ჟილ დე ლა ტურეტის სინდრომი: განსხვავება გადახედვებს შორის

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
[შეუმოწმებელი ვერსია][შეუმოწმებელი ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
ახალი გვერდი: '''ჟილ დე ლა ტურეტის სინდრომი''' - ქრონიკული დაავადება, რომელიც ხ...
 
ხაზი 32: ხაზი 32:


[[კატეგორია:ნევროლოგია|სინდრომები]]
[[კატეგორია:ნევროლოგია|სინდრომები]]
[[ar:متلازمة توريت]]
[[bg:Синдром на Турет]]
[[ca:Síndrome de Tourette]]
[[cs:Touretteův syndrom]]
[[da:Tourettes syndrom]]
[[de:Tourette-Syndrom]]
[[el:Σύνδρομο Τουρέτ]]
[[en:Tourette syndrome]]
[[es:Síndrome de Tourette]]
[[fa:نشانگان ژیل دولاتوره]]
[[fi:Touretten oireyhtymä]]
[[he:תסמונת טורט]]
[[hr:Touretteov sindrom]]
[[hu:Tourette-szindróma]]
[[it:Sindrome di Tourette]]
[[ja:トゥレット障害]]
[[kn:ಟುರೆಟ್ ಸಿಂಡ್ರೋಮ್]]
[[ko:투렛 증후군]]
[[lv:Tureta sindroms]]
[[mk:Турет синдром]]
[[nl:Syndroom van Gilles de la Tourette]]
[[no:Tourettes syndrom]]
[[pl:Zespół Tourette'a]]
[[pt:Síndrome de Tourette]]
[[ro:Sindromul Tourette]]
[[ru:Синдром Туретта]]
[[sh:Touretteov sindrom]]
[[simple:Tourette syndrome]]
[[sq:Sindroma Tourette]]
[[sv:Tourettes syndrom]]
[[tr:Tourette sendromu]]
[[uk:Синдром Туретта]]
[[vi:Hội chứng Tourette]]
[[zh:妥瑞症]]
[[zh-min-nan:Tourette chèng-hāu-kûn]]

21:31, 4 მარტი 2011-ის ვერსია

ჟილ დე ლა ტურეტის სინდრომი - ქრონიკული დაავადება, რომელიც ხასიათდება მოტორული და ვოკალური ტიკებით. დაავადება მუდმივ ხასიათს ატარებს და ძალიან იშვიათია მონაცემები სრული გამოჯანმრთელების შესახებ, მაგრამ ხშირად, მოზრდილობის ასაკში სიმპტომები სუსტდება. დაავადებას ფრანგი ნერვოლოგის ჟილ დე ლა ტურეტის სახელი ეწოდა, რომელმაც მე-19 საუკუნის ბოლოს პირველად აღწერა იგი და დაახასიათა, როგორც სამედიცინო მდგომარეობა.

გამომწვევი მიზეზები

სინდრომის საფუძველი ნეირობიოლოგიური ხასიათისაა. გამოკვლევების მიხედვით შესამჩნევი ცვლილებებია თავის ტვინის შემდეგ სტრუქტურებში: ნუშისებრი ბირთვი,სარტყლის ხვეული, ბაზალური განგლიებიდა შუბლის წილები. ერთი ჰიპოთეზის მიხედვით ამ ცვლილებებს საფუძვლად უდევს ცენტრალური ნერვული სისტემის ნეიროტრანსმიტერული აგენტების, განსაკუთრებით დოფამინის ცვლის დარღვევა. არსებობს სინდრომის გენეტიკური მიზეზების ჰიპოთეზაც. ოჯახური ისტორიების ანალიზის საფუძველზე, არსებობს ვარაუდი დაავადების აუტოსომურ-დომინანტური გზით გადაცემის შესახებ.თუმცა,ეს ჰიპოთეზა დამტკიცებული არ არის. ჟილ დე ლა ტურეტის მქონე პირების ნათესავებში ხშირად შეიძლება აღმოჩნდეს მანიაკალურ-დეპრესიული ფსიქოზი, აკვიატებული ნევროზი და პანიკური დარღვევები.

