საბაწმიდის ლავრა: განსხვავება გადახედვებს შორის

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
[შეუმოწმებელი ვერსია][შეუმოწმებელი ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
ბოტის შეცვლა: sr:Манастир Светог Саве Освећеног
r2.7.1) (ბოტის დამატება: sh:Mar Saba
ხაზი 84: ხაზი 84:
[[pl:Mar Saba]]
[[pl:Mar Saba]]
[[ru:Лавра Саввы Освященного]]
[[ru:Лавра Саввы Освященного]]
[[sh:Mar Saba]]
[[sr:Манастир Светог Саве Освећеног]]
[[sr:Манастир Светог Саве Освећеног]]

22:15, 30 მარტი 2011-ის ვერსია

მონასტერი
საბაწმიდის ლავრა
Λαύρα Σάββα τοῦ Ἡγιασμένου
ქვეყანა პალესტინის დროშა პალესტინა
დაქვემდებარება იერუსალიმის მართლმადიდებელი ეკლესია
კოორდინატები 31°42′18″ ჩ. გ. 35°19′53″ ა. გ. / 31.70500° ჩ. გ. 35.33139° ა. გ. / 31.70500; 35.33139
დაარსდა V საუკუნე
საბაწმიდის ლავრა — პალესტინა
საბაწმიდის ლავრა

საბაწმიდის ლავრა, უძველესი და უმნიშვნელოვანესი მონასტერიპალესტინაში, იერუსალიმის სამხრეთ-აღმოსავლეთით, დაახლოებით 13-15 კმ-ზე. სავანე დაარსა ცნობილმა საეკლესიო მოღვაწემ საბა განწმედილმა (439-532) V საუკუნის 80-იან წლებში, იქ შეიქმნა ქრისტიანული მწერლობის მრავალი მნიშვნელოვანი ძეგლი ბერძნულ, ქართულ, სირიულ, სომხურ, არაბულ ენებზე.

ქართველები საბაწმინდაში

საბაწმიდის ლავრაში ქართველი ბერები ადრევე დასახლდნენ. VIII-X საუკუნეებში არაბთა მომძლავრების გამო სამშობლოდან გადახვეწილმა ქართველმა ბერებმა შეიმუშავეს ბიბლიური წიგნების ე.წ. საბაწმიდური რედაქცია (დაახლოებით IX ს.),განავითარეს ორიგინალური ჰიმნოგრაფია (ბასილი საბაწმიდელი, იოანე-ზოსიმე), თარგმნითი ლიტერატურა. გახშირდა ხელნაწერთა დამზადება, დაოსტატდნენ კალიგრაფები (მაკარი ლეთეთელი, გიორგი თბილელი, იოანე-ზოსიმე). იქ დამზადებულ ხელნაწერთაგან მნიშვნელოვანია 864 წლის ე. წ. სინის მრავალთავი - უძველესი ქართული თარიღიანი ხელნაწერი; ჭილ-ეტრატის იადგარი (IX საუკუნე) და სხვა. საბაწმინდის ლავრის ცხოველი ურთიერთობა ჰქონდა საქართველოსთან. იქ შექმნილი ლიტერატურული პროდუქცია ქართველ მწიგნობართა და პილიგრიმთა საშუალებით გავრცელდა როგორც პალესტინაში, ისე საქართველოშიც და საგრძნობი გავლენა მოახდინა ქართული მწერლობის შემდგომ განვითარებაზე. საბაწმიდის ლავრიდან სამხრეთ საქართველოში გადმოინერგა ტიპიკონი საჭიროებს წყაროს მითითებას - თარიღი არ არის მითითებული! გამოიყენებთ {{subst:ფაქტიჩა}} !(საუკუნე), რომლის ახალი რედაქცია (XII საუკუნე) მთელ საქართველოში გავრცელდა.

XI საუკუნიდან არაბთა მოძალებისა და სავანის ხშირი დარბევის გამო ქართველმა მოღვაწეებმა სხვა მონასტრებს მიაშურეს და ხელნაწერებიც ახალ სადგომებში გადაიტანეს. ამიტომაც საბაწმიდის ლავრის ქართულ ხელნაწერთა უმრავლესობა სინის მთაზეა დაცული; ორიოდე მათგანი ინახება თბილისსა და პეტერბურგში.

ლიტერატურა

  • მენაბდე, ლ. ქსე, ტ. 8, გვ. 547, თბ., 1984

თარგი:Link FA