[cs:Pratibha Pátilová]] |
||
[[da:Pratibha Patil]] |
[[da:Pratibha Patil]] |
17:12, 28 ივლისი 2011-ის ვერსია
პრატიბა პატილი | |
ინდოეთის პრეზიდენტი | |
---|---|
თანამდებობაზე ყოფნის დრო | |
25 ივლისი 2007 – დღემდე | |
წინამორბედი | აბდულ ქალამი |
დაბადებული | 19 დეკემბერი 1934 ნადგაონი ინდოეთი |
პრატიბა პატილი (მარატი: प्रतिभा पाटिल) (ქორწინების სახელი - Pratibha Devisingh Shekhavat प्रतिभा देविसिंह शेखावत)(დ. 19 დეკემბერი, 1934 მაჰარაშტრას შტატი, ჯალგაონის რაიონი, სოფელი ნადგაონი) — ინდოეთის პირველი ქალი-პრეზიდენტი. ის ასევე პირველი მაჰარაშთრელია ამ პოსტზე. ინდოეთის ეროვნული კონგრესის წევრი; გაერთიანებული პროგრესული ალიანსისა და ინდოეთის მემარცხენეთა კანდიდატი. გაიმარჯვა 2007 წლის 19 ივლისს ჩატარებულ საპრეზიდენტო არჩევნებში, სადაც დაამარცხა მისი უახლოესი მოპაექრე ბაირონ სინგ შეხავატი დაახ. 300 000 ხმით. პრეზიდენტად კურთხევა 25 ივლისს მოხდა.
განათლება
საშუალო განათლება ვიდიალიაში, ჯალგაონის რაიონში, მიიღო. მოგვიანებით სწავლას აგრძელებს ჯალგაონის კოლეჯში, სადაც ეუფლება პოლიტიკურ მეცნიერებებსა და ეკონომიკას, რომლის დამთავრების შემდეგ სწავლას აგრძელებს ბომბეის სახელმწიფო იურიდიულ ინსტიტუტში და იღებს ბაკალავრის ხარისხს იურისპრუდენციაში.
პოლიტიკური კარიერა
- 1967-1972 მაჰარაშტრას შტატის ჯანმრთელობის დაცვის მინისტრის მოადგილე.
- 1972-1974 მაჰარაშტრას შტატის სოციალური კეთილდღეობის მინისტრი.
- 1974-1975 მაჰარაშტრას შტატის ჯანმრთელობის დაცვის და სოციალური კეთილდღეობის მინისტრი.
- 1975-1976 მაჰარაშტრას შტატის კულტურის მინისტრი.
- 1977-1978 მაჰარაშტრას შტატის განათლების მინისტრი.
- 1979-1980 მაჰარაშტრას შტატის საკანონმდებლო ასამბლეის ოპოზიციური ფრაქციის ლიდერი.
- 1982-1983 მაჰარაშტრას შტატის ურბანული განვითარებისა და მშენებლობის მინისტრი.
- 1983-1985 მაჰარაშტრას შტატის სოციალური კეთილდღეობის მინისტრი.
- 1985-1988 ინდოეთის შტატების საბჭოს (რაჯია საბჰა) თავჯდომარე.
- 1988-1991 რაჯია საბჰას დეპუტატი.
- 1991-1996 ინდოეთის სახალხო პალატის ( ლოკ საბჰას) დეპუტატი.
- 1996-2004 ჩამოშორდა პოლიტიკურ ცხოვრებას.
- 2004-2007 რაჯასტანის შტატის გუბერნატორი.
- 2007 წლის 25 ივლისიდან ინდოეთის მეცამეტე პრეზიდენტი.
ოჯახი
ქალბატონი პრატიბა პატილი გათხოვილია. მისი მეუღლე მესამე ქორწინებიდან არის მუმბაის ინსტიტუტის ქიმიის პროფესორი დევესინგჰ რამსინგ შეხავათი. მათ ჰყავთ ორი შვილი: ქალიშვილი ჯიოტი რასორი და ვაჟიშვილი შრი რაჯენდრა სინგჰი.
რესურსები ინტერნეტში
წინამორბედი: აბდულ ქალამი |
ინდოეთის პრეზიდენტი 2007 – დღემდე |
შემდეგი: დღემდე |