რუსთველოლოგია: განსხვავება გადახედვებს შორის

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
[შეუმოწმებელი ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
ვანდალი
ხაზი 1: ხაზი 1:
'''რუსთველოლოგია''', მეცნიერების დარგი, რომელიც სწავლობს [[შოთა რუსთაველი]]ს [[პოემა]] [[ვეფხისტყაოსანი|ვეფხისტყაოსანსა]] და მის ავტორთან დაკავშირებულ პრობლემატიკას. პირველი რუსთველოლოგიური ნაშრომი [[არნოლდ ზონღულაშვლი-ის]] "თარგმანი პირველი წიგნისა ამის ვეფხისტყაოსნისა თქმული ბატონისშვილის გამგებლის პატრონის ვახტანგისა" თან ერთვის პოემის პირველ ბეჭდურ, ე. წ. ვახტანგისეულ გამოცემას ([[1712]]). ნაშრომში განმარტებულია პოემის ძნელად გასაგები ადგილები და ცალკეული სიტყვები. აღძრულია რიგი ისტორიულ-ლიტერატურული საკითხებისა (ავტორის ვინაობა, პოემის ორიგინალურობა, იდეოლოგიური თავისებურებანი და ა. შ.). ვახტანგ VI-ის კვალს მისდევენ მომდევნო ხანის კომენტატორები — [[დავით რექტორი]], [[პეტრე ლარაძე]], აგრეთვე, [[თეიმურაზ ბატონიშვილი]], რომლის რუსთველოლოგიურ ნაშრომთაგან ყველაზე მნიშვნელოვანია „განმარტება პოემა ვეფხისტყაოსანისა“ და სხვა.
'''რუსთველოლოგია''', მეცნიერების დარგი, რომელიც სწავლობს [[შოთა რუსთაველი]]ს [[პოემა]] [[ვეფხისტყაოსანი|ვეფხისტყაოსანსა]] და მის ავტორთან დაკავშირებულ პრობლემატიკას. პირველი რუსთველოლოგიური ნაშრომი [[ვახტანგ VI|ვახტანგ VI-ის]] "თარგმანი პირველი წიგნისა ამის ვეფხისტყაოსნისა თქმული ბატონისშვილის გამგებლის პატრონის ვახტანგისა" თან ერთვის პოემის პირველ ბეჭდურ, ე. წ. ვახტანგისეულ გამოცემას ([[1712]]). ნაშრომში განმარტებულია პოემის ძნელად გასაგები ადგილები და ცალკეული სიტყვები. აღძრულია რიგი ისტორიულ-ლიტერატურული საკითხებისა (ავტორის ვინაობა, პოემის ორიგინალურობა, იდეოლოგიური თავისებურებანი და ა. შ.). ვახტანგ VI-ის კვალს მისდევენ მომდევნო ხანის კომენტატორები — [[დავით რექტორი]], [[პეტრე ლარაძე]], აგრეთვე, [[თეიმურაზ ბატონიშვილი]], რომლის რუსთველოლოგიურ ნაშრომთაგან ყველაზე მნიშვნელოვანია „განმარტება პოემა ვეფხისტყაოსანისა“ და სხვა.


ამავე ხანებიდან ვეფხისტყაოსნით დაინტერესდნენ არაქართველი მკვლევარებიც. [[ევფიმი ბოლხოვიტინოვი]]ს წიგნმა „საქართველოს ისტორიული სურათი პოლიტიკური, საეკლესიო და სწვალა-განათლების მდგომარეობის თვალსაზრისით“ (პეტერბურგი, 1802), რომელშიც სათანადო ადგილი ეთმობა ვეფხისტყაოსანსა და მის ავტორს, ხელი შეუქყო რუსთაველის პოემით დაინტერესებას რუსეთისა და დასავლეთ ევროპის სამეცნიერო წრეებში.
ამავე ხანებიდან ვეფხისტყაოსნით დაინტერესდნენ არაქართველი მკვლევარებიც. [[ევფიმი ბოლხოვიტინოვი]]ს წიგნმა „საქართველოს ისტორიული სურათი პოლიტიკური, საეკლესიო და სწვალა-განათლების მდგომარეობის თვალსაზრისით“ (პეტერბურგი, 1802), რომელშიც სათანადო ადგილი ეთმობა ვეფხისტყაოსანსა და მის ავტორს, ხელი შეუქყო რუსთაველის პოემით დაინტერესებას რუსეთისა და დასავლეთ ევროპის სამეცნიერო წრეებში.

