არტეზიული წყლები: განსხვავება გადახედვებს შორის

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
ახალი გვერდი: right|thumb|300px|არტეზიული წყლების სქემა '''არტეზიული წყლ...
(განსხვავება არ არის)

09:58, 1 აპრილი 2011-ის ვერსია

არტეზიული წყლების სქემა

არტეზიული წყლები (ფრანგ. Puits artésien) — ღრმად განლაგებულ წყალგაუმტარ შრეებს შორის მოქცეული ჰიდრავლიკურ წნევიანი მიწისქვეშა წყალი. ასეთი წყალი ცნობილი იყო საფრანგეთში XII საუკუნიდან. არტეზიული წყლების არსებობას განაპირობებს სინკლინურ ან მონოკლინურ სტრუქტურაში წყალგაუმტარ შრეებს შორის წყალშემცველი შრის მდებარეობა. ამგვარ წყალშემცველ სტრუქტურას არტეზიული აუზი ეწოდება.

არტეზიული წყალი შეიძლება იყოს სასმელი, სამრეწველო, სარწყავი, თერმული და სამკურნალო.

საქართველოს ტერიტორიაზე დიდი არტეზიული აუზებია : ბზიფის, კოდორის, სამეგრელოს, კოლხეთის, რაჭა-ლეჩხუმის, გურიის, წყალტუბოს, არგვეთის, ქართლის, ალაზნის, იორ-შირაქის, მარნეულ-გარდაბნისა და ახალციხის.

სახელწოდება მომდინარეობს საფრანგეთის პროვინციის არტუას (ლათ. Artesium) სახელწოდების მიხედვით.

ლიტერატურა

  • ქსე, ტ. 1, გვ. 588, თბ., 1975.
  • ოვჩინიკოვი ა., ზოგადი ჰიდროგეოლოგია, თბ., 1964.