დამახასიათებელი ნიშნები

ჟილ დე ლა ტურეტის სინდრომის მქონენი არიან გაფანტუელბი, იმპულსურები და ძალიან მგრძნობიარეები და ემოციურები სტრესისადმი. მათ აქვთ პრობლეემბი მხედველობით-სივრცითი ფუნქციების მომწიფებაში და ნატიფი მოტორული მოქმედებების შესრულებაში. ასევე ახასიათებთ მარტივი და კომპლექსური მოტორული და ვოკალური ტიკები . მათ შორის:

  • ექოლალია -სხვისი სიტყვების და ხმების იმიტაცია,გამეორება - 20-45%
  • ექოპრაქსია - სხვათა მოძრაობების გამეორება და იმიტაცია - 10-35%
  • პალილალია - სიტყვის ბოლო ასოების ან წინადადებების ბოლო სიტყვის გამეორება - 10%
  • კოპროლალია- უხამსი სიტყვების და ფრაზების უნებლიე წამოძახილი - 8-25%
  • კოპროპრაქსია - უნებლიე უხამსი ჟესტები და მოძრაობები- 1-6%

ტიკი ქრონიკული ხასიათისაა, თუმცა, ზოგჯერ შეიზლება გაქრეს რამდენიმე ხნით, მაგრამ არა უმეტეს 3 თვისა. სინდრომის უჩვეულო მახასიათებელია ის რომ ადამიანს დიდი ძალისხმევის შედეგად შეუძლია ტიკების კონტროლი. როგორც წესი, ასეთი შეკავების პერიოდს მოსდევს ტიკების გაორმაგებული შეტევები. შფოთვა, სტრესი, დაღლილობა, უძილობა, ალკოჰოლის ჭარბი დოზა იწვევს ტიკების გაძლიერებას და გამწვავებას. ჟილ დე ლა ტურეტის სინდრომს, ხშირად, თან ახლავს ჰიპერაქტივობა,ყურადღების კონცენტრაციის უნარის დაქვეითება, ქცევითი აშლილობა და განსაკუთრებული მიდრეკილება დეპრესიისაკენ. ის გავლენას არ ახდენს ბავსვის ინტელექტუალურ განვითარებაზე.გონებრივი განვითარებით ისინი არ განსხვავდებიან თანატოლებისგან.

სინდრომის გამოვლენა

სინდრომი გვხვდება ყველა კულტურაში.სხვადასხვა ქვეყნის მონაცემების მიხედვით გავრცელების სიხშირე განსხვავებულია ბავშვებსა და მოზრდილებში. ბავშვებში გავრცელებაა 5-30 : 10 000 მოსახლეზე. მოზრდილებში კი - 1-2 : 10 000 მოსახლეზე. ყოველი 4 შემთხვევიდან 3 მამაკაცია, ქალებში კი იშვიათად გვხვდება.

მკურნალონა

ჟილ დე ლა ტურეტის სინდრომი ქრონიკული დაავადებაა და მისი სრული განკურნება დღეისათვის შეუძლებელია. მიუხედაავდ ამისა, არსებობს ამ სინდრომის მკურნალობის ორი სტრატეგია : მედიკამენტური და სოციალურ-ფსიქოლოგიური. მკურნალობის სტრატეგია დამოკიდებულია დაავადების სიმძიმეზეანუ სიმპტომების გამოვლენის ხარისხსა და გართულებაზე.

ლიტერატურა

  • გ.ბახტაძე;ა.ქისტაური;გ.ბახტაძე; თერაპიული ლექსიკონი-"საქართველო",თბილისი 1991
  • თ.გაგოშიძე; ბავშვის ფსიქიკური განვითარების დარღვევები-"ნეკერი",თბილისი 2007