ვულკანური კონუსი: განსხვავება გადახედვებს შორის

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
No edit summary
ხაზი 9: ხაზი 9:
მსხვილი ვულკანური კონუსების ფერდობებს ხშირად [[ბარანკოსი|ბარანკოსების]] კვალი ემჩნევა.
მსხვილი ვულკანური კონუსების ფერდობებს ხშირად [[ბარანკოსი|ბარანკოსების]] კვალი ემჩნევა.


[[საქართველო]]ში ვულკანური კონუსები გარგად ჩანს [[ჯავახეთის ზეგანი|ჯავახეთის ზეგანსა]] და [[ყელის ზეგანი|ყელის მაღალმთიან პლატოზე]]. გამოსარჩევია [[თავკვეთილი]]ს, [[შავნაბადა]]ს, [[ქოროღლო]]ს, [[ნარვანხოხი]]სა და სხვ. ვულკანური კონუსები.
[[საქართველო]]ში ვულკანური კონუსები გარგად ჩანს [[ჯავახეთის ზეგანი|ჯავახეთის ზეგანსა]] და [[ყელის ზეგანი|ყელის მაღალმთიან ზეგანზე]]. გამოსარჩევია [[თავკვეთილი]]ს, [[შავნაბადა]]ს, [[ქოროღლო]]ს, [[ნარვანხოხი]]სა და სხვ. ვულკანური კონუსები.
ზოგიერთი ვულკანური კონუსი წესიერად არის შენახული, ზოგი დარღვეულია.
ზოგიერთი ვულკანური კონუსი წესიერად არის შენახული, ზოგი დარღვეულია.

09:54, 14 ივნისი 2011-ის ვერსია

ვულკანური კონუსი

ვულკანური კონუსი (ინგლ. Volcanic cone) — წაკვეთილი კონუსის ფორმის ვულკანური ნაგებობა, რომელიც წარმოქმნილია ვულკანის ამოფრქვევის პროდუქტების დაგროვების შედეგად. ვულკანური კონუსის წვერზე ხშირად კრატერია, ფერდობებზე განლაგებულია პარაზიტული კონუსები და ღია ნაპრალები, საიდანაც ლავა ინთხევა. ნაპრალებში ლავის გაცივების შედეგად წარმოიქმნება დაიკი, რომლებიც აძლიერებენ ნაგებობას.

ჩვეულებრივ ვულკანური კონუსის მწვერვალზე განლაგებულია კრატერი. ნატეხი მასალები (შლაკი, ფერფლი და სხვ.), რომლებიც გროვდებიან ნაპრალების გასწვრივ, წარმოიქმნიან კონუსს, რომლის ფერდობების სიმტკიცე სწორედ ამ ნატეხების ზომით არის განსაზღვრული. თხელი მასალა ქმნის ფერდობებს, რომელთა დახრილობა 40° და მეტია. მეტად დამახასიათებელი ფორმები გააჩნიათ შლაკურ ვულკანებს, რომლებიც წარმოადგენენ წაკვეთილ კონუსს, მწვერვალზე არსებული კრატერებითა და ფერდობთა დახრილობით 30-იდან 35°-მდე. ამდაგვარი ვულკანური კონუსების ზრდის ტემპი მნიშვნელოვანია.

ვულკანური კონუსის მაღალი ზრდის ტემპი ახასიათებდა ვულკან პარიკუტინს, რომელიც 1952 წლამდე მოქმედებდა. მსოფლიოს მსხვილი ვულკანების კონუსის უმეტესობა რთული აგებულებისაა და შედგება ფერფლისა და შლაკური ფენებისაგან. მსხვილი ვულკანური კონუსების ფერდობებს ხშირად ბარანკოსების კვალი ემჩნევა.

საქართველოში ვულკანური კონუსები გარგად ჩანს ჯავახეთის ზეგანსა და ყელის მაღალმთიან ზეგანზე. გამოსარჩევია თავკვეთილის, შავნაბადას, ქოროღლოს, ნარვანხოხისა და სხვ. ვულკანური კონუსები.

ზოგიერთი ვულკანური კონუსი წესიერად არის შენახული, ზოგი დარღვეულია.

რესურსები ინტერნეტში

ლიტერატურა

  • Геологический словарь: в 2-х томах. — М.: Недра. 1978