მიწისქვეშა წყალი: განსხვავება გადახედვებს შორის

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
No edit summary
ხაზი 1: ხაზი 1:
[[ფაილი:Oasis in Libya.jpg|thumb|280პქ|right|მიწისქვეშა წყლები]]
[[ფაილი:Oasis in Libya.jpg|thumb|280პქ|right|მიწისქვეშა წყლები ([[აფრიკა]])]]
'''მიწისქვეშა წყალი''' — [[დედამიწის ქერქი]]ს ზედა ნაწილის ქანებში თხევად, მყარ და აირად მდგომარეობაში მყოფი წყალი.
'''მიწისქვეშა წყალი''' — [[დედამიწის ქერქი]]ს ზედა ნაწილის ქანებში თხევად, მყარ და აირად მდგომარეობაში მყოფი წყალი.
მიწისქვეშა წყალი თავმოყრილია ფხვიერ, ფორიან და ნაპრალოვან ქანებში, აგრეთვე [[კარსტი|კარსტულ]] სიცარიეელებში. სიმძიმის ძალის გავლენით მოძრავ მიწისქვეშა წყალს ეწოდება ''გრავიტაციული'' ანუ თავისუფალი წყალი, ხოლო [[ქანი (გეოლოგია)|ქანებთან]] მოლეკულური ძალებით შეკავშირებულს - ბმული წყალი (ჰიგროსკოპული, აფსკური, კაპილარული და კრისტალიზაციური).

ხაზი 17: ხაზი 17:
მიწისქვეშა წყალი ბუნებრივი ხსნარია, რომელიც 60-ზე მეტ ქიმიურ ელემენტს შეიცავს. მიწისქვეშა წყალში გვხვდება მიკროორგანიზმებიც. მათი გავრცლეების კანონზომიერება განპირობებლია მრავალი [[გეოლოგია|გეოლოგიური]] და [[ფიზიკური გეოგრაფია|ფიზიკურ-გეოგრაფიული]] ფაქტორით. ბაქნებსა და კიდური როფების არეებში უმეტესად გავრცელებულია [[არტეზიული წყლები|არტეზიული აუზები]], ნაოჭა სისტემებში კი უფრო ხშირად ნაპრალური ტიპის მიწისქვეშა წყალი გვხვდება.

მიწისქვეშა წყალი დედამიწის წყლის რესურსების შემადგენელი ნაწილია, ამიტომ მის შესწეავლას დიდი სახალხო-სამეურნეო მნიშვნელობა აქვს.
მიწისქვეშა წყალი დედამიწის [[წყლის რესურსები]]ს შემადგენელი ნაწილია, ამიტომ მის შესწავლას დიდი სახალხო-სამეურნეო მნიშვნელობა აქვს.
მიწისქვეშა წყალი ერთ-ეთი ნშვნელოვანი სასარგებლო წიაღისეულია.
მიწისქვეშა წყალი ერთ-ეთი მნიშვნელოვანი სასარგებლო წიაღისეულია.

== იხილეთ აგრეთვე ==
== იხილეთ აგრეთვე ==

07:24, 19 ივნისი 2011-ის ვერსია

მიწისქვეშა წყლები (აფრიკა)

მიწისქვეშა წყალიდედამიწის ქერქის ზედა ნაწილის ქანებში თხევად, მყარ და აირად მდგომარეობაში მყოფი წყალი. მიწისქვეშა წყალი თავმოყრილია ფხვიერ, ფორიან და ნაპრალოვან ქანებში, აგრეთვე კარსტულ სიცარიეელებში. სიმძიმის ძალის გავლენით მოძრავ მიწისქვეშა წყალს ეწოდება გრავიტაციული ანუ თავისუფალი წყალი, ხოლო ქანებთან მოლეკულური ძალებით შეკავშირებულს - ბმული წყალი (ჰიგროსკოპული, აფსკური, კაპილარული და კრისტალიზაციური).

