საქართველოს გიორგი ლეონიძის სახელობის ქართული ლიტერატურის სახელმწიფო მუზეუმი: განსხვავება გადახედვებს შორის

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
[შეუმოწმებელი ვერსია][შეუმოწმებელი ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
No edit summary
ხაზი 14: ხაზი 14:
მუზეუმის დირექტორები სხვადასხვა წლებში იყვნენ
მუზეუმის დირექტორები სხვადასხვა წლებში იყვნენ


1. [[გიორგი ლეონიძე]] 1931-1953
#[[გიორგი ლეონიძე]] 1931-1953
# ვასო ეგნატაშვილი 1953-1956

#ვანო კაკაბაძე 1956-1976
2. ვასო ეგნატაშვილი 1953-1956
#იზა ორჯონიკიძე 1976-1982

#გიორგი ნატროშვილი 1982-1988
3. ვანო კაკაბაძე 1956-1976
#რევაზ თვარაძე - 1988

4. იზა ორჯონიკიძე 1976-1982
#იზა ორჯონიკიძე 1989 - 1990
#გურამ შარაძე 1991, 5-27 იანვარი

#იზა ორჯონიკიძე 1991-2010, თებერვალი
5. გიორგი ნატროშვილი 1982-1988
#ლაშა ბაქრაძე 2010 წლის მარტიდან

6. რევაზ თვარაძე - 1988

7. იზა ორჯონიკიძე 1989 - 1990

8. გურამ შარაძე 1991, 5-27 იანვარი

9. იზა ორჯონიკიძე 1991-2010, თებერვალი

10. ლაშა ბაქრაძე 2010 წლის მარტიდან

12:02, 17 მარტი 2011-ის ვერსია

საქართველოს გიორგი ლეონიძის სახელობის ქართული ლიტერატურის სახელმწიფო მუზეუმის დაარსებას 1929 წელს ალექსანდრე გრიბოედოვის საიუბილეო გამოფენა დაედო საფუძვლად. მუზეუმის პირველი მასალაც სწორედ ამ გამოფენაზე წარმოდგენილი ნივთებისგან შედგებოდა, რასაც სამუზეუმო საქმის დიდმა მცოდნემ, სათეატრო მუზეუმის გამგემ, შემდგომში მოსკოვში ანდრეი რუბლიოვის მუზეუმის დამაარსებელმა დავით არსენიშვილმა მოუყარა თავი.

მუზეუმი ოფიციალურად 1930 წელს ტიციან ტაბიძის თაოსნობით და მწერალთა ფედერაციის გადაწყვეტილებით გაიხსნა, სადაც მთაწმინდაზე დაკრძალულ მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა - დიმიტრი ყიფიანის, ილია ჭავჭავაძის, აკაკი წერეთლის, ნიკო ნიკოლაძის და სხვა მწერლების შესახებ სამუზეუმო ექსპონატებს თავმოყრა დაიწყეს. მუზეუმის გამგედ 1931 წელს გიორგი ლეონიძე დაინიშნა.

არქივის ზრდასთან ერთად, იცვლებოდა მუზეუმის დასახელებაც - 1935 წელს მთაწმინდის მუზეუმს ,,საქართველოს მწერალთა მუზეუმი", 1938 წელს კი ,,საქართველოს სახელმწიფო ლიტერატურის მუზეუმი" ეწოდა. ამავე წელს მუზეუმმა ისტორიულ შენობაში - კავკასიაში რუსეთის მეფისნაცვლის მოადგილის ყოფილ სასახლეში დღევანდელ გიორგი ჭანტურიას ქუჩაზე დაიდო ბინა, სადაც დღემდე მდებარეობს.

გიორგი ლეონიძის ხელმძღვანელობის დროსაა შეგროვებული მუზეუმის უნიკალური ექსპონატების უმრავლესობა, რის გამოც, მუზეუმს 1967 წელს მისი სახელი ეწოდა, მწერლის გარდაცვალებიდან ერთი წლის შემდეგ.

დღეს ლიტერატურის სახელმწიფო მუზეუმი 103 ათასამდე ხელნაწერს, 2 ათასამდე ფერწერულ და გრაფიკულ ნამუშევარს, 27 ათასამდე ფოტოს, ათასმდე მემორიალურ ნივთს და 40 ათასზე მეტ წიგნს ინახავს. ეს ექსპონატები ქართული და უცხოური ლიტერატურის განვითარების შესასწავლად უნიკალური მასალაა. არქივში დაცული ამ მასალის მოვლის გარდა, ლიტერატურის მუზეუმი მასპინძლობს და ატარებს კულტურულ ღონისძიებებს. ასევე ეწევა საგამომცემლო საქმიანობას. სწორედ ამ სამ მიმართულებაზეა აგებული მუზეუმის განვითარების სტრატეგია.

მუზეუმის დირექტორები სხვადასხვა წლებში იყვნენ

  1. გიორგი ლეონიძე 1931-1953
  2. ვასო ეგნატაშვილი 1953-1956
  3. ვანო კაკაბაძე 1956-1976
  4. იზა ორჯონიკიძე 1976-1982
  5. გიორგი ნატროშვილი 1982-1988
  6. რევაზ თვარაძე - 1988
  7. იზა ორჯონიკიძე 1989 - 1990
  8. გურამ შარაძე 1991, 5-27 იანვარი
  9. იზა ორჯონიკიძე 1991-2010, თებერვალი
  10. ლაშა ბაქრაძე 2010 წლის მარტიდან