თურქული ენები: განსხვავება გადახედვებს შორის

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
No edit summary
ხაზი 61: ხაზი 61:
* [[თათრული ენა]] 1,6 მლნ. ლაპარაკობენ: (ეთნიკურად 6,6 მლნ.) ცენტრალური რუსეთიდან დასავლეთ ციმბირამდე
* [[თათრული ენა]] 1,6 მლნ. ლაპარაკობენ: (ეთნიკურად 6,6 მლნ.) ცენტრალური რუსეთიდან დასავლეთ ციმბირამდე
* [[ყაშხაიური ენა]] 1,5 მლნ. ლაპარაკობენ: [[ირანი]], [[ფარსი]]სა და [[ხუცესტანი]]ს პროვინციები
* [[ყაშხაიური ენა]] 1,5 მლნ. ლაპარაკობენ: [[ირანი]], [[ფარსი]]სა და [[ხუცესტანი]]ს პროვინციები

{| border="0" width="800"
|
* [[თურქული ენა]]
* [[თურქოლოგია]]
* [[აღმოსავლეთმცოდნეობა]]
* [[თურქულენოვანი ხალხები]]
* [[ისლამი]]
* [[ისლამოლოგია]]
* [[ოსმანისტიკა]]
* [[ოსმალური ენა]]
|
* [[არაბისტიკა]]
* [[არაბული ენა]]
* [[სემიტური ენები]]
* [[არაბისტიკა]]
* [[სპარსული ენა]]
* [[ირანული ენები]]
* [[ირანისტიკა]]
* [[აზიისა და აფრიკის ინსტიტუტი]]
|
|}



== რესურსები ინტერნეტში ==
== რესურსები ინტერნეტში ==

20:43, 7 ივლისი 2011-ის ვერსია

მოცემული ფერით (   ) აღნიშნულია თურქული ენები მსოფლიოს სხვა ენათა ოჯახებისაგან უკეთ გამოსარჩევად

თურქული ენები ევრაზიაში ფართოდ გავრცელებულ ენათა ოჯახს წარმოადგენს და თავისი 40 ერთმანეთთან საკმაოდ ახლო მონათესავე ენით მოითვლის 150 მლნ. მოლაპარაკეს. გარდა ამისა, 180 მილიონამდე კაცი მეორე ენად მიიჩნევს თურქულ ენებს.

თურქულ ენათა წარმოშობა და დღევანდელი გავრცელების სივრცე არის საუკუნეთა განმავლობაში თურქ ხალხთა მრავალჯერადი გადაადგილების შედეგი.

სავარაუდოდ, თურქულ ენათა ჯგუფი, თავის მხრივ, ალთაურ ენებს უნდა მიეკუთვნებოდეს. ამ ჰიპოთეზას თურქული და ალთაური ენების (ამ ჯგუფში ძირითადად მონღოლური და ტუნგუსური ენები შედიან) ურთიერთნათესაობის შესახებ დღეს უკვე აღარ იზიარებს ბევრი ენათმეცნიერი, თუმცა ის საბოლოოდ მაინც არ უარუყვიათ ერთხმად.

თურქულ ენათა შიდა კლასიფიკაცია

თურქული ენები დაიყოფიან შემდეგ ჯგუფებად;

თურქულ ენათა ოჯახი

ცალკეულ თურქულ ენათა განაწილების დიაგრამა

ალათაურ ენათა სამი დიდი ჯგუფიდან თურქულ ენათა ოჯახი ერთ–ერთი ყველაზე გავრცელებულია მსოფლიოში და 40-მდე ენას მოიცავს. მოლაპარაკეთა რაოდენობის მხრივ 155 მლნ. კაცისთვის ერთ-ერთი თურქული ენა მშობლიურს წარმოადგენს , ხოლო 180 მილიონისთვის – მეორე ენას.

თურქული ენებს რიცხობრივად მე–7 ადგილი უჭირავს ინდოევროპული, ჩინურ-ტიბეტური, ნიგერ-კონგოს, სემიტურ-ქამიტური, ავსტრონეზიული და დრავიდული ენების შემდეგ. თურქულ ენებზე მოლაპარაკე ხალხებს გააჩნიათ მნიშვნელოვანი დემოგრაფიული ზრდის პოტენციალი მიმდინარე XXI საუკუნეში .

თურქულ ენათა უმეტესობა საკმაოდ დიდ მსგავსებას ავლენს ფონოლოგიაში, მორფოლოგიასა და სინტაქსში. ენათა ეს მსგავსება ართულებს ენათა შორის საზღვრების დადგენას, განსაკუთრებით ეს ეხება ერთმანეთის მეზობლად განლაგებულ თურქულენოვან ქვეყნებს, რომელთაც ხშირად სახელმწიფოებს შორის მდებარე ორივე მხარეს გარდამავალ დიალექტებზე მოსაუბრე მოსახლეობა ჰყავს. არადა, განცხადება იმის შესახებ, რომ საზღვრები ამ ხალხებს შორის ხელოვნურადაა გავლებული პოლიტიკურ ჟღერადობას შეიძენდა, რადგან საფუძველში არღვევს თურქულენოვან სახელმწიფოთა შორის ჩამოყალიბებულ თანხმობას.

თურქულ ენათა გეოგრაფიული გავრცელების არეალი

რეგიონები, სადაც ერთ თურქულ ენას მაინც აქვს სახელმწიფო ენის სტატუსი.

თურქულ ენებზე მოლაპარაკე ხალხებს უჭირავთ უზარმაზარი ტერიტორიები აღმოსავლეთ და სამხრეთ ევროპაში და დასავლეთ, შუა და ჩრდილოეთ აზიაში. ეს ტერიტორიები გადაჭიმულია ბალკანეთიდან ჩინეთამდე, ცენტრალური სპარსეთიდან ჩრდილოეთის ზღვამდე. ევრაზიის 30 ქვეყანას ჰყავს ერთ-ერთ თურქულ ენაზე (თურქეთის თურქული) მოლაპარაკეთა საკმაოდ დიდი რიცხვი.

მნიშვნელოვანია დასავლეთ ევროპაში, განსაკუთრებით კი გერმანიაში თურქულენოვანი მოსახლეობის (იხ. გერმანიის თურქობა) რაოდენობა, რომლის ზრდა მიგრაციის გამო განსაკუთრებით თვალშისაცემია XX საუკუნის 60-იანი წლებიდან მოყოლებული.

ისე და ისევ დიდი მსგავსებისა და ინტენსიური ურთიერთგავლენების გამო გართულებულია თურქული ენების შიდა გენეტიკური ნიშნით დაყოფა. დღემდე ყოველი მსგავსი მცდელობა მხოლოდ ახალი საკლასიფიკაციო ჰიპოთეზის შექმნით დასრულებულა.

მნიშვნელოვანი თურქული ენები

რიცხობრივად მნიშვნელოვანი თურქული ენებია:

სხვა თურქული ენები, რომელზე მოლაპარაკეთა რიცხვი 1 მილიონზე მეტს შეადგენს:


რესურსები ინტერნეტში