ინფლაცია: განსხვავება გადახედვებს შორის
[შეუმოწმებელი ვერსია] | [შეუმოწმებელი ვერსია] |
No edit summary |
|||
ხაზი 10: | ხაზი 10: | ||
== ინფლაციის მიზეზები == |
== ინფლაციის მიზეზები == |
||
==ინფლაციის შეჩერება== |
==ინფლაციის შეჩერება== |
||
== იხ. ასევე == |
== იხ. ასევე == |
||
==ლიტერატურა== |
==ლიტერატურა== |
13:23, 21 თებერვალი 2011-ის ვერსია
ინფლაცია — ეკონომიკაში ფასთა საერთო დონის ზრდაა, საბაზო მსყიდველობითუნარიანობის დონესთან შედარებით. შესაბამისად, ინფლაცია ასევე მოიაზრება, როგორც ფულის მსყიდველობითუნარიონაბის კლება. ეკონომიკის ზოგიერთ მოდელში, ის ექვივალენტურია მოთხოვნის ვარდნის, ან ფულის მიწოდების ზრდის. ინფლაცია დეფლაციის ანტონიმია.
ზოგიერთ კონტექსტში სიტყვა "ინფლაცია" გამოიყენება ფულის მიწოდების ზრდის მნიშვნელობით, რასაც ზოგჯერ განიხილავენ, როგორც ფასთა ზრდის მიზეზს. ზოგიერთი ეკონომისტი კვლავაც ამ განსაზღვრებას ამჯობინებს. ასე მაგალითად, 1920-იანი წლების აშშ-ის ეკონომიკის ზოგიერთი ანალიტიკოსი მიუთითებს ინფლაციაზე, მიუხედავად იმისა, რომ ფასები იმ პერიოდში არ იზრდებოდა. ამ სტატიაში "ინფლაცია" განხილულია მისი ტრადიციული მნიშვნელობით.
დაკავშირებული ტერმინებია: დისინფლაცია - ინფლაციის დონის შემცირება, ან ეფექტი, რომელიც ამცირებს ინფლაციურ ზეწოლას, დეფლაცია - ფასთა საერთო დონის ვარდნა, რეფლაცია - დეფლაციის რევერსისთვის სტიმულის გამოყენება, ჰიპერინფლაცია - სწრაფი ინფლაცია წონასწორობისკენ ტენდენციის გარეშე. ინფლაციის დაბალი დონე (0-2%) ხშირად გაიგივებულია "ფასთა სტაბილურობასთან", და მრავალი ცენტრალური ბანკი ოფიციალურად ან არაოფიციალურად მისდევს ინფლაციურ პოლიტიკას, რათა დაცულ იქნას გარკვეული სასურველი ზედა და ქვედა ზღვარი. (იხ. ასევე მაკროეკონომიკა, მონეტარული პოლიტიკა და ფულის მიწოდება).