სამხრეთი: განსხვავება გადახედვებს შორის

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
[შეუმოწმებელი ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
ახალი გვერდი: [[ფაილი:Compass Rose English West.svg|მინი|250პქ|მარჯვნივ|ჰორიზონტის წერტილი - სამ...
 
No edit summary
ხაზი 1: ხაზი 1:
[[ფაილი:Compass Rose English West.svg|მინი|250პქ|მარჯვნივ|ჰორიზონტის წერტილი - სამხრეთი, რომელიც ქვემოთაა განთავსებული (S)]]
[[ფაილი:Compass Rose English South.svg|მინი|250პქ|მარჯვნივ|ჰორიზონტის წერტილი - სამხრეთი, რომელიც ქვემოთაა განთავსებული (S)]]
'''სამხრეთი''' (სამხრეთის წერტილი) — [[ჰორიზონტი]]ს ერთ-ერთი მთავარი წერტილი, სამყაროს სამხრეთ პოლუსთან უახლოესი იმ ორ წერტილს შორის, რომლებშიც ცის მერიდიანი ჭეშმარიტ ჰორიზონტთან იკვეთება. აღინიშნება S ასოთი.
'''სამხრეთი''' (სამხრეთის წერტილი) — [[ჰორიზონტი]]ს ერთ-ერთი მთავარი წერტილი, სამყაროს სამხრეთ პოლუსთან უახლოესი იმ ორ წერტილს შორის, რომლებშიც ცის მერიდიანი ჭეშმარიტ ჰორიზონტთან იკვეთება. აღინიშნება S ასოთი.



14:49, 16 მარტი 2011-ის ვერსია

ჰორიზონტის წერტილი - სამხრეთი, რომელიც ქვემოთაა განთავსებული (S)

სამხრეთი (სამხრეთის წერტილი) — ჰორიზონტის ერთ-ერთი მთავარი წერტილი, სამყაროს სამხრეთ პოლუსთან უახლოესი იმ ორ წერტილს შორის, რომლებშიც ცის მერიდიანი ჭეშმარიტ ჰორიზონტთან იკვეთება. აღინიშნება S ასოთი.

გეოგრაფიული ორიენტაცია

სამხრეთი წერტილი თანამედროვე მსოფლიო გეოგრაფიულ რუკაზე, გამოისახება რუკის ქვემო ნაწილში, ე. ი. მის ქვედა მხარეზე ანუ სამხრეთით. სამხრეთის წერტილი რუკაზე დაგვეხმარება ქვეყნის ან რომელიმე პუნქტის ადგილმდებარეობის გამოსავლენად. ცალკეულ ქვეყანაში ხშირად ზუსტად შეგვიძლია გამოვყოთ სამხრეთის წერტილი (მხარე), რაც წარმოდგენას შეგვიქმნის ტერიტორიის ამა თუ იმ ნაწილის გამოსარკვევად, რაც მეტად მნიშვნელოვანია. მსოფლიო რუკის სამხრეთ ზონაში იქმნება ე. წ. სამხრეთის ნახევარსფერო, რომელიც ეკვატორიდან სამხრეთით იწყება. მის შემადგენლობაშია სამხრეთი ამერიკის, აფრიკისა და აზიის კონტინენტების დიდი ნაწილები და აგრეთვე ანტარქტიკა.

წარმოვიდგინოთ ასევე გლობუსი. ასეთ შემთხვევაში გლობუსზე ”დამსხდარი” ქვეყნისა (და წყლის) ნაწილები იქნება აუცილებლად მის ქვედა ნაწილში, ე. ი. სამხრეთში.

ცალკეულ ქვეყანებში სხვა ჰორიზონტის ნაწილებთან ერთად გამოიყოფა სახრეთი მხარეც. ამის კარგ მაგალითს გვაძლევს საქართველო.

საქართველოს რელიეფში მკაფიოდ გამოიყოფა სამხრეთი საქართველოს ბუნებრივი მხარე, რომელიც სპეციფიური რელიეფით ხასიათდება და რომელშიც გამოვლინებულია ინდივიდუალური ბუნებრივი პირობები, რაც გვაძლევს იმის საშუალებას, რომ ეს მხარე მივიღოთ მხედველობაში როგორც ცალკე ბუნებრივი არე, რომელიც კავკასიონის მთავარი თხემიდან სამხრეთით მიდის. სამხრეთ საქართველოს ცალკე ინდივიდუალობას ამტკიცებს მისი განსაკუთრებული მდგომარეობა აღმოსავლეთ ამიერკავკასიის ლანდშაფტების სისტემაში.

სამხრეთ ტერიტორიას ამა თუ იმ მონაკვეთში ემატება ჰორიზონტის სხვა მნიშვნელოვანი წერტილები - აღმოსავლეთი და დასავლეთი, რომლებიც უფრო დეტალურად დაადგენენ მოცემულ გეოგრაფიულ სივრცეში ამა თუ იმ ტერიტორიას.

იხილეთ ასევე

ლიტერატურა

  • ქსე, ტ. 9, გვ. 67, თბ., 1985.


ჰორიზონტის მხარეები
  ჩრდილოეთი  
დასავლეთი აღმოსავლეთი
  სამხრეთი