ბაზიდიუმიანი სოკოები: განსხვავება გადახედვებს შორის

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
[შეუმოწმებელი ვერსია][შეუმოწმებელი ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
ბოტის დამატება: qu:Tiksicha k'allampa, ko:담자균류, no:Stilksporesopper, tl:Basidiomycota შეცვლა: uk:Базидіомікотові
r2.6.4) (ბოტის დამატება: kk:Базидиомицеттер
ხაზი 45: ხაზი 45:
[[it:Basidiomycota]]
[[it:Basidiomycota]]
[[ja:担子菌門]]
[[ja:担子菌門]]
[[kk:Базидиомицеттер]]
[[ko:담자균류]]
[[ko:담자균류]]
[[lt:Papėdgrybiai]]
[[lt:Papėdgrybiai]]

08:06, 28 ივლისი 2011-ის ვერსია

ბაზიდიუმიანი სოკოები
არყის სოკო
არყის სოკო
მეცნიერული კლასიფიკაცია
სამეფო:  სოკოები
კლასი:  ბაზიდიუმიანი სოკოები
ლათინური სახელი
Basídiomycetes

ბაზიდიუმიანი სოკოები, ბაზიდიომიცეტები (Basídiomycetes) (ბერძნ. basidion „ფუძე, ძირი“ და mykēs „სოკო“), უმაღლესი სოკოების კლასი, რომელთა გამრავლების ორგანოა ბაზიდიუმი. ტიპობრივ მომწიფებულ ბაზიდიუმს 4 ერთუჯრედიანი სპორა (ბაზიდიოსპორა) აქვს, რომლებიც განსაკუთრებულ გამონაზარდებზე — სტერიგმებზე სხედან. გაღივების დროს თითოეული ბაზიდიოსპორა იძლევა პირველად ჰაპლოიდურ მიცელიუმს, რომელიც ჩვეულებრივ მალე იცვლება დიპლოიდურით, რასაც ბაზიდიუმიანი სოკოების უმრავლესობაში წინ უძღვის ერთი და იმავე ან სხვადასხვა (ჰეტეროთალიზმი) მიცელიუმის უჯრედების შერწყმა. მიცელიუმზე ვითარდება ნაყოფსხეულები. შემდეგ მიმდინარეობს მეიოზი, რაც უმეტესად 4 ბირთვის წარმოქმნით მთავრდება. თითოეული ბირთვი ამ დროისათვის უკვე ჩამოყალიბებულ ბაზიდიოსპორებში გადადის.

ბაზიდიუმიანი სოკოების კლასი 15 ათასზე მეტ სახეობას შეიცავს. მრავალი მათგანი იჭმება (ბებარასოკო, დათვისსოკო, არყასოკო და სხვები), ზოგი შხამიანია (შხამასოკო, თეთრი შხამასოკო და სხვა); ზოგიერთი იწვევს მერქნის ლპობას, ზოგიც აზიანებს სასოფლო-სამეურნეო კულტურებს. ნაყოფსხეულებისა და სასპორე სხეულების მიხედვით ბაზიდიუმიანი სოკოები ორ ქვეკლასად იყოფა: ჰოლობაზიდიომიცეტებად (Holobasidiomycetes) და ფრაგმობაზიდიომიცეტებად (Phragmobasidiomvcetes).

ლიტერატურა

  • ქსე, ტ. 2, გვ. 144, თბ., 1977