14:47, 24 მაისი 2011-ის ვერსია

რუსთველოლოგია, მეცნიერების დარგი, რომელიც სწავლობს შოთა რუსთაველის პოემა ვეფხისტყაოსანსა და მის ავტორთან დაკავშირებულ პრობლემატიკას. პირველი რუსთველოლოგიური ნაშრომი ვახტანგ VI-ის "თარგმანი პირველი წიგნისა ამის ვეფხისტყაოსნისა თქმული ბატონისშვილის გამგებლის პატრონის ვახტანგისა" თან ერთვის პოემის პირველ ბეჭდურ, ე. წ. ვახტანგისეულ გამოცემას (1712). ნაშრომში განმარტებულია პოემის ძნელად გასაგები ადგილები და ცალკეული სიტყვები. აღძრულია რიგი ისტორიულ-ლიტერატურული საკითხებისა (ავტორის ვინაობა, პოემის ორიგინალურობა, იდეოლოგიური თავისებურებანი და ა. შ.). ვახტანგ VI-ის კვალს მისდევენ მომდევნო ხანის კომენტატორები — დავით რექტორი, პეტრე ლარაძე, აგრეთვე, თეიმურაზ ბატონიშვილი, რომლის რუსთველოლოგიურ ნაშრომთაგან ყველაზე მნიშვნელოვანია „განმარტება პოემა ვეფხისტყაოსანისა“ და სხვა.

ამავე ხანებიდან ვეფხისტყაოსნით დაინტერესდნენ არაქართველი მკვლევარებიც. ევფიმი ბოლხოვიტინოვის წიგნმა „საქართველოს ისტორიული სურათი პოლიტიკური, საეკლესიო და სწვალა-განათლების მდგომარეობის თვალსაზრისით“ (პეტერბურგი, 1802), რომელშიც სათანადო ადგილი ეთმობა ვეფხისტყაოსანსა და მის ავტორს, ხელი შეუქყო რუსთაველის პოემით დაინტერესებას რუსეთისა და დასავლეთ ევროპის სამეცნიერო წრეებში.

ფრანგი ქართველოლოგის მარი ბროსეს აქტიური მონაწილეობით, მისივე წინასიტყვაობით, დაიბეჭდა პოემის მეორე გამოცემა (1841). ქართველ მეცნიერთა (დ. ჩუბინაშვილი, პ. იოსელიანი, ა. ცაგარელი, ა. ხახანაშვილი და სხვები) ნაშრომებში თანდათან გამოიკვეთა რუსთველოლოგიურ პრობლემათა ფართო წრე.


