მარიამ ბაუერი: განსხვავება გადახედვებს შორის

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
ახალი გვერდი: '''მარიამ ბენიამინის ასული ბაუერი''' (* 16 მაისი/29 მაისი, 1909, [[თბილ...
(განსხვავება არ არის)

14:29, 2 იანვარი 2007-ის ვერსია

მარიამ ბენიამინის ასული ბაუერი (* 16 მაისი/29 მაისი, 1909, თბილისი ― † 6 სექტემბერი, 1995, მოსკოვი, დაკრალულია თბილისში), ბალეტის მსახიობი, საქართველოს სახალხო არტისტი (1955)

1923 წელს თბილისში დაამთავრა მ. პერინის ქორეოგრაფიული სტუდია. იმავე წელს ჩაირიცხა თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრში. 1929-1930 წლებში სწავლობდა ლენინგრადის საბალეტო ტექნიკუმში. 1930-1960 წლებში კვლავ თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრის სოლისტია. 1936-1942 წლებში მუშობდა პედაგოგად თბილისის ქორეოგრაფიულ სტუდიაში. 1960 წლიდან თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრის ბალეტმაისტერ-რეპეტიტორია. ბაუერს ახასიათბდა ექსპრესია, ცეცხლოვანი გრნობა, მდიდარი ტექნიკა და მიმიკა. შეასრულა პარტიები: გულნარა (პუნის "კორსარი"), ზარემა (ასაფიევის "ბახჩისარაის შადრევანი"), თოჯინა (დელიბის "კოპელია"), ოდეტა (ჩაიკოვსკის "გედის ტბა"), ტაო-ხოა (გლიერის "წითლი ზვავილი") და სხვა. ბაუერის ნიჭის თავისებურებანი განსაკუთრებით მკაფიოდ გამოვლინდა სახასიათო პარტიებში: ქუჩის მოცეკვავე (მინკუსის "დონ კიხოტი"), ესპანური ცეკვა (ჩაიკოვსკის "გედის ტბა"), ინდური ცეკვა (თორაძის "გორდა", სსრკ სახელმწიფო პრემია, 1951) და სხვა.