ეპირი: განსხვავება გადახედვებს შორის
[შემოწმებული ვერსია] | [შემოწმებული ვერსია] |
No edit summary |
No edit summary |
||
ხაზი 19: | ხაზი 19: | ||
==ლიტერატურა== |
==ლიტერატურა== |
||
* {{ქსე|4 |168}} |
|||
07:52, 8 ივლისი 2011-ის ვერსია
ეპირი (ძვ. ბერძნ. Ἤπειρος, ბერძნ. Ήπειρος) — ისტორიულ-გეოგრაფიული ოლქი საბერძნეთის ჩრდილოეთ-დასავლეთ ნაწილში. აკრავს იონიის ზღვა. ფართობი 9203 კმ², მოსახლეობა 358 698 კაცი (2005 წ.). მოიცავს არტის, პრევეზის, თესპროტიდისა და იანინის ნომებს. მთავარი ქალაქია იანინა. ეპირის ზედაპირი მთიანია (მაქსიმალური სიმაღლე 2637 მ). სამხრეთ სანაპიროზე ამბრაკიის (არტის) ვაკეა. ჰავა და მცენარეულობა ხმელთაშუა ზღვის ტიპისაა.
ისტორია
ძველი ბერძნები ეპირს საერთოდ კონტინენტს უწოდებდნენ, თანდათანობით ამ სიტყვამ დაკარგა თავისი მნიშვნელობა და საბოლოოდ ჩრდილოეთ საბერძნეთის დასავლეთ ოლქს ეწოდა, ეპირი ძველთაგანვე ბერძნული წარმოშობის ტომებით ყოფილა დასახლებული, მაგრამ, როგორც ჩანს, ჩრდილოეთ ტომების შემოსევების შედეგად ისინი სამხრეთით გადასახლებულან, აქ კი ილირიელების მონათესავე ტომები დამკვიდრებულან. ისტორიულ ხანაში ეპირში სახლობდნენ ქაონები, თესპროტები, მოლოსები. ძველი წელთაღრიცხვის VIII საუკუნეში ეპირის ტერიტორიაზე კოლონიებს აარსებს კორინთი.
ძველი წელთაღრიცხვის IV საუკუნეში მოლოსების მეფე პიროსმა ეპირში ძლიერი პოლიტიკური გაერთიანება შექმნა. ძველი წელთაღიცხვის 198 წ. ეპირი მაკედონიის შემადგენლობაში შევიდა, ძვ. წ. 146 რომმა დაიპრო. ავგუსტუსმა აქციუმთან გამარჯვების აღსანიშნავად ეპირში ქალაქი ნიკოპოლისი დაარსა. დასავკეთ რომის იმპერიის დაცემის შემდეგ ეპირი ბიზანტიას ეკუთვნოდა, XV საუკუნეში კი ოსმალებმა დაიპყრეს. კონსტანტინოპოლის ხელშეკრულებით 1881 ეპირის ნაწილი - არტის ნომი - საბერძნეთს შეუერთა.
ბალკანეთის ომების (1912-1913 წწ.) შემდეგ მთელი ეპირი საბერძნეთის შემადგენლობაში შევიდა.
რესურსები ინტერნეტში
- Official site Region of Epirus
- Preveza Weather Station SV6GMQ - Live Weather Conditions (in English and Greek)
ლიტერატურა
- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 4, თბ., 1979. — გვ. 168.