აწრისხევის ციხე: განსხვავება გადახედვებს შორის

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
[შეუმოწმებელი ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
ახალი გვერდი: '''აწრისხევის ციხე''' – ციხესიმაგრე სამაჩაბლოში, სოფელ [[აწრის...
 
No edit summary
ხაზი 1: ხაზი 1:
[[ფაილი:Castle of Atsriskhevi.jpg|მინი|მარჯვნივ|300პქ|აწრისხევის ციხე]]
'''აწრისხევის ციხე''' – ციხესიმაგრე [[სამაჩაბლო]]ში, სოფელ [[აწრისხევი]]ს მახლობლად, [[მდინარე]] [[პატარა ლიახვი]]ს მარჯვენა მხარეს, მაღალი ქედის ფერდობზე. მას საკმაოდ მოზრდილი ფართობი უჭირავს.
'''აწრისხევის ციხე''' – ციხესიმაგრე [[სამაჩაბლო]]ში, სოფელ [[აწრისხევი]]ს მახლობლად, [[მდინარე]] [[პატარა ლიახვი]]ს მარჯვენა მხარეს, მაღალი ქედის ფერდობზე. მას საკმაოდ მოზრდილი ფართობი უჭირავს.



09:27, 24 იანვარი 2011-ის ვერსია

აწრისხევის ციხე

აწრისხევის ციხე – ციხესიმაგრე სამაჩაბლოში, სოფელ აწრისხევის მახლობლად, მდინარე პატარა ლიახვის მარჯვენა მხარეს, მაღალი ქედის ფერდობზე. მას საკმაოდ მოზრდილი ფართობი უჭირავს.

ვახუშტი ბატონიშვილი მის შესახებ წერს:

„...არს აწერის-ხევი. აქ აღაშენა შანშემ ციხე-სიმაგრედ თვისად, არამედ ექმნა გალიად, რამეთუ გამოიყვანეს ცოლი და დედაწული მისი მუნიდამ.[1]

შანშე ქსნის ერისთავის ცოლ-შვილი აწრისხევის ციხის არების შემდეგ დატყვევა ნადირ-შაჰმა.ტერიტორია, რომელზედაც ციხე მდებარეობს ქსნის საერისთავოში შედიოდა.[2]

ციხის გალავანი, გარდა სამხრეთი კედლისა, მიწასთან არის გასწორებული. სამხრეთი კედელი 2-3 მეტრის სიმაღლეზეა შემორცენილი. მას აქვს სამი ნახევარწრიული გოდოლი და ოთხი კონტრფორსი. ციხის შიდა ტერიტორიაზე მრავალი ნაგებობის ნაშთია, რომელთა გეგმის დადგენა გათხრის გარეშე შეუძლებელია. გალავნის დასავლეთით, უკიდურეს ზედა ნაწილში, კედელზე მიშენებული სწორკუთხა შენობის ნაშთია, რომლის დასავლეთ კედელში ბუხარია შემორჩენილი.

გალავანი ნაშენია ადგილობრივი ქვის თანაბარი ზომის კვადრებით. ქვა მომწვანო-მონაცრისფროა. კედლების სისქე 1,2 მეტრია.

ლიტერატურა

  • საქართველო, ენციკლოპედია, თბ., 1997.
  • მაკალათია ს., ლიახვის ხეობა, თბ., 1971.
  • შიდა ქართლი I, პატარა და დიდი ლიახვის ხეობების არქიტექტურული მემკვიდრეობა, თბ., 2002.
  • „ქართლის ცხოვრება“, ტ. IV, თბ., 1973 წ.

სქოლიო

  1. „ქართლის ცხოვრება“, ტ. IV, თბ., 1973 წ. გვ. 362
  2. „ქართლის ცხოვრება“, ტ. IV, თბ., 1973 წ. გვ. 517