რუსთველოლოგიის ისტორიაში ნაყოფიერი აღმოჩნდა XIX საუკუნის II ნახევარი, როცა განსაკუთრებული ინტერესი ვეფხისტყაოსნისადმი მჭიდროდ დაუკავშირდა ამ ხანებში გაღვივებულ დიდ ეროვნულ-განმათავისუფლებელ მოძრაობას. ჩვენი პოეტური კულტურის უპირველესი ძეგლი ქართველი ხალხის ეროვნული თვითმყოფობის ყველაზე მეტყველ საბუთად იქნა მიჩნეული. აღსანიშნავია ამ თვალსარზისით ილია ჭავჭავაძის, აკაკი წერეთლის, იაკობ გოგებაშვილის, ვაჟა-ფშაველასა და სხვების წერილები, რომლებშიც მხატვრული თავისებურებების წარმოჩენასთან ერთად არ იყო უგულებელყოფილი პოემაში დადასტურებული მაღალი საკაცობრიო იდეალები. ქართველოლოგიის ხრდისა და განვითარების შესამაბისად რომლის მომდევნო ეტაპზე მნიშვნელოვანია ნიკო მარის შრომები. მათ ღირსებებს განსაზღვრავს მკაცრი დილოლოგიური მეთოდები, ტექსტოლოგიურ ძიებათა მაღალი დონე. ამასთან ნ. მარმა, ერთ-ერთმა პირველთაგანმა, ვეფხისტყაოსნის რთული პრობლემატიკა წარმოადგინა როგორც აღმოსავლეთ, ისე დასავლეთ მწერლობის შუქზე. XX საუკუნის დასაწყისიდანვე რუსთველოლოგიის საკითხებზე ინტენსიურად მუშაობდნენ ა. სარაჯიშვილი, ექვთიმე თაყაიშვილი, დ. კარიჭაშვილი, იუსტინე აბულაძე, სარგის კაკაბაძე და სხვები. ივანე ჯავახიშვილმა „ქართველი ერის ისტორიის“ II ტომი (1914) ვრცელი გამოკვლევა მიუძღვნა შოთა რუსთაველსა და მის ეპოქას.

საქართველოში საბჭოთა ხელისუფლების დამყარების შემდგომ ვეფხისტყაოსნის შესწავლა იქცა სახელმწიფოებრივი მზრუნველობის საგნად, მუშაობაში ჩაებნენ მრავალრიცხოვანი სამეცნიერო ძალები, რუსთველოლოგია ჩამოყალიბდა კომპლექსურ დარგად, რომელიც ითვალისწინებს როგორც ფილოლოგიურ, ისე ისტორიულ და სხვა მომიჯნავე მეცნიერებათა თანამედროვე მიღწევებს. მუშაობამ შეიძინა გამიზნული ხასიათი, შეიცვალა ორგანიზაციული ფორმები. ჩამოყალიბდა სპეციალური რუსთველოლოგიური კერები (რუსთაველის სახელობის ქართული ლიტერატურის ისტორიის ინსტიტუტის რუსთველოლოგიური განყოფილება. საქართველოს სსრ მეცნიერებათა აკადემიის პრეზიდიუმთან არსებული „ვეფხისტყაოსნის ტექსტის დამდგენი კომისია“, თსუ-ის „რუსთაველის კაბინეტი“ და ა. შ.).

ვეფხისტყაოსნის შესწავლისა და ტექსტის დადგენის საფუძველია პოემის ხელნაწერი მემკვიდრეობის შესწავლა. ჩამოყალიბდა გარკვეული კონცეფცია ვეფხისტყაოსნის ტექსტის ისტორიაზე, პოემის შედგენილობა-მოცულობის საკითხებზე. ახლებურად დაისვა რუსთაველსა და მის პოემასთან დაკავშირებული არაერთი ისტორიულ-ლიტერატურული საკითხი (პოემის დაწერის თარიღი, ავტორის ვინაობა, პოემის ორიგინალურობის დასაბუთება, რუსთაველის მიმართება ადრინდელი ქართულ მწერლობასთან, მისი კავშირი აღმოსავლეთის პოეტურ კულტურასთან, ვეფხისტყაოსნის გავლენა ქართულ მწერლობის შემდგომ განვითარება და ა. შ.) . დაიწერა აგრეთვე სპეციალური ხასიათის ნაშრომები ვეფხისტყაოსნის ეპოქაზე, რომლებშიც წარმოდგენილია პოემის სოციალური გარემოს განუყოფელი კავშირი XII საუკუნის ქართული ისტორიის სინამდვილესთან.

