ვიკიპედია:დიოგენე/საკონკურსო/20110115064152/: განსხვავება გადახედვებს შორის

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
ახალი გვერდი: {{საკონკურსო|სახელი, გვარი = რობა მახარაშვილი |იმეილი=!აქ ჩაწერ...
 
No edit summary
ხაზი 7: ხაზი 7:
== გამოყენებული ლიტერატურა ==
== გამოყენებული ლიტერატურა ==


# ქართული ლიტერატურის ისტორია, [[კორნელი კეკელიძე]], [[საქართველოს სსრ მეცნიერებათა აკადემიის გამომცემლობა]], [[თბილისი]], [[1954]]
# ქართული ლიტერატურის ისტორია, I ტომი, [[კორნელი კეკელიძე]], [[საქართველოს სსრ მეცნიერებათა აკადემიის გამომცემლობა]], [[თბილისი]], [[1954]]

07:40, 15 იანვარი 2011-ის ვერსია

„ლიტურგიკული პოეზია“

რობა მახარაშვილი

ლიტურგიკულ პოეზიას მიეკუთვნება, როგორც ვთქვით, ეგრეთ წოდებული საეკლესიო ჰიმნოგრაფია, ის საგალობლები ან ჰიმნები, რომელნიც შეადგენენ ღვთისმსახურების ერთ-ერთ აუცილებელ მასალას. გალობა მეტად მნიშვნელოვანი ნაწილია ღვთისმსახურებისა. გრძნობის, კერძოდ რელიგიური გრძნობის გამოხატვა გალობით სრულიად ბუნებრივი მოვლენაა და, მაშასადამე, საკვირველი არაა, თუ ეკლესიაში გალობამ იმთავითვე შესაფერი ადგილი დაიკავა, ისე, როგორც ეკავა მას ეს ადგილი ებრაელთა სინაგოგურ ღვთისმსახურებაში. თავდაპირველად საქრისტიანო ღვთისმსახურებაში სჭარბობდა ფსალმუნური ელემენტი, ესე იგი გალობდნენ ფსალმუნებს ანუ დავითნის სხვადასხვა მუხლს, მერე კი, დაახლოებით V-VI საუკუნიდან, შემოდის ჰიმნოგრაფიული ელემენტი, ესე იგი გაჩნდა poetice compositum სხვადასხვა მწერლისა, ჰიმნები ან საგალობლები, რომლებშიაც გამოთქმული იყო ღრმა რელიგიური გრძნობები. უნდა შევნიშნოთ, რომ მონასტრები თავდაპირველად გაურბოდნენ ჰიმნების ხმარებას, იქ უფრო ფეხგადგმული იყო ფსალმუნური ელემენტი. ბერების შეგნებით, ჰიმნები, საერო ან მსოფლიო, სამრევლო ეკლესიათა საქმეა, ბერებსა და მონასტრებს ის არ შეშვენის. მაგრამ დროთა განმავლობაში ჰიმნოგრაფიამ იმათშიაც გაიკაფა გზა და შექმნა ერთი უმნიშვნელოვანესი დარგი ბერძნული პოეზიისა, სახელდობრ - სასულიერო ან საეკლესიო პოეზია. ამ პოეზიას არაფერი საერთო არ ჰქონია კლასიკურ პოეზიასთან, არც ფორმით, არც შინაარსით. ამით აიხსნება ის გარემოება, რომ ასეთ ნაწარმოებთა პოეტური ხასიათის შეგნება დაკარგეს როგორც ბერძნებმა, ისე მათი მწერლობის მკვლევართაც. «პოეზიას», ამბობს ერთი მათგანი, «ამ სიტყვის ნამდვილი მნიშვნელობით, ბიზანტიელები არ იცნობდნენ, ის მათ არასდროს ჰქონიათ; საშუალო საუკუნეთა საბერძნეთი, რომელიც სქოლასტიკის ბორკილებით იყო შებოჭილი, მოკლებული იყო პოეტურ განწყობილებას, გემოვნებასა და შეგნებას კეთილშობილი ხელოვნებისა და ფორმების სიმარტივისა».

კლასიკური პოეზია მეტრული სისტემისაა, ის დამყარებულია გრძელი და მოკლე მარცვლების მწყობრ პერიოდულ თანამიმდევრობაზე; ამ საზომით ბერძნულ საეკლესიო ჰიმნოგრაფიაში დაწერილია მხოლოდ სამი ნაწარმოები იოანე დამასკელისა: ქრისტესშობის, ნათლისღებისა და სულიწმიდის მოსვლის კანონი. დანარჩენი საგალობლები, რომელნიც თავის რაოდენობით პირდაპირ უსაზღვრო და უფსკრულ ოკეანეს წარმოადგენენ, დამყარებულია ტონურ სისტემაზე, რომელიც მდგომარეობს მარცვალთა რაოდენობის თანასწორობასა და მაღალი და დაბალი მარცვლების თანმიმდევრობაში. ეს იმას ნიშნავს, რომ თითოეული ტაეპი ან სტრიქონი შეიცავს მარცვლების ერთსა და იმავე რიცხვს და თითოეულ მათგანში ხმის აწევა ან ამაღლება ერთი და იმავე გარკვეულ ადგილზე მოდის.

გამოყენებული ლიტერატურა

  1. ქართული ლიტერატურის ისტორია, I ტომი, კორნელი კეკელიძე, საქართველოს სსრ მეცნიერებათა აკადემიის გამომცემლობა, თბილისი, 1954