ეპირი: განსხვავება გადახედვებს შორის

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
ახალი გვერდი: '''ეპირი''' - ისტორიულ-გეოგრაფიული ოლქი საბერძნეთის ჩრდილოეთ-და...
(განსხვავება არ არის)

07:33, 8 ივლისი 2011-ის ვერსია

ეპირი - ისტორიულ-გეოგრაფიული ოლქი საბერძნეთის ჩრდილოეთ-დასავლეთ ნაწილში. აკრავს იონიის ზღვა. ფართობი 9203 კმ², მოსახლეობა 358 698 კაცი (2005 წ.). მოიცავს არტის, პრევეზის, თესპროტიდისა და იანინის ნომებს. მთავარი ქალაქია იანინა. ეპირის ზედაპირი მთიანია (მაქსიმალური სიმაღლე 2637 მ). სამხრეთ სანაპიროზე ამბრაკიის (არტის) ვაკეა. ჰავა და მცენარეულობა ხმელთაშუა ზღვის ტიპისაა.

ძველი ბერძნები ეპირს საერთოდ კონტინენტს უწოდებდნენ, თანდათანობით ამ სიტყვამ დაკარგა თავისდი მიშვნელობა და საბოლოოდ ჩრდილოეთ საბერძნეთის დასავლეთ ოლქს ეწოდა, ეპირი ძველთაგანვე ბერძნული წარმოშობის ტომებით ყოფილა დასახლებული, მაგრამ, როგორც ჩანს, ჩრდილოეთ ტომების შემოსევების შედეგად ისინი სამხრეთით გადასახლებულან , აქ კი ილირიელების მონათესავე ტომები დამკვიდრებულან. ისტორილ ხანაში ეპირში სახლობდნენე ქაონები, თესპროტები, მოლოსები. ძველი წელთაღტიცხვის 8 საუკუნეში ეპირის ტერიტორიაზე კოლონიებს აარსებს კორინთი.

ძველი წელთაღრიცხვის 4 საუკუნეში მოლოსოების მეფე პიროსმა ეპირში ძლიერი პოლიტიკური გაერთიაენბა შექმნა. ძველი წელთაღიცხვის 198 წ. ეპირი მაკედონიის შემადგენლობაში შევიდა, ძვ. წ. 146 რომმა დაიპრო. ავგუსტუსმა აქციუმთან გამარჯვების აღსანიშნავად ეპირში ქალაქი ნიკოპოლისი დაარსა. დასავკეთ რომის იმპერიის დაცემის შემდეგ ეპირი ბიზანტიას ეკუთვნოდა, 15 საუკუნეში კი ოსმალებმა დაიპყრეს. კონსტანტინოპოლის ხელშეკრულებით 1881 ეპირის ნაწილი - არტის ნომი- საბერძნეთს შეუერთა. ბაკანეთის ომების *1912-1913) შემდეგ მთელი ეპირი საბერძნეთის შეადგენლობაში შევიდა.