ქორიძეები: განსხვავება გადახედვებს შორის

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
[შეუმოწმებელი ვერსია][შეუმოწმებელი ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
ვიკიფიცირება, სტილის გამართვა
No edit summary
ხაზი 13: ხაზი 13:


[[კატეგორია:ქართული გვარები]]
[[კატეგორია:ქართული გვარები]]


ააააააააააა

14:07, 25 მარტი 2011-ის ვერსია

ქორიძეები უხსოვარი დროიდან დასახლებულან გამოჩინებულის მთაზე.(ეს მთა დაჰყურებს ქვემო იმერეთს, სამეგრელოს და გურიის ნაწილს, კერძოდ ჩოხატაურს. თვით გამოჩინებული თავის კალთებით გურიის ნაწილი, ასე ვთქვათ, მისი გეოგრაფიული დასაწყისია.) პატარა ეკლესია ააგეს (წმინდა გიორგის სახელობის XIV-XV ს.ს.) მღდვლებად და დიაკვნებად თვითონ დადგნენ და ეს თანამდებობა მემკვიდრეობით გადადიოდა მამიდან შვილზე, მრევლი კი მახლობელი სოფლები ყავდათ.

ქორიძეებს სმოსახლო და საყანე ადგილები ნაკლებად ჰქონდათ,სიმინდიც აკლდათ და ლობიო-ღომიც. ნადირიც წინათ ბევრი იყო, მაგრამ თანდათან შემცირდა, ადამიანი კი გამრავლდა.

იმ დროს ბატონი და მფლობელი ის ხდებოდა, ვისაც ძალა ჰქონდა, იარაღიც და საფარიც. რაც დააკლდებოდა და სხვაგან ეგულებოდა, იარაღით იძენდა, ართმევდა. ამ "წართმევიას" ფერხულში არც ქორიძეები ჩამორჩა. ასე, რომ წირვა-ლოცვის დროს რომელიმე ქორიძეს ხელში ჯვარი ან საცეცხლური ეჭირა "წართმევიას"დროს ხმალი.

გამოჩინებულის ქვემო კალთების და ახლომახლო ბარის სოფლები-საჯავახო, ორპირი, საკალოიანო, სამტრედე (ეხლანდელი სამტრედია) ყოველთვის დაცემის ქვეშ ივნენ, რადგანაც სათესი მიწაც და მოსავალიც საკმაო ქონდათ. ამიტომ ეს სოფლები გამოჩინებულის ტყეს ქორების ბუდეს, ხოლო შიგ მცხოვრებლებს – ქორებს უწოდებდნენ.

ბოლოს და ბოლოს გამოჩინებულის ფერდობებზე მდებარე მოსახლეობა ქორიძეებს შეუთანხმადა; მოსავლიოს აღების დროს მუდმივათ ეძლიათ სიმინდი, ლობიო, ღომი, ღვინო, ხოლო ქორებს "წართმევიაზე" ხელი აეღოთ. ეს იყო ძლიერის უფლებიდან გამომდინარე თავისებური ხარკი, რომელიც შემდეგ საათადო სამართალად გადაიქცა. ეს ხარკი ეკლესიაში სამღვრთო შესაწირავის სახით მიდიოდა.

ახლა საჯავახომ, ორპირმა, საკალოიანომ და სხვა სოფლებმა გამოჩინებულის ხალხი ქორიძეებათ მონათლა, ხოლო ზემო ფერდობების, ქორების მიერ დამორჩილებულ მცხოვრებლებს – ქორიძეების "კაცებს", და არა ძეებს უწოდებდნენ, თითქოს ისინი მწვერვალის ყმები იყვნენ.


ააააააააააა