ბერლინის კონგრესი: განსხვავება გადახედვებს შორის

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
[შეუმოწმებელი ვერსია][შეუმოწმებელი ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
+{{წყარო}}
r2.7.1) (ბოტის შეცვლა: de:Berliner Kongreß
ხაზი 18: ხაზი 18:
[[cs:Berlínský kongres]]
[[cs:Berlínský kongres]]
[[da:Berlinerkongressen]]
[[da:Berlinerkongressen]]
[[de:Berliner Kongress]]
[[de:Berliner Kongreß]]
[[en:Congress of Berlin]]
[[en:Congress of Berlin]]
[[eo:Kongreso de Berlino]]
[[eo:Kongreso de Berlino]]

13:12, 13 ივლისი 2011-ის ვერსია

ანტონ ფონ ვერნერი. ბერლინის კონგრესი.

ბერლინის კონგრესი (13 ივნისი13 ივლისი, 1878 წელი) — საერთაშორისო კონგრესი, რომელშიც მოწვეულ იქნა ავსტრია-უნგრეთის და ინგლისის მოთხოვნითა და გერმანიის მხარდაჭერით რუსეთ-ოსმალეთის 1877-1878 წლების ომის შემდგომ დადებული სან-სტეფანოს საზავო ხელშეკრულების (1878) პირობების გადასასინჯად.

კონგრესის შედეგად მაკედონია (სან-სტეფანოს საზავო ხელშეკრულებით შედიოდა ბულგარეთის შემადგენლობაში) დაუბრუნდა ოსმალეთს. ბულგარეთის ტერიტორია, რომელსაც მიღებული ქონდა ავტონომია, ნახევარზე მეტად შემცირდა. ბალკანეთის სამხრეთით მდებარე ბულგარელებით დასახლებული ოლქებისაგან შეიქმნა აღმოსავლეთი რუმელია, რომელიც სულთნის გამგეობაში რჩებოდა, თუმცა ენიჭებოდა ადმინისტრაციული ავტონომია. ცნეს სერბიის, ჩერნოგორიის და რუმინეთის დამოუკიდებლობა. ჩერნოგორიის ტერიტორია სან-სტეფანოს საზავის პირობებით მიღებულთან შედარებით შემცირდა ორი მესამედით. ავსტრია-უნგრეთმა მიიღო სლავებით დასახლებული ბოსნიისა და ჰერცოგოვინის ოკუპირების „უფლება“. რუსეთს დაუმკვიდრეს ბათუმი, ყარსი და არდაჰანი, ასევე ბესარაბიის სამხრეთ ნაწილი. ოსმალთა უღლისაგან საბოლოოდ გათავისუფლდა აჭარა-ქობულეთი, თუმცა საქართველოსა და სომხეთის მიწა-წყლის მნიშვლენოვანი ნაწილი კვლავ ოსმალეთს დარჩა.