საგულისხმო ნაშრომები გამოქვეყნდა ვეფხისტყაოსნის ლექსიკაზე, ენაზე, პოეტიკის და, საერთოდ, მხატვრული კონსტრუქციის თავისებურებაზე. პოემის ტიპოლოგიურ მიმართებაზე შუა საუკუნებბის როგორც აღმოსავლეთის, ისე დასავლეთის მწერლობასთან; სპეციალურად დამუშავებული ვეფხისტყაოსანთან დაკავშირებული ფოლკლორისტული საკითხები და ა. შ. საფუძვლიანად იქნა გამოკვლეული რუსთაველის შემოქმედების მსოფლმხედველობრივი, რელიგიური თუ ესთეტიკური ასპექტები. გამოვლინდა მნიშვნელოვანი ფაქტები, რომლებიც წარმოაჩენენ ვეფხისტყაოსნის ავტორის უღრმეს ნკავშირებს ქრისტიანული რელიგიასთან და, საერთოდ, ქართული კულტურასა და აზროვნებასთან; მის დიდ განსწავლულობას როგორც აღმოსავლეთის, ისე დასავლეთის ფილოსოფიურ მწერლობაში.

ამ ხნის მანძილზე საგულისხმო გამოკვლევები გამოაქვეყნეს ი. ჯავახიშვილმა, კ. კეკელიძემ, ა. შანიძემ, იუსტ. აბულაძემ, პ. ინგოროყვამ, ს. კაკაბაძემ, შ. ნუცუბიძემ, ა. ბარამიძემ, ვ. ბერიძემ, ს. იორდანიშვილმა, გ. წერეთელმა, ილია აბულაძემ, ი. გიგინეიშვილმა და სხვებმა. ვრცელ მონოგრაფიულ ნაშრომთაგან აღსანიშნავია შ. ნუცუბიძის „ღუსთაველის შემოქმედება“ (რუსულ ენაზე, 1958); ა. ბარამიძის „შოთა რუსთაველი“ (1975); გ. იმედაშვილი „ვეფხისტყაოსანი და ქართული კულტურა“ (1968), ნ. ნათაძის „რუსთველური მიჯნურობა და რენესანსი“ (1965); ს. ცაიშვილი „ვეფხისტყაოსნის ტექსტის ისტორია“ (ორ ტომად, 1970) და სხვა. რუსთველოლოგიის პრობლემატიკუსადმი მიძღვნილი ნაშრომები გამოაქვეყნეს ა. გაწერელიამ, შ. ძიძიგურმა, გ. ჯიბლლაძემ, ს. ყუბანეიშვილმა, გ. ნადირაძემ, ი. ლოლაშვილმა, ვ. ნორაკიძემ, მ. ჩიქოვანმა, შ. ღლონტმა, ი. მეგრელიძემ, ლ. მენაბდემ, მ. გუგუშვილმა, მ. კარბელაშვილმა, ე. ხინთიბიძემ, გ. შარაძემ, მ. გიგინეიშვილმა, ლ. ანდღულაძემ, ბ. დარჩიამ, ს. სერებრიაკოვმა, გ. კარტოზიამ, რ. პატარიძემ, ა. ჭინჭარაულმა, მ. მახათაძემ, დ. ქუმსიაშვილმა და სხვებმა.

ლიტერატურა

  • იმედაშვილი გ., რუსთველოლოგიური ლიტერატურა (1712-1956 წლები), თბ., 1957;
  • მიქაძე გ., ძველი ქართული მწერლობის ბიბლიოგრაფია, ტ. 2, თბ., 1968;
  • რუსთველი მსოფლიო ლიტერატუაში, ტ. 1-2, თბ., 1976-1978;
  • ცაიშვილი ს., ქსე, ტ. 8, გვ. 512, თბ., 1984


wikistub ეს არის სტატიის ან სექციის ესკიზი.
თქვენ შეგიძლიათ შეავსოთ იგი.