რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის მხარე: განსხვავება გადახედვებს შორის

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
[შეუმოწმებელი ვერსია][შეუმოწმებელი ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
r2.7.1) (ბოტის დამატება: br:Ratcha-Letchc'houmi ha Khvemo Svanethi
r2.7.1) (ბოტის დამატება: pnb:رچا لیخیومی-تے کویمو سوانتی
ხაზი 124: ხაზი 124:
[[pam:Racha-Lechkhumi and Kvemo Svaneti]]
[[pam:Racha-Lechkhumi and Kvemo Svaneti]]
[[pl:Racza-Leczchumi i Dolna Swanetia]]
[[pl:Racza-Leczchumi i Dolna Swanetia]]
[[pnb:رچا لیخیومی-تے کویمو سوانتی]]
[[ru:Рача-Лечхуми и Квемо-Сванети]]
[[ru:Рача-Лечхуми и Квемо-Сванети]]
[[sr:Рача-Лечхуми и Доња Сванетија]]
[[sr:Рача-Лечхуми и Доња Сванетија]]

21:21, 11 ივნისი 2011-ის ვერსია

რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის მხარე
ადმინისტრაციული ცენტრი ამბროლაური
სახელმწიფო რწმუნებული ოთარ სირაძე
რეგიონის კოდი GE-RL
ადმინისტრაციული ერთეული 4
ფართობი 4.954 კმ²
მოსახლეობის რაოდენობა 50.969 (2002)

რაჭა-ლეჩხუმის და ქვემო სვანეთის მხარე — მხარე დასავლეთ საქართველოში, მოიცავს ისტორიულ–გეოგრაფიული პროვინციების რაჭის, ლეჩხუმის და სვანეთის (ნაწილობრივ) ტერიტორიებს. რეგიონის საერთაშორისო კოდია: GE-RL. რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის მხარეში შედის საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული შემდეგი ადმინისტრაციულ-ტერიტორიული ერთეულები:

  1. ამბროლაურის მუნიციპალიტეტი;
  2. ლენტეხის მუნიციპალიტეტი;
  3. ონის მუნიციპალიტეტი;
  4. ცაგერის მუნიციპალიტეტი.

ზოგადი ცნობები

მხარის ფართობი შეადგენს 4954 კვ.კმ–ს, მოსახლეობა — 51 ათასს, მოსახლეობის სიმჭიდროვე 1 კვ.კმ–ზე — 10 კაცს. მხარის ადმინისტრაციული ცენტრია ქალაქი ამბროლაური. მხარეში 256 დასახლებული პუნქტია, მათ შორის:

ადგილობრივი მმართველობა

რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის რეგიონში აღმასრულებელ ხელისუფლებას განახორციელებს საქართველოს პრეზიდენტის სახელმწიფო რწმუნებული. მისი ფუნქციებია უზრუნველყოს რეგიონში საზოგადოებრივი წესრიგის დაცვის კოორდინაცია, რესურსების მობილიზება, ადმინისტრაციულტერიტორიული ერთეულების სოციალურ-ეკონომიკური განვითარების პროგრამების შემუშავებისა და განხორციელების ორგანიზება, ინვესტიციების მოზიდვისა და რეფორმების განხორციელების ხელშეწყობა, ადამიანის უფლებების დაცვა და სხვა.

მხარეში ადგილობრივი თვითმმართველობა ხორციელდება წარმომადგენლობითი (საკრებულო) და აღმასრულებელი (გამგეობა) ორგანოების მიერ შემდეგი ადმინისტრაციულ-ტერიტორიული ერთეულების მიხედვით. მხარის ადმინისტრაციული ერთეულებია: რაიონის გამგეობა — 4, სოფლის საკრებულოები — 56. საქართველოს იურისდიქცია არ ვრცელდება ონის რაიონის 2 საკრებულოზე (ყოფილი ჯავის რაიონის ნაწილი).

მოსახლეობა

  • მოსახლეობის რიცხოვნობა 1/01-2007 წ. _ 48525 კაცი,
    • მათ შორის: ქალაქის _ 9302 კაცი; სოფლის _ 39223 კაცი;
  • მოსახლეობის სიმჭიდროვე 1/01-2007 წ. _ 10,05 კვ. კმ-ზე;
  • მოსახლეობის მთლიანი რაოდენობიდან:
    • დასაქმებულია ეკონომიკაში _ 19053 კაცი,
    • უმუშევართა რიცხოვნობა _ 4797 კაცი;

მოსახლეობის ეროვნული შემადგენლობა:

  • ქართველი _ 99.3%,
  • ოსი _ 0.2%,
  • რუსი _ 0.2%,
  • აზერბაიჯანელი _ 0.1%,
  • აფხაზი _ 0.1%,
  • სხვა _ 0.1%,

მოსახლეობის რიცხოვნობა მსხვილ დასახლებებში:

ეკონომიკა

მხარის უდიდესი ნაწილი მაღალმთიანია და ეკონომიკა ძირითადად სოფლის მეურნეობას ემყარება. რეგიონში განვითარებულია მემცენარეობა (ძირითადად მეკარტოფილეობა, მევენახეობა) და მეცხოველეობა.

  • მთლიანი რეგიონალური პროდუქტი: 107121.5 ათ. ლარი

აქედან:

  • მრეწველობა _ 12999.5 ათ. ლარი, მთლიანი პროდუქტის 12%;
  • მშენებლობა – 10027 ათ. ლარი, მთლიანი პროდუქტის 9%;
  • სოფლის მეურნეობა _ 63300 ათ. ლარი, მთლიანი პროდუქტის 59%.
  • მომსახურება (ვაჭრობა, განათლება, ტურიზმი, ჯანდაცვა, ტრანსპორტი, და სხვა) –

20795 ათ. ლარი, მთლიანი პროდუქტის 20%.

  • ქვეყნის მთლიან შიდა პროდუქტში მხარის მთლიანი პროდუქტის ხვედრითი წილია 0.9%.
  • მთლიანი რეგიონალური პროდუქტი მოსახლეობის ერთ სულზე გაანგარიშებით შეადგენს 2207

ლარს. [2]

ღირსშესანიშნაობები

მხარის ტერიტორიაზე მდებარეობს ბუნების, არქიტექტურისა და კულტურის მრავალი ძეგლი, მათ შორის უმნიშვნელოვანესია:

ისტორია

მხარის ადრინდელი ისტორია იხილეთ სტატიებში:

სქოლიო