გივი სვანიძე: განსხვავება გადახედვებს შორის

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
ახალი გვერდი: '''გივი გედეონის ძე სვანიძე''' (დ. 20 სექტემბერი 1921 სოფ. [[ცხუკუშე...
(განსხვავება არ არის)

10:13, 17 თებერვალი 2011-ის ვერსია

გივი გედეონის ძე სვანიძე (დ. 20 სექტემბერი 1921 სოფ. ცხუკუშერი, ახლანდელი ცაგერის მუნიციპალიტეტი — გ. 10 აგვისტო 1999) — ქართველი ჰიდროლოგი და ჰიდროენერგეტიკოსი. სსრკ მეცნიერებათა აკადემიის წევრ-კორესპოდენტი (1881), საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის წევრ-კორესპოდენტი(1979). ტექნიკის მეცნიერებათა დოქტორი (1963), პროფესორი (1966). საქართველოს მეცნიერებათა დამსახურებული მოღვაწე (1984). სკკპ წევრი 1948 წლიდან.

ბიოგრაფია

  • 1944 წელს დაამთავრა ს. კიროვის სახელობის საქართველოს ინდუსტრიული ინსტიტუტი;
  • 1958-1971 წწ. ხელმძღვანელობდა საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ა. დიდებულიძის სახელობის ენერგეტიკის ინსტიტუტის წყლის რესურსების კომპლექსური გამოყენების განყოფილებას;
  • 1971 წლიდან თსუ-ის ხმელეთის ჰიდროლოგიის კათედრის გამგეა;
  • 1976 წლიდან - სსრკ ჰიდრომეტეოროლოგიური და გარემოს კონტროლის სახელმწიფო კომიტეტის ამიერკავკასიის რეგიონული სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის დირექტორი.

სვანიძე თანამედროვე სტოქასტიკური ჰიდროლოგიის ერთ-ერთი ფუძემდებელია. მისმა გამოკვლევებმა ჰიდროლოგიური პროცესების მოდელირების დარგში დასაბამი მისცა ახალ სამეცნიერო მიმართულებას მდინარეული ჩამონადენის რეგულირების თეორიაში.

გამოკვლევები აქვს წყლის რესურსების კომპლექსური გამოყენებისა და ჰიდროენერგეტიკის დარგში. სვანიძემ შეადგინა ზემო ალაზნის სარწყავი სისსტემის, ჟინვალის ჰესისა და მდინარეების არფისა და ეღეგისის სევანის ტბაში გვირაბით გადაგდების პირველადი სქემები.

მის მიერ დამუშავებული მეთოდები ფართოდაა გამოყენებული ანგარა-ენისეისა და ენგურის ჰესების კასკადების დაპროექტების, აგრეთვე მინგეჩაურის, ბუქთარმისა და სხვა ჰესების საექსპლუატაციო გეგმების შედგენის დროს. სვანიძის ხელმძღვანელობით შეიქმნა ნაშრომი ”საქართველოს სსრ წყლის რესურსების კომპლექსური გამოყენება (1960—1961, ტ. 1—10). სვანიძე ხელმძღვანელობდა მეტეოროლოგიურ პროცესებზე აქტიური ზემოქმედების გზით ატმოსფერული ნალექების ხელოვნური სტიმულირების სამუშაოებს, კოლხეთის დაშრობის შესაძლო კლიმატური ცვლილებების პროგნოზირების საქმეს.

საქართველოს გეოგრაფიული საზოგადოების ვიცე-პრეზიდენტი (1980). თსუ-ს პ. მელიქიშვილის სახელობის პრემია (1972). საქართველოს გეოგრაფიული საზოგადოების ვახუშტი ბაგრატიონის სახელობის პრემია (1982). დაჯილდოებულია ხალხთა მეგობრობის ორდენითა და მედლებით.

თხზულება

ლიტერატურა

  • ქსე, ტ. 9, გვ. 311, თბ., 1985.