არაბეთის ზღვა: განსხვავება გადახედვებს შორის
[შეუმოწმებელი ვერსია] | [შეუმოწმებელი ვერსია] |
Luckas-bot (განხილვა | წვლილი) მ r2.7.1) (ბოტის დამატება: hsb:Arabske morjo |
მ r2.7.1) (ბოტის დამატება: dsb:Arabiske mórjo |
||
ხაზი 33: | ხაზი 33: | ||
[[da:Arabiske Hav]] |
[[da:Arabiske Hav]] |
||
[[de:Arabisches Meer]] |
[[de:Arabisches Meer]] |
||
[[dsb:Arabiske mórjo]] |
|||
[[dv:ޢަރަބި ކަނޑު]] |
[[dv:ޢަރަބި ކަނޑު]] |
||
[[el:Αραβική Θάλασσα]] |
[[el:Αραβική Θάλασσα]] |
16:30, 26 აპრილი 2011-ის ვერსია
არაბეთის ზღვა (არაბ. بحر العرب) - წარმოადგენს ინდოეთის ოკეანის ნაწილს. ესაზღვრება: აღმოსავლეთით - ინდოეთი, ჩრდილოეთით - პაკისტანი და ირანი, დასავლეთით - არაბეთის ნახევარკუნძული. ზღვის ძველი სახელწოდებებია სინდჰის ზღვა და ერითრეის ზღვა.
არაბეთის ზღვის ზედაპირის ფართობია 3,862,000 კმ.კვ. მაქსიმალური სიგანე შეადგენს 2,400 კმ-ს, მაქსიმალური სიღრმე - 4,652 მეტრს. ყველაზე დიდი მდინარე, რომელიც ამ ზღვაში ჩაედინება, არის ინდი. სხვა მდინარეთაგან აღსანიშნავია: ნეტრავატჰი, შარავატჰი, ნარმადა, ტაპტი, მაჰი და ინდოეთის შტატ კერალას სხვა მრავალი მდინარე.
არაბეთის ზღვა მოიცავს ორ მნიშვნელოვან განშტოებას - ჩრდილო-დასავლეთით ადენის ყურეს, რომელიც თავის მხრივ ბაბ-ელ-მანდების სრუტით დაკავშირებულია წითელ ზღვასთან და ჩრდილო აღმოსავლეთით - ომანის ყურეს, რომელიც თავის მხრივ დაკავშირებულია სპარსეთის ყურესთან.
არაბეთის ზღვის უდიდესი კუნძულებია სოკოტრა (აფრიკის რქასთან), მასირა (ომანის სანაპიროსთან), ასევე ლაქშადვიპის არქიპელაგი ინდოეთის სანაპიროსთან.
ზღვის სანაპირო ზოლზე მდებარეობს სახელმწიფოები: სომალი, ჯიბუტი, იემენი, ომანი, ირანი, პაკისტანი, ინდოეთი და მალდივის კუნძულები.