საფოსტო მარკა: განსხვავება გადახედვებს შორის

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
[შეუმოწმებელი ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
r2.7.1) (ბოტის დამატება: gu:ટપાલ ટિકિટ
ბოტის შეცვლა: az:Poçt markası
ხაზი 52: ხაზი 52:
[[af:Posseël]]
[[af:Posseël]]
[[ar:طابع بريد]]
[[ar:طابع بريد]]
[[az:Poçt Markaları]]
[[az:Poçt markası]]
[[be:Паштовая марка]]
[[be:Паштовая марка]]
[[be-x-old:Паштовая марка]]
[[be-x-old:Паштовая марка]]

16:15, 6 აპრილი 2011-ის ვერსია

ტერმინს „მარკა“ აქვს სხვა მნიშვნელობებიც, იხილეთ მარკა.
ფარერის კუნძულების მარკა

საფოსტო მარკა — ნიშანი, რომელიც საფოსტო მომსახურების (კორესპონდენციის გაგზავნისა და ადრესატთან მიტანის) გადახდას ამოწმებს. ტრადიციულად მარკას საფოსტო უწყება უშვებს ქაღალდის ნაჭრების სახით, რომლებიც გამიზნულია კონვერტებზე დასაწებებლად და მათზე ნებეჭდი ტექსტი და/ან ნახატია გამოსახული. მათი მიზანი საფოსტო მომსახურებისთვის გაწეული ხარჯების აკრეფის გამარტივებაა. საფოსტო მარკები კოლექციონირების საგანია (ფილატელია).

საფოსტო მარკის ძირითადი მახასიათებლებია: გამომშვები ქვეყანა, ფასი, გრაფიკული გამოსახულება (თემა, ფერადოვნება), სახე (ცალი, ბლოკი, ფურცელი, რომელიც შეიძლება იყოს ყდით ან უყდოდ), ქაღალდის ხარისხი, ბეჭდვის ტიპი, დაკბილვის სახე, ზომები, ტირაჟი.

ისტორია

Penny Black, პირველი საფოსტო მარკა,1840.

საფოსტო მარკის გამოცემის იდეა ეკუთვნის ჯეიმს ჩალმერსა და ლოვრენც კოსირს. პირველი საფოსტო მარკის გამოცემის თარიღია 1 მაისი 1840 წ. პირველი საფოსტო მარკა ”შავი პენი” (ინგ. Penny Black) შავ-თეთრი ნახატითა და 1 პენსის ღირებულებით ცირკულაციაში შემოვიდა დიდი ბრიტანეთის გაერთიანებულ სამეფოსა და ირლანდიაში. რამდენიმე დღეში გამოვიდა მეორე მარკაც ”ლურჯი პენსი” (ინგ. Two Pence Blue) ლურჯი ნახატითა და 2 პენისის ღირებულებით. ორივე მარკაზე გამოსახული იყო დედოფალი ვიქტორია.

ბრიტანეთის შემდეგ საფოსტო მარკების გამოყენება დაიწყეს სხვა ქვეყნებმაც. 1843 წელს შვეიცარიაში ცირკულაციაში შემოვიდა ევროპის კონტინენტის პირველი მარკები ე.წ. ”ციურხის მარკების” (ინგ. Zurich 4 & 6)ორი დენომინაცია 4 და 6 რაპენის ღირებულბით . ერთი უშუალოდ ციურიხის და მეორე ციურიხის კანტონის ფარგლებში გასაგზავნი წერილებისათვის. იმავე წელს გამოვიდა პირველი ბრაზილიური მარკა ე.წ. ”ხარის თვალი” (ინგ. Bull's Eye) სამი დენომინაციით, 30, 60 და 90 რეის ღირებულებით.

ქართული მარკა

ტფილისის უნიკა, რუსეთის იმპერია, 20 ივნისი, 1857 .

საქართველოსთან დაკავშირებული საფოსტო მარკების ისტორია იწყება რუსეთის იმპერიის მიერ 1857 წელს გამოცემული ტფილისის საქალაქო ფოსტის 6 კაპიკიანი მარკიდან ტფილისის უნიკა (ინგ. Tiflis Unique). ამ მარკის მხოლოდ სამი ეგზემპლარია შემორჩენილი და სადღეისოდ თითოეული მათგანი 500 000 აშშ დოლარად არის შეფასებული.[1]

პირველი ეროვნული ქართული საფოსტო მარკა გამოიცა 1919 წლის 26 მაისს. საქართველოს დამოუკიდებლობის (1918–1921 წწ.) და საბჭოთა პერიოდის პირველ წლებში (1922–1923 წწ.) გამოცემული ქართული მარკები დიდ იშვიათობას წარმოადგენს. 1924 წლიდან საბჭოთა კავშირის დაშლამდე მართალია გამოდიოდა მარკები საქართველოს სიუჟეტებითა და ქართველი მოღვაწეების გამოსახულებით, მაგრამ არც ერთ მათგანზე არ იყო მოხსენიებული "საქართველო". ყველა მათგანზე იყო რუსულ ენოვანი წარწერა "სსრკ–ს ფოსტა".

1991 წ. საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის შემდეგ კვლავ აქტუალური გახდა ქართული ეროვნული მარკების წარმოება, ვინაიდან ეროვნული საფოსტო მარკების გამოცემა ქვეყნის დამოუკიდებლობისა და სუვერენიტეტის ერთერთი დამადასტურებელი ნიშანია. 1993 წ. 31 ივლისს გამოიცა ქართული ეროვნული საფოსტო მარკების სერია "საქართველო გაეროს წევრი", რომელიც მიეძღვნა საქართველოს გაერთიანებული ერების ორგანიზაციაში გაწევრიანების პირველ წლისთავს. XX საუკუნის მიწურულს კი საქართველოს ფოსტამ პირველად გამოსცა საფოსტო მარკების კატალოგი, 1993-1999 წწ., რომელიც საინტერესო ცნობარია ფილატელისტებისა (მარკების კოლექციონერების) და სხვა დაინტერესებული პირებისათვის.

მნიშვნელოვანი თარიღები

სქოლიო

  1. Gabriel Namtalashvili (1998)THE RUSSIAN EMPIRE'S FIRST POSTAGE STAMPS TO BE AUCTIONED OFF [1]

რესურსები ინტერნეტში

თარგი:ფილატელია

თარგი:Link FA თარგი:Link FA თარგი:Link FA თარგი:Link FA თარგი:Link FA თარგი:Link FA