გიორგი შავგულიძე: განსხვავება გადახედვებს შორის

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
[შეუმოწმებელი ვერსია][შეუმოწმებელი ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
ახალი გვერდი: {{ინფოდაფა მსახიობი | ფერი = | სახელი = გიორგი შავგულიძე | სურათი =...
 
ხაზი 38: ხაზი 38:
[[კატეგორია:ქართველები]]
[[კატეგორია:ქართველები]]
[[კატეგორია:ქართველი მსახიობები]]
[[კატეგორია:ქართველი მსახიობები]]
[[კატეგორია:საქართველოს სახალხო არტისტები]]
[[კატეგორია:დაბადებული 1910]]
[[კატეგორია:დაბადებული 1910]]
[[კატეგორია:გარდაცვლილი 1959]]
[[კატეგორია:გარდაცვლილი 1959]]

13:04, 7 მარტი 2011-ის ვერსია

გიორგი შავგულიძე

გიორგი შავგულიძე (დ. 16 ნოემბერი, 1910, ქუთაისი − გ. 13 აპრილი, 1959, თბილისი), ქართველი კინომსახიობი, საქართველოს სახალხო არტისტი (1955), საბჭოთა კავშირის სახელმწიფო პრემიის ლაურეატი (1952), დაჯილდოებულია ორი ორდენით და მედლებით.

ბიოგრაფია

დაიბადა ქ. ქუთაისში 1910 წლის 16 ნოემბერს. საშუალო განათლება ქუთაისშივე, ყაუღჩიშვილების სკოლაში მიიღო. 1928 წელს, სკოლის დამთავრებიდან რამდენიმე თვის შემდეგ ქუთაის-ბათუმის თეატრის დასში მუშაობდა, რომელსაც კოტე მარჯანიშვილი ხელმძღვანელობდა. ორ წელიწადში მარჯანიშვილის თეატრი თბილისში გადმოვიდა (შემდგომ მარჯანიშვილის სახელობის თეატრი). 1934 წელს დაქორწინდა მსახიობ ლიზიკო ვაჩნაძეზე.

გადაღებულია ფილმებში: „დიადი განთიადი“ (1938), „გიორგი სააკაძე“ (1943), „დავით გურამიშვილი“ (1946), „ქეთო და კოტე“ (1948), „ბედნიერი შეხვედრა“ (1949), „ჭრიჭინა“ (1954), „ცისკარა“ (1955) და სხვა.

დაიღუპა ტრაგიკულად 1959 წლის 13 აპრილს. დაკრძალულია ქართველ მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა დიდუბის პანთეონში.[1]

სქოლიო

  1. გაზ. „კვირის პალიტრა“, 7–13 მარტი, 2011, №10 (866), გვ. 15.

რესურსები ინტერნეტში