სასამართლო: განსხვავება გადახედვებს შორის

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
[შეუმოწმებელი ვერსია][შეუმოწმებელი ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
r2.6.3) (ბოტის დამატება: kbd:Хей
No edit summary
ხაზი 1: ხაზი 1:
[[ფაილი:Defendants in the dock at nuremberg trials.jpg|thumb|300 px|[[ნიურბერგის პროცესი]]]]
[[ფაილი:Defendants in the dock at nuremberg trials.jpg|thumb|300 px|[[ნიურბერგის პროცესი]]]]
'''სასამართლო''' — [[მარლთმსაჯულება|მარლთმსაჯულების]] განმახორციელებელი ორგანო.
'''სასამართლო''' — [[მართლმსაჯულება|მარლთმსაჯულების]] განმახორციელებელი ორგანო.


== სასამართლოები საქართველოში ==
== სასამართლოები საქართველოში ==

11:43, 14 მაისი 2011-ის ვერსია

ნიურბერგის პროცესი

სასამართლომარლთმსაჯულების განმახორციელებელი ორგანო.

სასამართლოები საქართველოში

საქართველოში არსებობს საერთო სასამართლოების სისტემა, რომელშიც შედის: რაიონული (საქალაქო), სააპელაციო და საკასაციო (უზენაესი) სასამართლოები.

რაიონული (საქალაქო) სასამართლო პირველი ინსტანციის სასამართლოა, რომელიც საქართველოს მთელს ტერიტორიას მოიცავს. ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ ერთეულებში შესაძლებელია მოქმედებდეს მაგისტრატი მოსამართლის ინსტიტუტი, რომელიც სტატუსით გათანაბრებულია ჩვეულებრივ მოსამართლესთან, თუმცა განიხილავს ნაკლებად რთული კატეგორიის საქმეებს. ნებისმიერ შემთხვევაში, ადამიანმა თავისი დარღვეული ან სადავოდ ქცეული უფლების აღსადგენად სასამართლოს უნდა მიმართოს განსჯადობის მიხედვით.(ტერიტორიული, საგნობრივი, ინსტანციური)

სააპელაციო სასამართლო საქართველოში ორია — თბილისისა და ქუთაისის. შესაბამისად, ერთი თავის უფლებამოსილებას ახორციელებს აღმოსავლეთ საქართველოში, ხოლო მეორე დასავლეთ საქართველოში. აპელაცია, გასაჩივრებას ნიშნავს. აპელაციას მიმართავენ, როდესაც მხარეს ან მხარეებს არ აკმაყოფილებთ პირველი ინსტანციის მიერ გამოტანილი გადაწყვეტილება.

საკასაციო სასამართლო(უზენაესი სასამართლო)სასამართლო ერთია და მდებარეობს ქ.თბილისში. ის მარლთმსაჯულების განმხორციელებელი უმაღლესი ორგანოა.

საკონსტიტუციო სასამართლოს ფუნქცია არის ნებისმიერი ნორმატიული აქტის საქართველოს კონსტიტუციასთან შესაბამისობის შემოწმება, აგრეთვე თანამდებობის პირთა მიერ კონსტიტუციის დაცვის კონტროლი. საკონსტიტუციო სასამართლო მდებარეობს ქ. ბათუმში და შედგება 9 წევრისაგან.

გარდა ამისა, არსებობს არბიტრაჟები, რომელიც მოქმედებს მსგავსად საერთო სასამართლოებისა, თუმცა არ შედის ამ სისტემაში. ის კერძო ხასიათისაა და დავების გადაწყვეტისას, პროცედურული საკითხების შეთანხმება, ძირითადად მხარეთა შორის ხდება.