მარჩბივი (ასტროლოგია): განსხვავება გადახედვებს შორის

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
[შეუმოწმებელი ვერსია][შეუმოწმებელი ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
ბოტის დამატება: lb:Zwilling (Astrologie)
r2.7.1) (ბოტის დამატება: bn:মিথুন (জ্যোতিষ শাস্ত্র)
ხაზი 48: ხაზი 48:
[[be-x-old:Блізьняты (знак задыяку)]]
[[be-x-old:Блізьняты (знак задыяку)]]
[[bg:Близнаци (зодия)]]
[[bg:Близнаци (зодия)]]
[[bn:মিথুন (জ্যোতিষ শাস্ত্র)]]
[[bs:Blizanci (znak)]]
[[bs:Blizanci (znak)]]
[[ca:Gèminis (astrologia)]]
[[ca:Gèminis (astrologia)]]

13:17, 3 ივნისი 2011-ის ვერსია

სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ მარჩბივი.
მარჩბივი
სიმბოლო: ტყუპები
პერიოდი (ტროპიკული): 22 მაისი21 ივნისი
პერიოდი (ვარსკვლავური): 15 ივნისი16 ივლისი
პერიოდი (მზის): 21 ივნისი21 ივლისი
თანავარსკვლავედი: მარჩბივი
სტიქია: ჰაერი
ჯვარი: მუტაბელური
მმართველი პლანეტა: მერკური
განდევნილი: იუპიტერი
ეგზალტაცია: -
დაცემა: -
მარჩბივი

ნიშნის ზოგადი დახასიათება

მარჩბივის ნიშანი გამოისახება მოძრავი, ცოცხალი ტყუპებით — იუპიტერისა და ლედას ლეგენდარული შვილებით და რასაკვირველია, ამ დამატყვევებელი, იდუმალი ნიშნით დაბადებული ადამიანები, თავიანთი მერყევი, არამდგრადი ბუნებით, ყველას თავგზას უბნევენ, მათ შორის ასტროლოგებსაც. რატომაა, რომ ტყუპები ზოგჯერ გვანან ერთმანეთს და ზოგჯერ სრულიად განსხვავდებიან? შესაძლოა ამას ასტროლოგიური ახსნა ჰქონდეს, რაც მათ მფარველ პლანეტა მერკურის უკავშირდება, რომელიც ნაწილობრივ ხსნის ამ ნიშნის გაორებულობას, „ვერცხლისწყლისებრ“ დაუდგრომლობას, მათი ხასიათის მრავალმხრივ ასპექტებს.

მერკური, „ღმერთების ფრთოსანი შიკრიკი“ ჩვენში გონებრივ პროცესებსაც მართავს. ამიტომაც, მარჩბივები, რომლებსაც ეს პლანეტა უშუალოდ მართავს, მეტისმეტად ინტელექტუალურნი არიან და ამ მხრივ, ხშირად სხვებზე წინ დგანან. მარჩბივები განწყობის ადამიანები არიან. ცუდ გუნებაზე სულელური, დაუფიქრებელი ნაბიჯების გადადგმა შეუძლიათ, რომელთა გამოც შემდეგ ნანობენ.

მრავალფეროვნება მარჩბივების ძირითადი მახასიათებელია. ისინი მეტისმეტად მრავალმხრივი არიან, მაგრამ უნდა ისწავლონ ერთ რამეზე კონცენტრირება და საკუთარი შესაძლებლობების უაზრო ხარჯვას მოერიდონ. მერკური მარჩბივების გონებაში ცნობისმოყვარეობის მოდელს „ამონტაჟებს“, რაც მათ ყველაფრის ანალიზს, დაშლას, ისევ აწყობას და მომდევნო ამოცანაზე გადართვას აიძულებს.

ალბათ არცერთი სხვა ნიშანი არ ანიჭებს ისეთ მნიშვნელობას ახალგაზრდულ შთაბეჭდილებებს, რაც მარჩბივების მომავალ ცხოვრებაზე წარუშლელ გავლენას ახდენს. გონებამახვილი და საზრიანი მარჩბივები გარემოებათა გავლენის ქვეშ ადვილად ექცევიან და ახალგაზრდა ტყუპები ეთიკის დამცველების როლში გვევლინებიან. თუკი მათ ბავშვობიდანვე შთააგონეს სწორი ზნეობრივი ნორმები, ისინი მათ კიდევ უფრო გააძლიერებენ და განავითარებენ, რასაც პროდუქტიულობისა და კმაყოფილების ფილოსოფიად აქცევენ. მაგრამ თუკი მათ ბავშვობაში ვერ შეითვისეს ჭეშმარიტი მორალური ნორმები, ისინი კონვენციების წინააღმდეგ გაილაშქრებენ — გაწყვეტენ ოჯახთან ურთიერთობას, უარყოფენ მთავრობას და საზოგადოებას.

ზოგიერთი მარჩბივი აცნობიერებს საკუთარ გონებრივ შესაძლებლობებს და თვითკმაყოფილი და მედიდური ხდება. ამ დროს აღმატებულობის პოზას იჭერენ და თავიანთი სურვილების რეალიზებისკენ მიისწრაფვიან, რაც საბოლოოდ ინტელექტუალური გამოფიტვითა და დაღლილობით მთავრდება.

დადებითი თვისებები, რომლებითაც მერკურიმ მარჩბივები დააჯილდოვა, არის მრავალმხრივობა, სიმსუბუქე, ნიჭიერება, დიპლომატია, ინტუიცია და შორსმჭვრეტელობა. ეს შესაშური თვისებებია და მარჩბივების ვალია — მათი მაღალი მიზნებისთვის გამოყენება.

მარჩბივების ბუნებას ერთგვარი სიცივე ახასიათებს, რასაც ხშირად თვითონაც და სხვა ადამიანებიც ამაღლებულ გრძნობებს უკავშირებენ. მაგრამ ისინი არც ისეთი ემოციურები არიან, როგორც ერთი შეხედვით ჩანს, ვინაიდან მათი ხასიათის სწრაფი ცვალებადობა — მოჩვენებითი გრძნობათა სიღრმეა.

მარჩბივები კარგად ეწყობიან ცვლილებებს. მათ დემოკრატიული შეხედულებები აქვთ, უყვართ მოგზაურობა და იმ პროფესიებში ჰპოვებენ კმაყოფილებას, რომლებიც მრავალმხრივობას ითვალისწინებენ. ეს მხიარული, თითქოს მუდამ ახალგაზრდა ნიშანია. ამავე დროს, ეს „დანაწევრებული“ პიროვნების კლასიკური ტიპია.



ასტრონომია | ზოდიაქოს თანავარსკვლავედები | ასტროლოგია

ვერძი კურო მარჩბივი კირჩხიბი ლომი ქალწული სასწორი ღრიანკალი მშვილდოსანი თხის რქა მერწყული თევზები