მაგმური ქანები: განსხვავება გადახედვებს შორის

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
No edit summary
ხაზი 15: ხაზი 15:


== ლიტერატურა ==
== ლიტერატურა ==
* შენგელია დ., ქსე, ტ. 6, გვ. 325, თბ., 1983;

* Заварицкий А. Н., Изверженные горные породы, М., 1955.
* შენგელია დ., ქსე, ტ. 6, გვ. 325, თბ., 1983.


== რესურსები ინტერნეტში ==
== რესურსები ინტერნეტში ==

11:10, 12 აპრილი 2011-ის ვერსია

მაგმური ქანები

მაგმური ქანებიმაგმის გაცივებისა და დაკრისტალების შედეგად წარმოქმნილი ქანები. მაგმის გაცივების პირობების მიხედვით არჩევენ მაგმური ქანების ორ ძირითად ტიპს : ეფუზიურს (ვულკანურს, ამონთხეულს), როდესაც ლავის სახით ამონთხეული მაგმა დედამიწის ქერქის სიღრმეში ცივდება.

ვულკანური ქანები ლავის სწრაფი გაცივების გამო წვრილკრისტალურია, ხშირ შემთხვევაში ჭარბად შეიცავენ მინას. ინტრუზიული ქანები დედამიწის ქერქის სიღრმეში მაგმის ნელი გაცივების გამო სრულკრისტალური და მსხვილმარცვლოვანია.

მაგმური ქანები, ჩვეულებრივ, სილიკატური შედგენილობისაა, მათი მთავარი კომპონენტის - SiO2-ის შემცველობის მიხედვით განარჩევენ ულტრაფუძე ქანებს, ფუძე ქანებს, საშუალო მჟავიანობის ქანებს, მჟავა ქანებს; ზოგი მკვლევარი გამოჰყობს აგრეთვე ულტრამჟავა ქანებს, რომლებიც შეიცავენ 75 % მეტ SiO2-ს.

ტუტე ელემენტების (Na,K) შემცველობის მიხედევით, ქანების ჩამოთვლილ ჯგუფებში, განასხვავებენ ნორმალური და ტუტე რიგის მაგმურ ქანებს. მაგმურ ქანებთან დაკავშირებულია სხვადასხვაგვარი სასარგებლო წიაღისეული. მაგალითად : მჟავა ქანებთან გვხვდება კალა, ვოლფრამი, ოქრო; ფუძესთან - საპილენძი, ტიტანი; ულკტრაფუძესთან - პლატინა, ნიკელი, ქრომიო; ტუტესთან - აპატიტი, იშვიათად მიწათა ელემენტები და სხვ.

იხილეთ ასევე

ლიტერატურა

  • შენგელია დ., ქსე, ტ. 6, გვ. 325, თბ., 1983;
  • Заварицкий А. Н., Изверженные горные породы, М., 1955.

რესურსები ინტერნეტში