მიწისქვეშა წყლით გაჟღენთილ ქანთა ფენების (წყლიანი ჰორიზონტების) ერთობლიობა ქმნის წყლიან კომპლექსს. ქანებს წყალშეღწევადობისა და წყალგაცემის სხვადასხვა უნარი აქვს. წყალშეღწევადობის უნარის მიხედვით გამოყოფენ :

  • წყალშეღწევად (ფხვიერი და დანაპრალებული მასიური ქანები),
  • ნაწილობრივ წყალშეღწევად (წვრილმარცვლოვანი და თიხიანი ქვიშაქვები, ლიოსი, ტორფი, მერგელი);
  • წყალშეუღწევ (თიხები, დაუნაპრალებელი მასიური მაგმური, მეტამორფული ქანები და სხვ.) ქანებს.

ხმელეთის ზედაპირის ქვეშ არსებულ პირველ უახლოეს, მუდმივად არსებულ უდაწნეო წყლიან ჰორიზონტს ეწოდება გრუნტის წყლის ჰორიზონტი. უშუალოდ გრუნტის წყლის სარკის თავზე გავრცელებულია კაპილარული წყალი. ხმელეთის ზედაპირიდან გრუნტის წყლის სარკემდე არსებულ ზონას აერაციის ზონა ეწოდება.

მიწისქვეშა წყაროები

ამ ზონაში ხდება წყლის ჩაჟონვა ზედაპირიდან, ხოლო ფილტრაციის დაბალი უნარის მქონე ქანებში ჩნდება მიწისქვეშა წყლის დროებითი დანაგროვი, ე.წ. ლეჟერი (ზედა წყალი). გრუნტის წყლის ჰორიზონტი ქვევით მდებარე წყლიან ჰორიზონტებს, რომლებიც მისგან წყალშეუღწევი ქანებითაა გამოყოფილი, ეწოდება შრეთაშორისი წყლის ჰორიზონტები. წყალი აქ, ჩვეულებრივ, ჰიდროსტატიკური წნევის ქვეშ იმყოფება, ზოგჯერ კი უდაწნეოა. შრეთაშორისი მიწისქვეშა წყლის კვების არე განლაგებულია იქ, სადაც წყალშეუღწევადი ქანები ზედაპირზე შიშვლდება.

მიწისქვეშა წყალი ბუნებრივი ხსნარია, რომელიც 60-ზე მეტ ქიმიურ ელემენტს შეიცავს. მიწისქვეშა წყალში გვხვდება მიკროორგანიზმებიც. მათი გავრცლეების კანონზომიერება განპირობებლია მრავალი გეოლოგიური და ფიზიკურ-გეოგრაფიული ფაქტორით. ბაქნებსა და კიდური როფების არეებში უმეტესად გავრცელებულია არტეზიული აუზები, ნაოჭა სისტემებში კი უფრო ხშირად ნაპრალური ტიპის მიწისქვეშა წყალი გვხვდება.

მიწისქვეშა წყალი დედამიწის წყლის რესურსების შემადგენელი ნაწილია, ამიტომ მის შესწავლას დიდი სახალხო-სამეურნეო მნიშვნელობა აქვს. მიწისქვეშა წყალი ერთ-ეთი მნიშვნელოვანი სასარგებლო წიაღისეულია.

იხილეთ აგრეთვე

რესურსები ინტერნეტში

ლიტერატურა

  • ქსე, ტ. 7, გვ. 44-45, თბ., 1984.
  • ოვჩინიკოვი ა.მ. ზოგადი ჰიდროგეოლოგია, თბ., 1964;
  • Вернадский В. И., История минералов земной коры, т. 2 — История природных вод, ч. 1, в. 1—3, Л., 1933—1936;
  • Коноплянцев А. А., Семенов С. М., Прогноз и картирование режима грунтовых вод, М., 1974.